Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობა

by Forbes.ge
February 28, 2021
in ეკონომიკა
0
საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობა
0
SHARES
0
VIEWS

საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების დამყარება არც ახალია და არც უახლოესი ათწლეულების დამსახურება. ორ ქვეყანას შორის საქონელგაცვლითი ურთიერთობები ჯერ კიდევ ცნობილი ე.წ. „აბრეშუმის გზის“ ფარგლებში მიმდინარეობდა, თუმცა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მიმდინარე წლის 13 მაისს მოეწერა, რაც უდავოდ ისტორიულ ფაქტს წარმოადგენს და ამგვარი ეკონომიკური ნაბიჯების სწორი, ადეკვატური და დროში გათვლილი შეფასებაა საჭირო.

ნებისმიერი ქვეყნისთვის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ნიშნავს და ამ მხრივ ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული, მაგრამ ქართული რეალობიდან გამომდინარე, მისი ეკონომიკური ანალიზია საინტერესო.

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის (ქართული პროდუქციის 94% საბაჟო გადასახადის გარეშე შევა ჩინურ ბაზარზე). აღნიშნული ხელშეკრულება კიდევ ერთხელ აძლიერებს ქვეყნის, როგორც ახალი „აბრეშუმის გზის“ უმთავრესი სატრანზიტო ჰაბის ფორმირების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. თავად ფაქტი, რომ ქვეყანა უცხო სახელმწიფოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას აფორმებს, დადებით გავლენას ახდენს ქვეყნებს შორის ბილატერალური სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში თანამშრომლობის განვითარებასა და კაპიტალისა და შრომითი რესურსის ნაკადების სიხშირის გაძლიერებაზე. ამდენად, აღნიშნული ხელშეკრულება პოტენციურად ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების განვითარებასა და მისი დონის ამაღლებას. საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ხელს შეუწყობს კერძო სექტორში წარმოებისთვის ხელსაყრელი პირობების ფორმირებას, რაც გულისხმობს ქართული პროდუქციის 1,4-მილიარდიან ბაზარზე გატანას, რომელიც სწრაფად მზარდი მსყიდველობითი უნარით გამოირჩევა, სადაც ფასობს კონკურენცია და მიესალმებიან სიახლეს. აღნიშული შესაძლებლობა პოტენციურად ხელს შეუწყობს ქართულ საექსპორტო წარმოებაზე ორიენტირებული კომპანიების გაფართოებასა და ბიზნესპოტენციალის განვითარებას უკვე ჩინეთის ადგილობრივ ბაზარზე და რაც უმნიშვნელოვანესია, ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ქართულ სახელმწიფოს შესაძლებლობა ეძლევა, უფრო მარტივად, ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე, უზრუნველყოს ქართული ექსპორტის სარეალიზაციოდ ჩინურ ბაზარზე სავაჭრო ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზებასა და ცნობადობის ამაღლებას, განსაკუთრებით კი აგრარული მიმართულებით. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობას საქონელბრუნვის მიხედვით თუ გავაანალიზებთ, შედარებით მნიშვნელოვანი პოტენციალი იკვეთება სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ერთი შეხედვით, ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ წინაპირობად უნდა იქცეს, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივი როდია. ეკონომიკაში მნიშვნელოვანია არა ზედსართავი სახელებით შეფასება (კარგი, მშვენიერი და ა.შ.) არამედ არსებული ეკონომიკური ბაზისის სწორი ანალიზი და რეალურ დროში ხელშეკრულების პირობების, სამომავლო გამოწვევებისა და პერსპექტივების იდენტიფიცირება.

