Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home მოსაზრება ფორბს-მოსაზრება

საპრეზიდენტო არჩევნები 2013

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
საპრეზიდენტო არჩევნები 2013
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თუ კანონის ლოგიკიდან ამოვალთ, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ყველაზე ნაკლებ მნიშნელოვანი იქნება საქართველოს ისტორიაში. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან ძალაში შევა საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც მის უფლებამოსილებას არსებითად შეკვეცს. პრეზიდენტს ძალიან მცირე გავლენა ექნება აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებაზე: გადამწყვეტი საპარლამენტო უმრავლესობის ნებაა, ხოლო მისი ლიდერი – პრემიერ-მინისტრი, მთავარი თანამდებობის პირია ქვეყანაში. კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემქმნელთა ჩანაფიქრით, პრეზიდენტის უფლებამოსილება უფრო „მთვლემარეა”: სანამ საპარლამენტო უმრავლესობა მყარია, მისი როლი მცირეა, მაგრამ სახელისუფლებო კრიზისის ვითარებაში მას შეუძლია, არბიტრის ფუნქცია შეასრულოს.

თუმცა გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საქართველოში თანამდებობის რეალურ პოლიტიკურ წონას მხოლოდ ფორმალური წესები არ განსაზღვრავს. ამის საუკეთესო მაგალითია კოჰაბიტაცია პრეზიდენტ სააკაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს შორის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ამ პერიოდში ძალაში რჩებოდა კონსტიტუციის ძველი ვარიანტი, რომელიც პრეზიდენტს ძალიან დიდ ძალაუფლებას ანიჭებდა. მაგრამ არჩევნებში მისი პარტიის მარცხის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა არჩია, ნებაყოფლობით უარი ეთქვა თავისი უფლებების უმეტეს ნაწილზე, ასე რომ ფაქტობრივად ის ოპოზიციურ ფიგურად იქცა და არა სახელმწიფოს მეთაურად.
ამიტომ ამ ეტაპზე ჯობია სიფრთხილე გამოვიჩინოთ: სინამდვილეში, ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, რეალურად რა როლს ითამაშებს მომავალი პრეზიდენტი. ეს მის პიროვნებაზეც იქნება დამოკიდებული და პოლიტიკურ გარემოზეც. ეს უკანასკნელი კი გამორჩეულად გაურკვეველია.

ამას განაპირობებს პრემიერ-მინისტრის და ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის განზრახვა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წავიდეს. თავისთავად, პრემიერის გადადგომა სერიოზულ პრობლემას არ უნდა ქმნიდეს, მას რომ მყარი უმრავლესობა უმაგრებდეს ზურგს: ერთ ლიდერს მეორე შეცვლის და, ძირითადი პრინციპების დონეზე მაინც, იმავე პოლიტიკას გააგრძელებს. მაგრამ საქართველოს სხვა პოლიტიკური ტრადიცია აქვს: აქ მთავარი ლიდერის პერსონაა, პარტია კი მხოლოდ მისი დანამატია. ჩვენს შემთხვევაში, ეს ეხება როგორც კოალიციას „ქართული ოცნება”, ისე მის ბირთვს – იმავე სახელის მქონე პარტიას. ისინი საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნა ბიძინა ივანიშვილის, მაშინ სრულიად ახალი პოლიტიკური ფიგურის გარშემო და, მისივე აღიარებით, საერთო პროგრამა კი არა, წინა ხელისუფლების გადაყენების სურვილი აერთიანებდა. არც ისაა საიდუმლო, რომ კოალიციის წარმატება დიდწილად მისი ლიდერის, ქართული საზომებით, უზარმაზარმა ფინანსურმა რესურსებმა განაპირობა.

აქედან გამომდინარე, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ივანიშვილის გარეშე „ქართული ოცნება” (კოალიციაც და პარტიაც) ქმედუნარიან გაერთიანებებად დარჩნენ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით დამაინტრიგებელია ბიძინა ივანიშვილის დაზუსტებები იმის თაობაზე, რომ ის გადადგომის შემდეგაც შეეცდება გავლენის მოხდენას პოლიტიკურ პროცესზე როგორც სამოქალაქო საზოგადოების მოღვაწე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში არც პოლიტიკაში დაბრუნებას გამორიცხავს.

