Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home Forbes Infrastructure

საქართველოს 10 უმდიდრესი მუნიციპალიტეტი

by Davit Tsiramua
April 15, 2022
in Forbes Infrastructure, რეიტინგი, საქართველო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
საქართველოს 10 უმდიდრესი მუნიციპალიტეტი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

2022 წელს საქართველოს ხელისუფლება – ცენტრალური და ადგილობრივი – ჯამში 21 მლრდ ლარამდე დახარჯავს. ქვეყნის ტერიტორიული დეცენტრალიზაციის დაბალი დონიდან გამომდინარე, 21 მლრდ-დან 18 მლრდ-ზე მეტს ცენტრალური ხელისუფლება დახარჯავს, ხოლო 3 მლრდ-მდე თანხას საქართველოს ყველა ადგილობრივი თვითმმართველობა (მუნიციპალიტეტი) ერთად დახარჯავს. მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის სიდიდეს ძირითადად მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა და საკუთარი შემოსავლები განსაზღვრავს. თუ რა თანხას მიიღებს მუნიციპალიტეტი ცენტრალური მთავრობის მიერ აკრებილი გადასახადიდან, კონკრეტულად კი დამატებული ღირებულების გადასახადიდან, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება.

აღნიშნულ სტატიაში გაგაცნობთ საქართველოს იმ 10 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებს (რამდენია და რაში იხარჯება), რომლებსაც 2022 წელს ყველაზე მაღალი შემოსავალი და, შესაბამისად, ყველაზე მაღალი ხარჯები აქვთ. ამ 10 მუნიციპალიტეტის ხარჯების წილი ყველა მუნიციპალიტეტის ჯამურ ხარჯებში 73%- მდეა.

10. ბოლნისის მუნიციპალიტეტი – 38.2 მლნ ლარი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 38.2 მლნ ლარია. ბოლნისი 20 მლნ ლარის შემოსავალს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლით იღებს. 2021 წელთან შედარებით, ბიუჯეტის ხარჯები 0.9 მლნ ლარით (2.3%-ით) არის შემცირებული. კლება ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურისა და სოციალური დაცვის ხარჯების შემცირებამ განაპირობა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყველაზე მეტ თანხას აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაზე (ბიუროკრატია) ხარჯავს – 7.5 მლნ ლარს. ხარჯებში მეორე ადგილზე დასვენება, კულტურა და რელიგიაა, რაზეც 7.4 მლნ ლარი იხარჯება. მათ შორის, 4 მლნ ლარი – სპორტზე და 2.7 მლნ – კულტურაზე.

ბიუროკრატიისთვის გამოყოფილი თანხა (7.5 მლნ ლარი) სოციალური დაცვისთვის გამოყოფილ თანხაზე 2.2-ჯერ მეტია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი ჩაშლილად, მლნ ლარებში

მიმართულებები

2020 2021

2022

აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა (ბიუროკრატია)

4.7

5.4

7.5

დასვენება, კულტურა და რელიგია

6.1

7.2

7.4

საბინაო-კომუნალური მეურნეობა

3.1

3.9

6.1

ეკონომიკური საქმიანობა

9.3

9.1

5.7

განათლება

4.2

3.9

4.3

სოციალური დაცვა

4.9

6.4

3.3

გარემოს დაცვა

2.2

2.5

2.9

სხვა

0.7

0.8

0.8

სულ

36.1

39.1

38.2

წყარო: საკანონმდებლო მაცნე
9. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – 47.2 მლნ ლარი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 47.2 მლნ ლარია. 2021 წელთან შედარებით 14 მლნ ლარით (23%-ით) არის შემცირებული. კლება ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის ხარჯების შემცირებამ განაპირობა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ყველაზე მეტ თანხას აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაზე (ბიუროკრატია) ხარჯავს – 9.3 მლნ ლარს. ხარჯებში მეორე ადგილზე ეკონომიკური საქმიანობაა, რისთვისაც 8.2 მლნ ლარია გამოყოფილი.

