Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home მოსაზრება ფორბს-მოსაზრება

საფრანგეთის კატასტროფული მაგალითი

by Forbes.ge
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
საფრანგეთის კატასტროფული მაგალითი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ამჟამად საფრანგეთი კარგი მაგალითია იმისა, თუ ქვეყანა როგორ არ უნდა მართო. პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ამბობს, რომ ის სოციალისტია, მაგრამ მისი ცხოვრების სტილი ელიტარულს შეესაბამება. მუშათა კლასს იგი “უკბილოებად” მოიხსენიებს. ასე იმ ადამიანებს უწოდებს, რომლებსაც კბილის ექიმთან წასასვლელი ფული არ გააჩნიათ.

ოლანდმა საფრანგეთის საშემოსავლო გადასახადი 75%-მდე გაზარდა, რასაც შედეგად შრომისმოყვარე და კვალიფიციური მუშახელის ქვეყნიდან მასობრივი გაქცევა მოჰყვა. დღესდღეობით დაახლოებით 300 000 ახალგაზრდა ფრანგი ლონდონში ცხოვრობს. ეს მათ საშუალებას აძლევს, თავი დააღწიონ სამშობლოში გაბატონებული უმუშევრობის შემაძრწუნებელ დონეს, რაც მთელი მოსახლეობის 11%-სა და ახალგაზრდების 25%-ს უდრის.

საფრანგეთში დასაქმებული ხალხის დიდ უმრავლესობას 35-საათიანი სამუშაო კვირა და ექვსკვირიანი ფასიანი შვებულება აქვს. ბიუროკრატიული დაბრკოლებები ახალი ბიზნესის დაწყების თვალსაზრისით, საკმაოდ ძნელად გადასალახია. საფრანგეთის დეფიციტი (შემოსავლებთან შედარებით უფრო მეტი ხარჯები) უზარმაზარია და კიდევ იზრდება, ხოლო დასაქმებული მოსახლეობის ნახევარი სახელმწიფოსთვის მუშაობს და მათი სამსახურიდან დათხოვნა შეუძლებელია. ეკონომიკური ზრდა ნულის ტოლი ან უარყოფითია, ხოლო კაპიტალდაბანდების მაჩვენებელი ამ ათწლეულის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

საფრანგეთს რეალური საფრთხე ემუქრება, რადგან დიდი შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ ისიც ევროზონის “სამხრეთის ქვეყნების რიგებს” – საბერძნეთს, იტალიას, პორტუგალიასა და ესპანეთს – შეუერთდეს, რომლებიც საკუთარი მძიმე ეკონომიკის გაძღოლის თვალსაზრისით ქრონიკულად უუნარონი არიან და ეროვნული ბანკროტობის კიდეზე ირწევიან. ევროზონაში გერმანია ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ეკონომიკა ყველაზე მეტადაა განვითარებული და კიდევ უფრო იზრდება, თუმცა მისი ზრდის ტემპი წელიწადში მხოლოდ 1%-ია.

საფრანგეთის უმძიმესმა მდგომარეობამ საშიში, გამაფრთხილებელი მაგალითის როლი უნდა ითამაშოს, განსაკუთრებით, მემარცხენე პარტიებისთვის. თუმცა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია – რომელიც, თუ გამოკითხვებს დავუჯერებთ, მომავალი წლის არჩევნებში მთავრობიდან კონსერვატიულ პარტიას განდევნის, როგორც ჩანს, საფრანგეთის მიერ გაკვალული გზისკენ იხრება. მისი ლიდერი, ედ მილიბენდი, სრულიად უმწიკვლო პირად ცხოვრებას ეწევა, ამიტომ, ამ მხრივ, ინგლისს საფრანგეთის მსგავსად მუდმივი საჯარო სკანდალებით თავის შერცხვენა არ ელის. მაგრამ ლეიბორისტების საამომრჩევლო პლატფორმა აჩვენებს, რომ სხვა მხრივ ამ პარტიამ ფრანგი სოციალისტების თვალსაჩინო შეცდომებიდან ბევრი ვერაფერი ისწავლა.

კერძოდ, მილიბენდს ვერ გაუგია, რომ ასეთი მაღალი და ჯარიმის ხასიათის მქონე გადასახადები კონტრპროდუქტიული და უკიდურესად გამანადგურებელია. ის წინადადებით გამოდის, National Health Service-ის (“ეროვნული ჯანდაცვის მომსახურება”) განვითარების დასაფინანსებლად “დიდ სახლებზე გადასახადის” შემოღების შესახებ. ეს სულელური იდეა მიზნად სკანდალის აგორებას ისახავს, რადგან ლონდონის ცენტრალურ ნაწილში განლაგებული ბევრი ძვირად ღირებული სახლი ცარიელია და მათი მდიდარი (ხშირად უცხოელი) მფლობელების მიერ გამოუყენებელი რჩება. ალბათ სამწუხაროა, მაგრამ ლონდონი ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დედაქალაქია, რომელშიც მდიდრები თავიანთ კაპიტალს აბანდებენ. მათი კაპიტალდაბანდება, სამაგიეროდ, საბოლოო ჯამში, ბრიტანეთის კეთილდღეობის საწინდარია და ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით, ყველაზე წინ წასული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის მის ყოფნას განაპირობებს – რაზეც, მცირედი საფასურიაო, ალბათ გაიფიქრებთ.