თუ ასეა, სახელდობრ რას ნიშნავს ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა? ობიექტურად, მას, როგორც მმართველი კოალიციის შემქმნელსა და დამფინანსებელს, ექნება საიმისო ბერკეტები, რომ ფორმალური პოსტის გარეშეც სერიოზული გავლენა მოახდინოს მთავრობის საქმიანობაზე. მაგრამ საკითხავია, შეეცდება თუ არა ის ამ ბერკეტების გამოყენებას, ხოლო თუ შეეცდება, რამდენად ეფექტური იქნება მმართველობის ასეთი, დემოკრატიულ ქვეყნებში უპრეცედენტო ფორმა? მეორეს მხრივ, თუ ივანიშვილი ნამდვილად განზე გადგა, რამდენად შეძლებს მისი მემკვიდრე პრემიერ-მინისტრის პოსტზე (ვისი ვინაობაც ჯერ არ ვიცით) შეინარჩუნოს ეს მეტად ჭრელი გაერთიანება და ქვეყნის ეფექტური მართვა შეძლოს? ან, იქნებ, ბოლო მომენტში ივანიშვილი გადაიფიქრებს და, საკუთარი მომხრეების და თანამებრძოლების თხოვნით, მაინც დარჩება პოსტზე?

ამ შეკითხვებზე არავის აქვს პასუხი, რაც ნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიც გადამწყვეტ სიცხადეს ვერ მოიტანს. მაგრამ ისინი დიდწილად განსაზღვრავს ძალთა განლაგებას, რის ფონზეც შეიძლება ახალი პოლიტიკური რეალობა ჩამოყალიბდეს.

ამ კონტექსტში უნდა ვიმსჯელოთ ძირითად კანდიდატებზე და მათ შანსებზე. გიორგი მარგველაშვილი მმართველი კოალიციის კანდიდატი და, მაშასადამე, ფავორიტია. მაგრამ ანალიტიკოსთა უმრავლესობა (ბიძინა ივანიშვილისადმი მათი განწყობის მიუხედავად) მას სუსტ ფიგურად მიიჩნევს. მას საზოგადოება ნაკლებად იცნობს და არასოდეს უთამაშია დამოუკიდებელი პოლიტიკური როლი, თუმცა გარკვეულ პერიოდებში ჯერ ზურაბ ჟვანიას, შემდეგ კი ნინო ბურჯანაძის ორბიტაზე ტრიალებდა. თავად კოალიციის ლიდერმა მისი არჩევანი იმას დაუკავშირა, რომ სიამოვნებს ფილოსოფიური განათლების მქონე მარგველაშვილთან ინტელექტუალური დისკუსიები. შეიძლება ის ვარაუდობს, რომ მარგველაშვილი ვერ შეძლებს დამოუკიდებელი პოლიტიკური ცენტრის შექმნას და პრემიერ-მინისტრის კონკურენტ ფიგურად ვერ იქცევა. ნებისმიერ შემთხვევაში, მასზე არჩევანის შეჩერება ივანიშვილის მხრიდან საკუთარ ძალებში დარწმუნებულობას მაღალ ხარისხს აჩვენებს: ვინც არ უნდა წამოაყენოს მმართველმა კოალიციამ, ის გაიმარჯვებს.

ფავორიტს შედარებით სერიოზულ კონკურენციას ორი კანდიდატი გაუწევს. „გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობას”, ყოფილ სახელისუფლებო, დღეს კი – ძირითად ოპოზიციურ ძალას, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე წარმოადგენს. ნაციონალური მოძრაობა განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშაა. უშუალოდ არჩევნების შემდეგ კოალიციის ლიდერები პირდებოდნენ თავის მომხრეებს, რომ ის მალე შეწყვეტდა არსებობას, თუმცა შემდგომ – შესაძლოა, დასავლეთის გავლენით – მათი რიტორიკა შედარებით უფრო შემრიგებლური გახდა, რაც „ოცნების” რადიკალური მომხრეების რისხვას იწვევს. „ნაციონალური მოძრაობის” განადგურების ან მარგინალიზაციის მცდელობას ხელისუფლების ენაზე „სამართლიანობის აღდგენა” ქვია, რაც ნიშნავს, რომ წინა ხელისუფლების ლიდერებმა პასუხი უნდა აგონ დანაშაულზე, რაც „ოცნების” მომხრეთა აზრით ჩაიდინეს. „ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ციხეშია და რამდენიმე ბრალდებით სასამართლოს ელის, სისხლის სამართლის საქმეებია გახსნილი პარტიის ბევრ სხვა წამყვან ფიგურაზე, ხოლო საპრეზიდენტო ვადის დამთავრების შემდეგ იმავეს პირდებიან პრეზიდენტ სააკაშვილსაც. გარდა ამისა, პარტიის საჯარო ღონისძიებებს ხშირად ახლავს ძალადობა ბრბოს მხრიდან, რომლის ინიციატორებს უარეს შემთხვევაში ასლარიანი სასჯელი ელის.