ბიუროკრატიისთვის გამოყოფილი თანხა (9.3 მლნ ლარი) სოციალური დაცვისთვის გამოყოფილ თანხაზე 3.6-ჯერ მეტია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი ჩაშლილად, მლნ ლარებში

მიმართულებები

2020 2021

2022

აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა (ბიუროკრატია)

7.7

7.5

7.5

ეკონომიკური საქმიანობა

24.1

22.7

7.4

განათლება

11.9

10.6

6.1

გარემოს დაცვა

7.4

7.2

5.7

დასვენება, კულტურა და რელიგია

3.6

4.2

4.3

სოციალური დაცვა

2.2

2.6

3.3

ჯანმრთელობის დაცვა

1.4

1.6

2.9

სხვა

4.3

4.7

0.8

სულ

62.6

61

38.2

წყარო: საკანონმდებლო მაცნე
8. გარდაბნის მუნიციპალიტეტი – 48.2 მლნ ლარი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 48.2 მლნ ლარამდეა. 2021 წელთან შედარებით 2.5 მლნ ლარით (5.5%-ით) არის გაზრდილი. ზრდა ძირითადად სპორტის, კულტურისა და ბიუროკრატიის ხარჯების ზრდამ გამოიწვია.

გარდაბნის მუნიციპალიტეტი ყველაზე მეტ თანხას ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით ხარჯავს – 11 მლნ ლარს. ეს თანხა ძირითადად ტრანსპორტზე და გზების დაგება/შეკეთებაზე გაწეულ ხარჯებს მოიცავს. ხარჯებში მეორე ადგილზე მმართველობითი ანუ ბიუროკრატიული ხარჯებია 8.1 მლნ ლარით.

ბიუროკრატიისთვის გამოყოფილი თანხა სოციალური დაცვისთვის გამოყოფილ თანხაზე 2.3-ჯერ მეტია.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი ჩაშლილად, მლნ ლარებში

მიმართულებები

2020 2021

2022

ეკონომიკური საქმიანობა

13.5

9.7

11.0

აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა (ბიუროკრატია)

5.8

6.6

8.1

განათლება

8.6

8.7

8.1

დასვენება, კულტურა და რელიგია

1.9

5.2

6.8

საბინაო-კომუნალური მეურნეობა

3.5

6.7

6.5

სოციალური დაცვა

2.8

4.0

3.5

გარემოს დაცვა

2.0

4.0

3.0

სხვა

0.9

0.9

1.0

სულ

39.0

45.7

48.2

წყარო: საკანონმდებლო მაცნე
7. მცხეთის მუნიციპალიტეტი – 48.4 მლნ ლარი

მცხეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 48.4 მლნ ლარია. 2021 წელთან შედარებით 12.2 მლნ ლარით (34%-ით) არის გაზრდილი. ზრდა ძირითადად ეკონომიკური საქმიანობის (ტრანსპორტი და საავტომობილო გზები) და ბიუროკრატიული ხარჯების მატებამ გამოიწვია.

მცხეთის მუნიციპალიტეტი ყველაზე მეტ თანხას ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით ხარჯავს – 15.4 მლნ ლარს. აქედან, 10.7 მლნ ლარი ტრანსპორტზე და გზების დაგება/შეკეთების ხარჯებზე მოდის. ხარჯებში მეორე ადგილზე საბინაო-კომუნალური მეურნეობაა (წყალმომარაგება, გარე განათება), რომელზეც 9.1 მლნ ლარი იხარჯება.

ბიუროკრატიაზე 8.3 მლნ ლარი იხარჯება, რაც სოციალური დაცვისთვის გამოყოფილ თანხაზე 4.5-ჯერ მეტია.

მცხეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი ჩაშლილად, მლნ ლარებში

მიმართულებები

2020 2021

2022

ეკონომიკური საქმიანობა

7.8

10.5

15.4

საბინაო-კომუნალური მეურნეობა

6.0

6.3

9.1

აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა (ბიუროკრატია)

4.8

6.1

8.3

განათლება

5.0

5.0

5.8

დასვენება, კულტურა და რელიგია

4.1

4.0

4.9

გარემოს დაცვა

1.8

1.8

2.5

სოციალური დაცვა

1.2

1.9

1.8

სხვა

0.6

0.6

0.6

სულ

31.3

36.2

48.4

წყარო: საკანონმდებლო მაცნე
6. მარნეულის მუნიციპალიტეტი – 53.8 მლნ ლარი

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 53.8 მლნ ლარია. 2021 წელთან შედარებით 15 მლნ ლარით (38%-ით) არის გაზრდილი. ზრდა ძირითადად ეკონომიკური საქმიანობისა და საბინაო-კომუნალური მეურნეობის ხარჯების მატებამ გამოიწვია. ტრანსპორტისა და გზების დაგება/შეკეთებისთვის გამოყოფილი დაფინანსება 7.5 მლნ ლარით გაიზარდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტი ყველაზე მეტ თანხას ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით ხარჯავს – 17.6 მლნ ლარს. აქედან 15 მლნ ლარი ტრანსპორტზე და გზების დაგება/შეკეთებაზე იხარჯება. ხარჯებში მეორე ადგილზე საბინაო-კომუნალური მეურნეობაა, რომელზეც 10.6 მლნ ლარი იხარჯება.

ბიუროკრატიაზე 9.1 მლნ ლარი იხარჯება, რაც სოციალური დაცვისთვის გამოყოფილ თანხაზე 4.4-ჯერ მეტია.

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი ჩაშლილად, მლნ ლარებში

მიმართულებები

2020 2021

2022

ეკონომიკური საქმიანობა

9.6

9.0

17.6

საბინაო-კომუნალური მეურნეობა

7.6

8.0

10.6

აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა (ბიუროკრატია)

5.4

6.2

9.1

დასვენება, კულტურა და რელიგია

3.1

4.7

5.6

განათლება

3.5

4.9

5.2

გარემოს დაცვა

2.2

2.8

2.9

სოციალური დაცვა

2.4

2.8

2.1

სხვა

0.8

0.5

0.7

სულ

34.6

38.9

53.8

წყარო: საკანონმდებლო მაცნე
5. რუსთავის მუნიციპალიტეტი – 92.8 მლნ ლარი

რუსთავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 92.8 მლნ ლარია. 2021 წელთან შედარებით 26 მლნ ლარით (40%-ით) არის გაზრდილი. ზრდა ძირითადად საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და განათლების ხარჯების მატებამ გამოიწვია.

რუსთავის მუნიციპალიტეტი ყველაზე მეტ თანხას საბინაო-კომუნალური მეურნეობის მიმართულებით ხარჯავს – 24.7 მლნ ლარს. აქედან, 9.1 მლნ ლარი – კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ხოლო 9 მლნ სახურავების, სადარბაზოების შეკეთებასა და სხვა მსგავს ღონისძიებებზე იხარჯება. ხარჯებში მეორე ადგილზე განათლებაა, რომელზეც 18.2 მლნ ლარი იხარჯება, მათ შორის, 17.5 მლნ – საბავშვო ბაღებზე.

ბიუროკრატიაზე 9.7 მლნ ლარი იხარჯება, რაც სოციალური დაცვისთვის გამოყოფილ თანხაზე 2.5-ჯერ მეტია.

რუსთავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი ჩაშლილად, მლნ ლარებში

მიმართულებები

2020 2021

2022

საბინაო-კომუნალური მეურნეობა

8.8

15.2

24.7

განათლება

12.4

11.8

18.2

დასვენება, კულტურა და რელიგია

7.5

9.0

11.8

ეკონომიკური საქმიანობა

11.3

7.9

11.2

აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა (ბიუროკრატია)

6.2

6.2

9.7

გარემოს დაცვა

5.5

9.2

8.4

სოციალური დაცვა

3.1

3.6

3.8

სხვა

2.5

3.6

4.9

სულ

57.3

66.5

92.8

წყარო: საკანონმდებლო მაცნე
4. გორის მუნიციპალიტეტი – 100.7 მლნ ლარი

გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 100.7 მლნ ლარია. 2021 წელთან შედარებით 3.4 მლნ ლარით (3.3%-ით) არის შემცირებული. კლება ძირითადად განათლებისა და საბინაო-კომუნალური მეურნეობის ხარჯების შემცირებამ გამოიწვია.

გორის მუნიციპალიტეტი ყველაზე მეტ თანხას ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით ხარჯავს – 37.4 მლნ ლარს. აქედან 24 მლნ ლარი ტრანსპორტზე და გზების დაგება/შეკეთების ხარჯებზე მოდის. ხარჯებში მეორე ადგილზე განათლებაა, რომელზეც 22.7 მლნ ლარი იხარჯება, მათ შორის, 21 მლნ – საბავშვო ბაღებზე.

ბიუროკრატიაზე 8.4 მლნ ლარი იხარჯება, რაც სოციალური დაცვისთვის გამოყოფილ თანხაზე 3.2-ჯერ მეტია.

გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი ჩაშლილად, მლნ ლარებში

მიმართულებები

2020 2021

2022

საბინაო-კომუნალური მეურნეობა

27.7

36.0

37.4

განათლება

19.1

27.7

22.7

დასვენება, კულტურა და რელიგია

9.2

11.7

9.3

ეკონომიკური საქმიანობა

5.1

6.1

8.4

აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა (ბიუროკრატია)

7.6

8.8

7.8

გარემოს დაცვა

7.3

8.3

7.5

სოციალური დაცვა

2.0

2.0

2.6

სხვა

0.7

1.5

2.0

სულ

80.5

104.0

100.7

წყარო: საკანონმდებლო მაცნე
3. ქუთაისის მუნიციპალიტეტი – 106 მლნ ლარი

ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 106 მლნ ლარია. 2021 წელთან შედარებით 11 მლნ ლარით (12%-ით) არის გაზრდილი. ზრდა ძირითადად საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და ეკონომიკური საქმიანობის ხარჯების მატებამ გამოიწვია.

ქუთაისის მუნიციპალიტეტი ყველაზე მეტ თანხას საბინაო-კომუნალურ მეურნეობაზე ხარჯავს – 20.8 მლნ ლარს. ხარჯებში მეორე ადგილზე დასვენება, კულტურა და რელიგიის მიმართულებაა, რომელზეც 20.7 მლნ ლარი იხარჯება. აქედან 11 მლნ ლარი – სპორტის, ხოლო 9 კულტურის სფეროში იხარჯება. ეკონომიკური საქმიანობისთვის 18.5 მლნ ლარია გამოყოფილი, საიდანაც 16.8 მლნ ლარი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარჯია.

ბიუროკრატიაზე 9.5 მლნ ლარი იხარჯება, რაც სოციალური დაცვისთვის გამოყოფილ თანხაზე თითქმის 2-ჯერ მეტია.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი ჩაშლილად, მლნ ლარებში

მიმართულებები

2020 2021

2022

საბინაო-კომუნალური მეურნეობა

8.0

13.3

20.8

დასვენება, კულტურა და რელიგია

14.7

16.5

20.7

ეკონომიკური საქმიანობა

8.8

11.1

18.5

განათლება

12.3

12.7

14.7

გარემოს დაცვა

8.1

8.2

9.7

აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა (ბიუროკრატია)

6.3

7.5

9.5

სოციალური დაცვა

3.3

4.4

5.1

სხვა

3.5

21.3

7.1

სულ

65.0

95.0

106.0

წყარო: საკანონმდებლო მაცნე
2. ბათუმის მუნიციპალიტეტი – 205 მლნ ლარი

ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 254 მლნ ლარია. 2021 წელთან შედარებით 49 მლნ ლარით (24%-ით) არის გაზრდილი. ზრდა ძირითადად საბინაო-კომუნალური მეურნეობის, განათლებისა და ვალის მომსახურების ხარჯების მატებამ გამოიწვია.

