Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველო EBRD-ს არასდროს ავიწყდება

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ეკონომიკა
0
საქართველო EBRD-ს არასდროს ავიწყდება
0
SHARES
0
VIEWS

საქართველო ლამაზი ქვეყანაა უაღრესად ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გასაყარზე, ეს კი საშუალებას აძლევს მას, ისარგებლოს მოსახერხებელი სატრანსპორტო კავშირებითა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით თურქეთთან, დსთ-ის ქვეყნებსა და ევროკავშირთან.

ბოლო ორი ათწლეულია, საქართველო საგრძნობ პროგრესს განიცდის. მან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა კრიმინალისა და კორუფციის აღმოფხვრისა და სახელმწიფო ადმინისტრაციის რეფორმირების მიმართულებით და მკაფიო საბაზრო ეკონომიკური მოდელი დანერგა.

ამ მიღწევათა კვალდაკვალ, საქართველომ ევროკავშირთან დადო ასოცირების ხელშეკრულება და DCFTA-ს წევრი გახდა, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ინტეგრაციისა და წარმატებული განვითარებისაკენ. თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან – მსოფლიოს უმსხვილეს ბაზართან – უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის ბიზნესებისთვის საქართველოში.

ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მხარს უჭერდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ეხმარებოდა მცირე და საშუალო ბიზნესებს განვითარებაში, რათა მათ DCFTA-ს მოთხოვნების დაკმაყოფილება უკეთესად შესძლებოდათ. EBRD-მა, გრანტის დონორის რანგში, ევროკავშირთან ერთად, ადგილობრივი პარტნიორი ბანკების მეშვეობით სესხის შეთავაზების საშუალებები შექმნა და ბიზნესები უზრუნველყო როგორც ფინანსებით, ისე აუცილებელი ექსპერტული მხარდაჭერით ზრდის და პროდუქტისა და სერვისის სტანდარტების განვითარების მიმართულებით, რათა ევროკავშირთან ვაჭრობის სტიმულირება მომხდარიყო. ამდენად, 2019 წელი კვლავაც უაღრესად წარმატებული გამოდგა ამ ძალიან მოთხოვნადი საკრედიტო ლიმიტებისთვის. ამასთან, EBRD-მა DCFTA-ის დამატებითი საკრედიტო ლიმიტები გამოსცა ადგილობრივ პარტნიორ ბანკებთან ერთად, რათა თბილისისა და საქართველოს სხვა რეგიონების მცირე და საშუალო ბიზნე  დაფინანსებული, როგორიცაა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია, რომელიც საქართველოს ენერგიის 40%-ს გამოიმუშავებს, ამას ემატება სხვა რამდენიმე კერძო ჰიდროელექტროსადგური და გორის ქარის ფერმა – პირველი კომერციული ქარის ფერმა სამხრეთ კავკასიაში. გარდა ამისა – და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – EBRD-ს დაფინანსებული აქვს Black Sea Transmission Line-ი, რომელიც, ადგილობრივი ენერგოპროდუქტების ექსპორტულ ბაზრებთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონალური ენერგობაზრის ნაწილად აქცევს.

EBRD-ი აქტიურად ქომაგობს Green City Frameworks-ს. ეს ინოვაციური პროექტი ჰოლისტურ, სისტემატურ მიდგომას გვთავაზობს განვითარებადი ქალაქების გამოწვევებთან გასამკლავებლად. პროექტის მთავარი მიზანი სუფთა ჰაერის შენარჩუნებასა და რესურსების ეფექტიან გამოყენებაში მდგომარეობს. ბათუმსა და თბილისს უკვე აქვთ საკუთარ საინვესტიციო საჭიროებათა პრიორიტეტები ჩამოყალიბებული, EBRD-ი კი განაგრობს ამ ქალაქებთან მუშაობას, რათა ისინი უფრო მწვანე და “ჯანსაღი” გახადოს. Green City Frameworks-ის ფარგლებში და EBRD-ის მიერ მართულ მულტიდონორიან Eastern Europe Energy Efficiency and Environment Partnership (E5P) Fund-ის (რომლის უმსხვილესი კონტრიბუტორი ევროკავშირია) მხარდაჭერით, EBRD-მა დააფინანსა ახალი დაბალიატაკიანი ელექტროავტობუსების შესყიდვა, რომლებიც ბათუმის, საქართველოს მესამე ყველაზე დიდი ქალაქის, მუნიციპალურ ტრანსპორტად იქნება გამოყენებული. ბანკს აქამდე ელექტროავტობუსების პროექტი არც ერთ ქვეყანაში არ განუხორციელებია, ასე რომ, ეს უდავოდ ღირსშესანიშნავი პროექტი იქნება. ჩვენ ასევე დავაფინანსეთ ეკოლოგიასთან დამეგობრებული დამატებითი ავტობუსების ყიდვა თბილისში და კიდევ 175 ავტობუსის შეძენა, რათა გაუმჯობესდეს საჯარო ტრანსპორტის სერვისები საქართველოს ექვს რეგიონალურ ქალაქში.