ამ პირობებში, შედარებით მაღალი შედეგი საპრეზიდენტო არჩევნებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პარტიისთვის იმის საჩვენებლად, რომ ის ძლიერ და ლეგიტიმურ ოპოზიციურ ძალად რჩება ქართულ პოლიტიკაში, ხოლო მომავალში წამყვანი პოზიციების დაბრუნების შანსებიც აქვს. ამდენად, არჩევნებში მეორე ადგილიც პარტიისთვის წარმატება იქნება – რისი მიღწევაც სავსებით რეალურია. დავით ბაქრაძე ამისთვის საუკეთესო კანდიდატია: ის განსაკუთრებით გაწონასწორებულ პოლიტიკოსად ითვლება და მისაღებია მათთვისაც, ვისაც მიხეილ სააკაშვილის ჰიპერაქტიულობა და რადიკალიზმი აშინებს.

მესამე და ყველაზე არაწინასწარმეტყველებადი კანდიდატი სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლი ნინო ბურჯანაძეა. ამ პოლიტიკოსმა რადიკალური ცვლილება განიცადა: ზომიერების განსახიერებიდან მგზნებარე რევოლუციონერამდე, პროდასავლური კურსის მყარი დამცველიდან ღიად პრორუსულ პოზიციამდე. რაღაც ეტაპზე ის ჩამოწერეს, როგორც წარსულის პოლიტიკოსი; სკანდალურმა ვოიაჟებმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან 2008 წლის ომის შემდეგ მას საზოგადოების ყურადღება, მაგრამ არა მხარდაჭერა დაუბრუნა. მისი ძირითადი დაპირებები, ერთის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის” საბოლოო განადგურება და მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებაა, მეორეს მხრივ კი – ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმა და რუსეთის მიმართ უფრო ლოიალური პოლიტიკა: ანუ იმ მოლოდინების გამართლება, რაც ამომრჩეველთა ნაწილს „ქართული ოცნებისგან” ჰქონდა, მაგრამ არ შეუსრულდა.

ბურჯანაძისთვის არჩევნები პოლიტიკაში რეალური დაბრუნების შანსია, და, როგორც ჩანს, მას შეუძლია ამ ამოცანის შესრულება. ყველაზე იდუმალი ფაქტორი მის მიმართ ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებაა. საზოგადოებაში განიხილება ვერსია, რომ პრემიერის ნამდვილი კანდიდატი სწორედ ბურჯანაძეა და არა მარგველაშვილი. ამას ხსნის არა მხოლოდ ქართველების მიდრეკილება კონსპირაციის თეორიებისკენ, არამედ ივანიშვილის პასიურობა საარჩევნო პროცესში და წარსული გამონათქვამები, რომ ბურჯანაძემ უნდა ჩაანაცვლოს „ნაციონალური მოძრაობა”, როგორც ძირითადი ოპოზიციური ძალა. შესაძლოა, ეს ვერსია გადაჭარბებული იყოს, მაგრამ სრულიად რაციონალურია ვივარაუდოთ, რომ, რაღაც დონემდე, ბურჯანაძის გაძლიერება ივანიშვილის ინტერესებში შედის. მან შეიძლება შექმნას ე. წ. „ლოიალური ოპოზიცია”, ხელი შუწყოს „ნაციონალური მოძრაობის” მარგინალიზაციას და, ამავე დროს, „ქართული ოცნება” დასავლეთის წინაშე შედარებით უფრო ზომიერ და, ამიტომ, მხარდასაჭერ ძალად წარმოაჩინოს.

სარწმუნო წინასაარჩევნო გამოკითხვების არარსებობა აძნელებს კანდიდატების შანსების გათვლას. მით უმეტეს, შარშანდელმა გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ბოლო მომენტში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ჯერჯერობით ჩანს, რომ საქართველოს საკმაოდ კონკურენტული არჩევნები ელის და გამორიცხული არ არის, გამარჯვებული მეორე ტურში გამოვლინდეს. ამ უკანასკნელმა შეიძლება გადამწყვეტი როლი ვერ ითამაშოს ქვეყნის მართვაში, მაგრამ არჩევნების შედეგები სერიოზულ გავლენას მოახდენს პოლიტიკური პროცესის შემდგომ განვითარებაზე.

 

Previous Post

ინტერვიუ დავით ბაქრაძესთან

Next Post

ახალი პრეზიდენტის ახალი ფუნქცია

მაგდა დოლიძე

Next Post
ახალი პრეზიდენტის ახალი ფუნქცია

ახალი პრეზიდენტის ახალი ფუნქცია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result