Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

სახლი თვალადში — პროექტი, რომელმაც Architizer A+Awards-ის კონკურსში გაიმარჯვა

by იზა გვარამაძე
September 24, 2025
in პარტნიორის კონტენტი, პრესრელიზი, სიახლეები, ყველა სიახლე
0
სახლი თვალადში — პროექტი, რომელმაც Architizer A+Awards-ის კონკურსში გაიმარჯვა

ფოტოს ავტორი: გრიგორი სოკოლინსკი

0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

NS- ის ისტორია 2013 წლიდან იწყება, როდესაც ნინი ჭანტურიასა და ლუკა ჩაგანავას მიერ დაარსებულმა სტუდიამ არქიტექტურაში მკვეთრად გამოხატული, ავთენტიკური ენისა და ხელწერის დამკვიდრება დაისახა მიზნად.

სტატიის ავტორი: მეკო მეტრეველი

ჩვენ გვჯერა, რომ სრულყოფილი პროექტის მისაღებად აუცილებელია თითოეული ნამუშევრით კონკრეტული შინაარსის გადმოცემა, კონტექსტის სწორად გაგება და გარემოსთან კავშირის დამყარება, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია ფუნქციონალური, ინდივიდუალური პროდუქტის შექმნა, რომელიც საინტერესოა როგორც პროფესიონალისთვის, ისე დამკვეთისა თუ  მნახველისთვის.

ფოტოს ავტორი: დავით ჭალიძე

NS STUDIO-ს მრავალწლიანი გამოცდილება არაერთ მცირე თუ დიდი მასშტაბის მრავალფეროვან არქიტექტურულ და დიზაინ-პროექტს აერთიანებს: კერძო და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს, სამუშაო სივრცეებს, სასტუმროებს, სამედიცინო, ურბანული და შერეული ფუნქციის მქონე პროექტებს, ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინს — NS product-ის ხაზს, რომელიც მოგვიანებით, 2022 წელს შევქმენით. პროდუქტის მიმართულება სტუდიის ფილოსოფიას, ხედვასა და ესთეტიკას იმეორებს და ინოვაციური, ინდივიდუალური ხელწერის მქონე ავეჯისა და სხვადასხვა საინტერესო ფუნქციური ელემენტის კოლექციას აერთიანებს.

მიუხედავად არაერთი განსხვავებული პროექტისა, ვფიქრობთ, ყველა მათგანს ერთიანი სტილისტიკა, ფორმებისა და მოცულობების სიმარტივე, ბუნებრივი, გარემოსთან მისადაგებული მასალების სიმრავლე და აქცენტირებული ფერები გამოარჩევს. ამიტომ თითოეული ნამუშევარი მეტყველი და საერთო ხელწერის მატარებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ჩვენი ორი ოფისი თბილისსა და ქუთაისშია განთავსებული.

ცოტა ხნის წინ კი კომპანიას ახალი მიმართულება — NSLAB დაემატა, რომელიც კვლევითი სტუდიაა და ლანდშაფტის, არქიტექტურის და ურბანული გარემოს ურთიერთკავშირს იკვლევს. ეს არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც ნიჭიერი ახალგაზრდების, ჩვენი მომავალი გუნდის წევრების მომზადებისა და სწავლებისთვისაა შექმნილი. NSLAB-ის მეშვეობით სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ რეალურ, მიმდინარე პროექტებზე, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და შეიძინონ უნარები, რომლებიც არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში წარმატებული კარიერისთვისაა აუცილებელი.

გარდა იმისა, რომ ჩვენი ხედვა მიმართულია ქართული არქიტექტურული ბაზრის განვითარებისკენ, ყოველთვის გვსურდა გლობალურ ასპარეზზე გასვლა და საერთაშორისო აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა, რაც, ვფიქრობთ, წარმატებით მოვახერხეთ ჩვენი ერთ-ერთი  ბოლოდროინდელი პროექტის — “საცხოვრებელი სახლი თვალადში” — მაგალითზე.

