Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ბიზნესი

სამი უნარი ფრილანსერებისთვის $100,000-ზე მეტის გამოსამუშავებლად

by Salo Papalashvili
May 10, 2024
in ბიზნესი, ინტერნეტი, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ფინანსები, ყველა სიახლე
0
სამი უნარი ფრილანსერებისთვის $100,000-ზე მეტის გამოსამუშავებლად
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ცოტა ხნის წინ Fast Company-მ სტატია გამოაქვეყნა სათაურით: „ხელოვნური ინტელექტის წყალობით, ჩვენ ფრილანსერების ოქროს ეპოქაში ვართ“. სტატია ძირითადად ელიტარული მუშაკების მაღალპროდუქტიულ ინდივიდებად გადაქცევის თემაზე იყო ფოკუსირებული, განსაკუთრებით  – ტექნოლოგიური მიმართულებით. ეს პირები უმეტესად FAANG-ის (Facebook-ი, Apple-ი, Amazon-ი, Netflix-ი და Google-ი) ყოფილი თანამშრომლები არიან.

ტექნოლოგიურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის სწრაფად განვითარება და დანერგვა კი ფრილანსერების შესაძლებლობებსაც ზრდის. ერთი მხრივ, AI ფრილანსერებს პროდუქტიულობის გაუმჯობესებაში ეხმარება, მეორე მხრივ კი დამსაქმებლებისთვის აპლიკაციათა ფართო სპექტრის შეთავაზებაში. ე.წ. „ელიტარული ჯგუფი“, რომელიც ფრილანსერთა 2%-ს აერთიანებს, ძირითადად სხვადასხვა ვებგვერდსა და პლატფორმაზეა – Toptal-ი და A-Team-ი – წარმოდგენილი, თუმცა AI ახალ შესაძლებლობებს უხსნის სხვა ფრილანსერებს, განურჩევლად მათი „სტატუსისა“.

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული უნარების სოლიდური შემოსავლის წყაროდ გადაქცევა რომ შესაძლებელია, ეს უკვე დადასტურებული ფაქტია. Salary.com-ის შეფასებით, ამ უნარ-ჩვევებით, საშუალო ანაზღაურება $141 ათასიდან $220 ათასამდე მერყეობს. მაღალკვალიფიციური კადრების მოსაზიდად კი კომპანიათა ნაწილი უფრო მაღალი ანაზღაურების შეთავაზებებსაც არ უშინდება, ამ შემთხვევაში ხელფასი $900 ათასსაც კი აღწევს. მაგალითისთვის, მსგავსად მოიქცა Netflix-ი პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე.

თუმცა, ხელოვნური ინტელექტის ჭრილში განხილვისას, ამერიკული Forbes-ი ასახელებს სამ ძირითად უნარს, რომლებიც ფრილანსერებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ თუ სურთ, რომ 2024 წელს $100 ათასზე მეტი შემოსავალი მიიღონ. ინფორმაციისთვის, საშუალო ანაზღაურების დიაპაზონი და ხელფასებზე მონაცემები Salary.com-დან და ZipRecruiter-დანაა აღებული.

  1. პროდუქტის მენეჯმენტი

ZipRecruiter-ის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფრილანსერ პროდუქტების მენეჯერს საშუალოდ შეუძლია წელიწადში $159,405 გამოიმუშაოს. ამ სახის პროფესიონალებზე ძირითადად მოთხოვნა ტექნოლოგიური სტარტაპებისგან მოდის. ფრილანსერი პროდუქტის მენეჯერები გუნდს ბაზარზე შესატანად ახალი პროდუქტების იდეებს აწვდიან, ასევე უკვე არსებული პროდუქციის გასაახლებლად, რათა ბიზნესი რელევანტური დარჩეს მისი მომხმარებლისთვის. მთავარი რჩევა: საკუთარ თავზე მუშაობითა და პროდუქტის მენეჯმენტში AI-ის უნარების გამოყენებით, მეტად მოთხოვნადი კადრი გახდებით.

საშუალო ანაზღაურების დიაპაზონი ამ უნარისთვის: $51,500-დან $197,000-მდე.

  1. დიდი ენობრივი მოდელები (LLM), მონაცემთა მეცნიერება, გენერაციული AI

როგორც უკვე აღინიშნა, მოთხოვნა მაღალია, თუმცა AI-ის უნარების მქონე პროფესიონალები სამუშაო ბაზარზე ცოტანი არიან. მაგრამ სწორედ ამ მიმართულებით სჭირდება ბევრ, მცირე თუ საშუალო ზომის, კომპანიას ფრილანსერების დახმარება. თუ გაქვთ ინდუსტრიის სიღრმისეული ცოდნა და თან ფლობთ ისეთ უნარებს, როგორიცაა LLM-ი, მონაცემთა მეცნიერება და გენერაციული AI, თქვენ მიმართ ინტერესიც გაიზრდება.

საშუალო ანაზღაურების დიაპაზონი ამ უნარისთვის: $61,262-დან $220,126-მდე.

  1. პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგი

ფრილანსერებს, რომელთაც პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერად მუშაობის გამოცდილება აქვთ, შეუძლიათ სხვადასხვა საინტერესო პროექტს მოერგონ, IoT-იდან (ინტერნეტის ნივთები) დაწყებული, ელექტრონული კომერციის პლატფორმებითა და მობილური აპლიკაციებით დასრულებული.

საშუალო ანაზღაურების დიაპაზონი ამ უნარისთვის: $79,021-დან $110,088-მდე.

Previous Post

ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებს უკრაინის დასახმარებლად გამოიყენებს

Next Post

I კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ ვიზიტებისას 455.5 მლნ ლარი დაიხარჯა

Salo Papalashvili

Next Post
I კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ ვიზიტებისას 455.5 მლნ ლარი დაიხარჯა

I კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ ვიზიტებისას 455.5 მლნ ლარი დაიხარჯა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result