Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საპარტნიორო ფონდის მოგება მცირდება

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ქართულად
0
საპარტნიორო ფონდის მოგება მცირდება
0
SHARES
0
VIEWS

სახელმწიფოს კუთვნილი საპარტნიორო ფონდის ჯამური აქტივები 2016 წელს 6.9 მილიარდს შეადგენდა, მაშინ როდესაც 2015 წელს ფონდის აქტივები 6.3 მილიარდი იყო.

2016 წელს საპარტნიორო ფონდის და მისი შვილობილი კომპანიების შემოსავალმა 1.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა, 2015 წელს კი 1.3 მილიარდი იყო. ფონდის საოპერაციო მოგება 2016 წელს 353 მლნ-მდე გაიზარდა.

2015 წელი საპარტნიორო ფონდმა 194.7 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. 2016 წელს კი ფონდმა 24.2 მლნ ლარის მოგება მიიღო. შედარებისთვის, 2014 წელს ფონდის მოგება 124 მილიონს შეადგენდა, ხოლო 2013 წელს კი ფონდის მოგება 73.5 მილიონს შეადგენდა.

გაზრდილია ფონდის კაპიტალი და იგი 2.7 მლრდ ლარს შეადგენს.

საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, რომ მისი მოგების, ისე როგორც ყველა სხვა ფინანსური მაჩვენებლის ძირითადი ნაწილი განპირობებულია საპარტნიორო ფონდის კუთვნილი კომპანიების მაჩვენებლებით. ამასთან, ფონდის ინფორმაციით, მაჩვენებელი არ ასახავს საინვესტიციო აქტივობას და არც განხორციელებული ინვესტიციბიდან მოგებას. ამასთან საპარტნიორო ფონდში განმარტავენ, რომ აღნიშნული განპირობებული იყო ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებული “სავალუტო გადაფასების ზარალიდან”. კერძოდ, 2015 წელს ფონდისთვის და მისი შვილობილებისთვის „სავალუტო გადაფასების ზარალმა“ შეადგინა 422.5 მლნ. ლარი, ხოლო 2016 წელს – 226.7 მლნ. ლარი.

„ეს იმის მაუწყებელია, რომ 2015 წლის წმინდა ზარალს ზემოაღნიშნული ხარჯი რომ დავაკლოთ, მივიღებთ 227.8 მლნ. ლარის წმინდა მოგებას, ხოლო 2016 წელს – 250.9 მლნ. ლარის წმინდა მოგებას”, – განმარტავენ საპარტნიორო ფონდში.

საპარტნიორო ფონდის მმართველობაში ამ ეტაპისთვის არის:

• საქართველოს რკინიგზა – 100% წილი
• საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია – 100% წილი
• საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა – 100% წილი
• სს თელასი – 24.5% წილი

2016 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” წმინდა მოგება, 2015 წელთან შედარებით, 2.5-ჯერ გაიზარდა და 78.0 მლნ. ლარი შეადგინა. 2016 წელს ასევე გაიზარდა GOGC-ს საოპერაციო მოგებაც და 149.6 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 2015 წლის ანალოგიურ მონაცემზე 65,5%-ით მეტია. 2015 წელს კორპორაციის საოპერაციო მოგება 90,4 მლნ. ლარი იყო, ჯამური აქტივები კი12,6%-ით გაიზარდა და 1.6 მილიარდი ლარი შეადგინა. აგრეთვე გაიზარდა კორპორაციის ჯამური შემოსავალი და 2016 წელს მან 633,6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მონაცემებზე 27,9%-ით მეტია. 2015 წელს ეს ციფრი 495,4 მლნ. ლარი იყო.

საქართველოს რკინიგზის შემოსავალი 2016 წელს შემცირდა. წინა წელთან შედარებით, სახელმწიფო კომპანიის მთლიანი შემოსავლები 23%-ით შემცირდა, ტრანსპორტირების მოცულობა კი წლიურად 16%-ით შემცირდა. 2016 წელს, საქართველოს რკინიგზის მთლიანი შემოსავალი 440 მლნ ლარი იყო, 2015 წელს კი 575 მლნ ლარი. საქართველოს რკინიგზის წმინდა შემოსავლებმა 2016 წელს, 65,1 მლნ ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სახელმწიფო ელექტროსისტემას, სსე-ს და მისი შვილობილი კომპანიების შემოსავლები 2016 წელს 15%-ით გაიზარდა და 120.2 მლნ ლარი შეადგინა. წლის ბოლოსთვის, კომპანიის ანგარიშზე არსებული ნაღდი ფულის ოდენობა 25.3 მლნ-ს შეადგენდა. წლიური მოგება კი პროცენტის, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვამდე გაიზარდა 1.1-ჯერ და შეადგინა 73.6 მლნ ლარი.

2016 წელს, სს თელასის მოგება ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა. 2016 წელი კომპანიამ 38,8 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 6,5 მლნ ლარი იყო, 2014 წელს 27 მილიონი. 2013 წელი კომპანიამ 37,8 მლნ ლარის ზარალით დაასრულა, 2012 წელიკი 24 მილიონი ლარის მოგებით.

გარდა ამისა, საპარტნიორო ფონდის შემადგენლობაშია “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის” 100%-იანი წილი, „თბილისის ლოგისტიკური ცენტრი“, რუხის სავაჭრო ცენტრის 100%, „ბორჯომ ლიკანი ინტერნეიშენალის” 50% და სხვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზა და ნავთობისა და გაზის კორპორაცია წარმოადგენენ „საპარტნიორო ფონდის” საინვესტიციო საქმიანობის დაფინანსების მთავარ წყაროს.

Previous Post

სად არის სასტუმროს ყველაზე მაღალი ფასები საქართველოში

Next Post

2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზარდა

მაგდა დოლიძე

Next Post
2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზარდა

2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზარდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result