აღნიშნული ხელშეკრულება უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ჩვენი ქვეყნის გეოეკონომიკური ფუნქციის განმტკიცებისთვის. “ახალი აბრეშუმის გზის” ფარგლებში მას, თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით, შეიძლება ითქვას, სტრატეგიულად საკვანძო ადგილი უჭირავს. ქვეყნის მიერ ხელმოწერილ ნებისმიერ სავაჭრო ტიპის ხელშეკრულებასა და მის ეკონომიკურ შეფასებაზე საუბრისას გადამწყვეტი როლი ენიჭება იმას, თუ რამდენად სწორად და მოგებიანად იქნება წარმართული ეკონომიკური დიპლომატია დაინტერესებული მხარის მიერ. აღნიშნული ხელშეკრულების კონკრეტულ პირობებზეა დამოკიდებული, რამდენად იხეირებს ქართული წარმოება და რამდენად კონკურენტულ გარემოში მოუწევს მას ოპერირება, რა ტიპის რესურსების გამოყენება და ფასილიტაციაა განსაზღვრული, რომელი სასაქონლო ნომენკლატურით ვაჭრობა და წარმოების მასშტაბები შეიძლება გაიზარდოს და ა.შ. მნიშვნელოვანია ურთიერთსამართლიანობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებმა ერთმანეთი არ გამორიცხოს და სამართლიანობიდან გამომდინარე არ მივიღოთ ასიმეტრიული სარგებლის მქონე ხელშეკრულება, რომელიც ძლიერს უფრო აძლიერებს, ხოლო სუსტს კიდევ უფრო ასუსტებს. აღნიშნულმა ხელშეკრულებამ, ქვეყნებს შორის საქონლის, კაპიტალისა და შრომითი რესურსის მოძრაობამ ქართული გარემო კონკურენტული უპირატესობის მდგომარეობაში უნდა ჩააყენოს, უპირატესობა უნდა მიანიჭოს იმ ქართულ რესურსს, რომლის გამოყენებაც განსაკუთრებით სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების განხორციელებისას არის შესაძლებელი.

საქართველო-ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ციფრებით გამოხატულ მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ გასული წლის მონაცემებით სავაჭრო ბრუნვამ ჯამურად $717 მილიონზე ცოტა მეტი შეადგინა, სადაც ექსპორტზე დაახლოებით $170 მილიონის პროდუქცია მოდიოდა, ხოლო ჩინეთიდან იმპორტზე – $548 მილიონამდე ღირებულების პროდუქცია. საბოლოოდ, საქართველოსთვის არსებულმა უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა ბილატერალური სავაჭრო ბრუნვის 53%-მდე შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ქართულმა ექსპორტმა $50 მილიონამდე ღირებულების პროდუქცია დააფიქსირა, ხოლო ჩინურმა იმპორტმა – $127 მილიონამდე ღირებულების პროდუქცია, რამაც საბოლოო ჯამში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 44%-მდე დაადგინა. როგორც ზემოაღნიშნული სტატისტიკიდან ნათლად ჩანს, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობა ნამდვილად დინამიკური და სწრაფად მზარდია, თუმცა ეს ტემპი და დინამიკურობა არცთუ ისე სახარბიელოდ მოქმედებს ქართულ ექსპორტზე. ამდენად, გამორიცხული არ არის, რომ არსებული უარყოფითი სავაჭრო ბალანსი უფრო მეტად გაიზარდოს.

ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების ეკონომიკურ ეფექტზე საუბრისას რისკების იდენტიფიცირება უნდა მოხდეს. ჩვენი გამოცდილებიდან, რომელიც საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ხელშეკრულებას გულისხმობს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ როდესაც მხარეების ეკონომიკური განვითარება და სავაჭრო შესაძლებლობები უთანასწოროა, დაბალი ეკონომიკური განვითარების მქონე მხარე ხშირ შემთხვევაში წაგებიან პოზიციაში გვხვდება და როდესაც ეს უთანასწორო სასტარტო სავაჭრო-ეკონომიკური პოზიციონირება იმგვარად მკვეთრადაა გამოხატული, როგორც საქართველოსა და ჩინეთს შორის, მეტი სიფრთხილე გვმართებს. ამდენად, არ არის გამორიცხული, რომ ქართული მხარე უფრო მოწყვლადი გახდეს. ჩინური პროდუქციის შემოდინება უფრო მეტად გახშირდება და გააჯერებს ქართულ ბაზარს, ვიდრე ქართული პროდუქციის ექსპორტი მოხდება ჩინეთში და, სამწუხაროდ, ამის საწინააღმდეგოდ ქართულ მხარეს პრაქტიკულად არც ეკონომიკური და არც სამართლებრივი ბერკეტი არ რჩება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩინური სავაჭრო ექსპანსიის ტემპები შესაძლოა კიდევ უფრო დაჩქარდეს.