ჩვენ კვლავაც ვმონაწილეობდით კორპორაციული ობლიგაციების ადგილობრივ ვალუტაში გაცემის მიმართულებით, რათა დამატებით შეგვეწყო ხელი ეკონომიკის დედოლარიზაციისთვის. 2014-ის დასაწყისში ჩვენ პირველი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ვიყავით, ვინც ობლიგაცია ქართულ ლარში გასცა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ადგილობრივი ვალუტის გაძლიერების გზაზე, ადგილობრივ ბაზრის მიმართ რწმენის გასაზრდელად, დაფინანსების წყაროთა დივერსიფიცირებისა და ადგილობრივი კაპიტალური ბაზრის განვითარებისთვის.

1994-დან მოყოლებული, როცა EBRD- მა თავისი პირველი პროექტი ჩაუშვა საქართველოში, ბანკი ქვეყანას ინფრასტრუქტურის, ფინანსური და საწარმოო სექტორის გარდაქმნასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაში ეხმარება – არა მხოლოდ პროექტების დაფინანსებით, არამედ იმითაც, რომ აქტიურად ვართ ჩართული კორპორაციული მმართველობისა და რისკის მენეჯმენტის სოლიდური სტანდარტების მქონე მდგრადი საბანკო სექტორის შექმნაში. ჩართულები ვიყავით ასევე პოლიტიკურ დიალოგშიც ქვეყნის ამბიციური რეფორმების ხელშეწყობის მიზნით.

ამჟამად EBRD-ის ჯამური ვალდებულებები საქართველოში დაახლოებით $3.6 მილიარდს შეადგენს 239 ინვესტიციის სახით. ქვეყანაში, სადაც 4 მილიონამდე მოსახლე ცხოვრობს, ეს შთამბეჭდავი რიცხვია. ჩვენი პორტფოლიოს დაახლოებით ნახევარი მდგრადი ინფრასტრუქტურის სექტორს მოიცავს, რომელსაც ფინანსური სექტორი მოჰყვება – მესამედზე ოდნავ მეტით, და კორპორაციული სექტორი – 20%-ით.

ერთობლივი მიღწევების გამოყენებით, საქართველომ რეფორმები უნდა განაგრძოს. მან უნდა გარდაქმნას სამართლებრივი სისტემა და აქტიურად იმუშაოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის, სადაც კარი ყველასთვის ღია იქნება. საქართველომ ადამიანური კაპიტალისა და უნარების განვითარებისთვისაც არ უნდა მოუკლოს მუშაობას, რათა შეამციროს უმუშევრობა და მოსახლეობა სტაბილურობითა და კეთილდღეობით უზრუნველყოს.

ასევე, საქართველომ ინსტიტუციების გაძლიერება უნდა გააგრძელოს, განავითაროს ეკონომიკა, წაახალისოს კონკურენცია, პარალელურად კი ეკონომიკური განვითარების ყველა სფეროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკები დანერგოს. საქართველოს მომავალი ადამიანური კაპიტალის გაძლიერებაზე, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა-გამოყენებაზეა დამოკიდებული. საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს თავისი ნაყოფიერი მიწა და სასოფლო- სამეურნეო მოსავალი გააუმჯობესოს, განაგრძოს სასტუმრო სექტორის განვითარება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზრუნვა არ მოაკლოს მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს.

ევროპასთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ამგვარი სტრუქტურული რეფორმებისთვის მშვენიერ ჩარჩოს, გზამკვლევსა და განრიგს ქმნის. ამ მოგზაურობას შეუპოვრობა და გარკვეული მსხვერპლი დასჭირდება, მაგრამ საბოლოო შედეგი ყველა ძალისხმევას გაამართლებს.

არაერთი სამთავრობო რეორგანიზაციის მიუხედავად, EBRD-ი მუდამ საქართველოს ერთგულ პარტნიორად რჩებოდა ძლიერი, კოლეგიალური ურთიერთობებით მთავრობასთან. ჩვენ ვაგრძელებთ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რათა ქვეყანას უფრო ნათელი მომავალი ჰქონდეს და ადამიანებს – უკეთესი ცხოვრება.

Previous Post

Bill Gates ‘not buying our hydrogen yacht’

Next Post

“ფილიპ მორის საქართველო” 2020 წლის საუკეთესო დამსაქმებლად აღიარეს

მაგდა დოლიძე

Next Post
“ფილიპ მორის საქართველო” 2020 წლის საუკეთესო დამსაქმებლად აღიარეს

“ფილიპ მორის საქართველო” 2020 წლის საუკეთესო დამსაქმებლად აღიარეს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result