ბათუმის მუნიციპალიტეტი ყველაზე მეტ თანხას საბინაო-კომუნალური მეურნეობის მიმართულებით ხარჯავს – 54 მლნ ლარს. მათ შორის, 27 მლნ ბინათმშენებლობაზე იხარჯება. ხარჯებში მეორე ადგილზე ეკონომიკური საქმიანობაა, რომელზეც 41.1 მლნ ლარი იხარჯება. ეს თანხა ძირითადად საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და გზების დაგება/შეკეთების ხარჯებს მოიცავს. 28 მლნ ლარამდე იხარჯება განათლებაზე, რაც რეალურად საბავშვო ბაღების დაფინანსებაა.

ბიუროკრატიაზე 10 მლნ ლარი იხარჯება, რაც სოციალური დაცვისთვის გამოყოფილ თანხაზე 17%-ით ნაკლებია.

ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი ჩაშლილად, მლნ ლარებში

მიმართულებები

2020 2021

2022

საბინაო-კომუნალური მეურნეობა

35.0

36.0

54.0

ეკონომიკური საქმიანობა

35.1

59.6

41.1

განათლება

13.1

18.3

27.9

გარემოს დაცვა

15.6

24.7

23.5

დასვენება, კულტურა და რელიგია

15.5

29.9

23.4

სოციალური დაცვა

10.0

11.1

12.0

აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა (ბიუროკრატია)

6.0

9.7

10.0

სხვა

10.7

15.9

62.2

სულ

141

205

254

წყარო: საკანონმდებლო მაცნე
1. თბილისის მუნიციპალიტეტი – 1,392 მლნ ლარი

თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 1,392 მლნ ლარია. 2021 წელთან შედარებით 122 მლნ ლარით (10%-ით) არის გაზრდილი. ზრდა ძირითადად საბინაო-კომუნალური მეურნეობის, განათლების და სპორტისა და კულტურის ხარჯების მატებამ გამოიწვია.

თბილისის მუნიციპალიტეტი ყველაზე მეტ თანხას საბინაო-კომუნალური მეურნეობის მიმართულებით ხარჯავს – 317 მლნ ლარს. მათ შორის, 151 მლნ ლარი – ბინათმშენებლობაზე, 53 მლნ კი გარე განათებაზე იხარჯება. ხარჯებში მეორე ადგილზე ეკონომიკური საქმიანობაა, რომლისთვისაც 267 მლნ ლარია გამოყოფილი. ეს თანხა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და გზების დაგება/ შეკეთებაზე იხარჯება. 207 მლნ ლარამდე იხარჯება განათლებაზე – ძირითადად საბავშვო ბაღებზე.

ბიუროკრატიაზე 92 მლნ ლარი იხარჯება, რაც სოციალური დაცვისთვის გამოყოფილ თანხაზე 40%-ით ნაკლებია.

თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი ჩაშლილად, მლნ ლარებში

მიმართულებები

2020 2021

2022

საბინაო-კომუნალური მეურნეობა

257

250

317

ეკონომიკური საქმიანობა

283

351

267

განათლება

148

172

207

გარემოს დაცვა

113

169

197

სოციალური დაცვა

125

129

153

აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა (ბიუროკრატია)

65

90

92

დასვენება, კულტურა და რელიგია

46

60

90

სხვა

42

50

70

სულ

1,080

1,270

1,392

წყარო: საკანონმდებლო მაცნე
Previous Post

წლის გარიგება ინფრასტრუქტურაში – Aqualia-მ GWP შეიძინა

Next Post

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result