სავაჭრო ხელშეკრულება ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოზეც იმოქმედებს და არ არის გამორიცხული, იგი ამ მხრივ გარკვეულწილად უარყოფითი შედეგების მომტანი იყოს. როგორც წესი, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ჩამოყალიბებას რეალური ეკონომიკისა და შიდა წარმოების განვითარება სჭირდება, ამისთვის კონკურენტუნარიანი პროდუქციის განთავსებაა საჭირო. აღნიშნული ხელშეკრულებით, თუ საქართველოში ჩინური საქონელი უპირატეს პირობებში იქნება, უცხოელი ინვესტორისთვის მიმზიდველობას ქართული ბაზარი უფრო მეტად დაკარგავს. ინვესტორმა იცის, რომ რაც უნდა აწარმოოს, მისი პროდუქცია ჩინურ პროდუქტს კონკურენციას ვერ გაუწევს. არსებული სატრანსპორტო ხარჯების მიუხედავად, შესაძლოა, ჩინური პროდუქტი უფრო იაფი და მოთხოვნადი იყოს ადგილობრივი მომხმარებლისთვის, ვიდრე თუნდაც ევროპული ანალოგიური პროდუქტი. აქედან გამომდინარე, მთავარი რისკი არის ის, რომ ამ ხელშეკრულებით საქართველოს მიმართ საინვესტიციო ინტერესი დასავლეთის პარტნიორი ქვეყნებიდან შესაძლოა შემცირდეს და ამით რეალური სექტორის სწრაფი განვითარების შესაძლებლობა გავუშვათ ხელიდან.

სწორი და დროში გათვლილი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა, რომ ჩინეთი საქართველოში რეალურ სექტორში ინვესტირებით დაგვეინტერესებინა და ეს ქართული ექსპორტის ზრდის ინსტრუმენტი გამხდარიყო ევროკავშირის ქვეყნებში, რუსეთში და თუნდაც ახლო აღმოსავლეთის ბაზრებში. მაგრამ ამ ხელშეკრულებით ჩინეთს ვაჭრობაში პრივილეგია მივანიჭეთ, ამის შემდეგ მას დიდი ინტერესი არ ექნება, რომ რეალურ სექტორში დიდი ინვესტიცია განახორციელოს. ჩინურ პროდუქტთან საფასო კონკურენცია რთულია და სწორედ ამიტომ ბევრი ევროპული ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანაც კი იკავებს თავს მსგავსი სავაჭრო ტიპის ხელშეკრულების გაფორმებისგან ისეთ სავაჭრო გიგანტთან, როგორადაც ჩინეთი გვევლინება.

ამდენად, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მთავარი ხელშეკრულების ხელმოწერა კი არა, არამედ ხელმოწერის შემდგომ მისაღები შედეგების გათვლა და ანალიზია აუცილებელი. იმისათვის, რომ ეს სავაჭრო ხელშეკრულება დადებითი ეფექტის მომტანი იყოს ქართული ექსპორტისთვის, მნიშვნელოვანია, ქართულმა სახელმწიფომ გარკვეული ფინანსური რესურსი გამოყოს იმისათვის, რომ ადგილობრივ დონეზე ჩინეთში კომერციული წარმომადგენლის ინსტიტუტები შეიქმნას, რომლებსაც კოორდინაციას ქართული საელჩო ჩინეთში გაუწევს. აღნიშნულმა კომერციულმა წარმომადგენლობებმა უნდა უზრუნველყონ ქართული ბიზნესისა და მათი წარმოების პოპულარიზება კონკრეტული რეგიონებისა თუ პროვინციების მასშტაბით, რადგან მოგეხსენებათ, რომ ჩინური ბაზარი დიდია და ყველა პროვინციასთან ინდივიდუალურად მუშაობაა საჭირო. 

Previous Post

EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

Next Post

Smartlands platform opens the agricultural sector for crypto-investors from all the world

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Smartlands platform opens the agricultural sector for crypto-investors from all the world

Smartlands platform opens the agricultural sector for crypto-investors from all the world

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result