სამწუხაროდ, მილიბენდს, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს მდიდრებს, განსაკუთრებით უცხოელებს, ლონდონში უძრავი ქონების ყიდვა გადააფიქრებინოს. მას სურს “დიდი სახლების გადასახადი” დააწესოს ყველა იმ სახლზე, რომლებიც £2 მილიონზე მეტი ღირს და ამგვარად, წელიწადში ბრიტანეთი £1,2 მილიარდს ამოიღებდა და წლიური გადასახადი მსგავს საკუთრებაზე £12 000 მიაღწევდა. ამას შედეგად მოჰყვებოდა საშუალო კლასის გადასახადების 60%-იანი იძულებითი ზრდა, რაც თითქმის საფრანგეთის შემაძრწუნებელ დონეს უახლოვდება.

ამას გარდაუვალ შედეგად მოჰყვებოდა ბრიტანეთის ეკონომიკის ერთ ადგილზე გაყინვა, იმ მეწარმეებისა და საწარმოების დამფუძნებელთა ლონდონიდან გაქცევა, რომლებიც ბრიტანეთის კეთილდღეობაზე პასუხისმგებელნი არიან. ეს ასევე მოსახლეობაში გაჭირვებისა და უბედურების ფართოდ გავრცელებას გამოიწვევდა.

ყოველგვარ აზრს მოკლებული გადასახადი

ავიღოთ ჩემი მაგალითი. ლონდონში, 30 წლის წინ, სახლი შევიძინე £550 000-ად, რომელიც გაჭირვებით შევაგროვე. ახლა, სახლებზე ფასების ზრდის წყალობით, ის ბევრად უფრო მეტი ღირს, ვიდრე “დიდი სახლების გადასახადის” სავარაუდო ზღვარია. ჩემი შემოსავალი კი ამ ღირებულების შესაბამისად არ გაზრდილა. პირიქით, ახლა მე პენსიონერი გახლავართ და დღევანდელი გაზრდილი გადასახადების გადახდა მიჭირს. წელიწადში £12 000 დამატებითი გადასახადი იძულებულს გამხდის, რომ სახლი გავყიდო და გარეუბანში გადავსახლდე. ამ ასაკში – 86 წელს მივუახლოვდი – საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა საშინელება იქნება. ჩემ მსგავსად, იმავე პრობლემის წინაშე ლონდონში მცხოვრები 100 000 ადამიანი აღმოჩნდება, რადგან მათაც თავიანთი სახლების გაყიდვა ასევე იძულებით მოუწევთ.

მეორე მხრივ, ვეჭვობ, რომ მდიდარ უცხოელებს, რომლებსაც ლონდონში სახლები აქვთ, ამ საკუთრებაზე ხელი ააღებინონ, ამიტომ ცარიელი სახლების სოციალური შედეგები იგივე იქნება და ამ გადასახადის შემოღების მთავარი მიზანი შეუსრულებელი დარჩება.

სრულიად ახალი გადასახადის შემოღება, რომლის ზემოქმედების შედეგი უცნობია და რომელიც შესაძლოა დამანგრეველი აღმოჩნდეს, ამომრჩეველთა ხმების დაკარგვის ყველაზე სარწმუნო ალბათობას იძლევა. “დიდი სახლების გადასახადის” გამო, მილიბენდის განსჯისა და მის მიერ ქვეყნის მართვის უნარის თაობაზე ეჭვი უკვე გაჩნდა. ეს შეიძლება მის კისერზე მობმული ის სიმძიმე აღმოჩნდეს, რომელიც მას უსათუოდ ჩაძირავს. მოდი, ამის იმედი ვიქონიოთ, რადგან ერთი ევროპული ქვეყანაც საკმარისია, რომელიც სოციალისტური განუსჯელობის ჭაობში იძირება.

(გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ს დეკემბრის ნომერში).

Previous Post

რეკომენდებული კამპანია

Next Post

დიდი ხნის ნანატრი Foundation Louis Vuitton

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
დიდი ხნის ნანატრი Foundation Louis Vuitton

დიდი ხნის ნანატრი Foundation Louis Vuitton

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result