ფოტოების ავტორი: გრიგორი სოკოლინსკი

თვალადის სახლმა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პლატფორმების ყურადღება მალევე მიიპყრო და არაერთი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის, ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და საამაყო Architizer A+Awards-ის პრიზი, სადაც პროექტმა კერძო სახლის კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. ეს ჯილდო ჩვენთვის მრავალწლიანი გამოცდილების, ცოდნის, ესთეტიკური ხედვის ერთგვარი აღიარება და დაფასებაა, რაც უფრო დიდი მოტივაციის მომცემია პროფესიული ზრდის გზაზე.

ფოტოების ავტორი: გრიგორი სოკოლინსკი

საერთაშორისო არქიტექტურული პლატფორმა — Architizer ჩვენს სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, მრავალპროფილური სივრცეა, რომელიც თანამედროვე არქიტექტურისა და დიზაინის განვითარებას, მის პოპულარიზაციას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, პროფესიონალთა დაკავშირებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს. Architizer-ის ორგანიზებით ყოველწლიურად მასშტაბური არქიტექტურული კონკურსი — Architizer A+Awards ტარდება, რომელიც არქიტექტორებს, დიზაინერებს, პროდუქტის დიზაინერებს, ურბანისტებს და დეველოპერებს საშუალებას აძლევს საკუთარი ნამუშევრები მსოფლიო აუდიტორიას წარუდგინონ და საერთაშორისო ყურადღება დაიმსახურონ.

კონკურსი ასზე მეტ კატეგორიას მოიცავს და ისეთ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა: კერძო და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, კომერციული, სპორტული, კულტურული ობიექტები, საზოგადოებრივი შენობები, ინტერიერისა თუ პროდუქტის დიზაინი, ლანდშაფტის დიზაინი და ურბანული დაგეგმარება. გამარჯვებული კი ერთი მხრივ პროფესიონალი ჟიურის შეფასებით, მეორე მხრივ კი ონლაინ ხმის მიცემის გზით ვლინდება.

ფოტოების ავტორი: გრიგორი სოკოლინსკი

Architizer A+Awards-ის კერძო სახლის კატეგორიაში გამარჯვებულმა თვალადში მდებარე სახლმა საერთაშორისო ყურადღება გარემოსთან იდეალურად შერწყმული არქიტექტურით, ადგილობრივი ტრადიციებისა და თანამედროვე მოთხოვნების საინტერესო სინთეზით, კონტრასტისა და ბალანსის კომბინაციით მიიპყრო, რაც, ვფიქრობთ, არა მხოლოდ NS STUDIO-თვის, არამედ ქართული არქიტექტურული სფეროს წარმოჩენისა და აღიარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

პროექტზე მუშაობისას ჩვენი მიზანი გარემოსა და კონტექსტის გათვალისწინება, ლანდშაფტთან ჰარმონიაში მყოფი ბუნებრივი, მყუდრო და მშვიდი სივრცის შექმნა იყო, რომელიც ოჯახური შეკრებებისა თუ აქტიური დასვენებისთვის ყველა საჭირო პირობას უზრუნველყოფდა. ამიტომ ჩვენი ხედვა ისტორიული და თანამედროვე არქიტექტურის გაერთიანებას, ბუნებრივი მასალებისა და დღის შუქის აქტიურ გამოყენებას ეფუძნებოდა.

ფოტოების ავტორი: გრიგორი სოკოლინსკი

ერთსართულიანი სტრუქტურა ქვისა და ხის კონსტრუქციებისგან შედგება, რაც ერთი მხრივ პროექტის არქიტექტურულ სისადავეს უსვამს ხაზს, მეორე მხრივ კი ინტერიერში თბილი და ბუნებრივი გარემოს შექმნას უწყობს ხელს. ამასთან, არქიტექტურული მოცულობა სრულად ერწყმის ტერიტორიის პანორამულ ხედებს და გარემოს განწყობას ეხმიანება.

ერთი შეხედვით არასტანდარტული საცხოვრებელი სივრცე ტერიტორიის შემაღლებულ ნაწილზეა განთავსებული, ხოლო მის პერპენდიკულარულად ნახევრად მიწაში შეჭრილი მარანია მოწყობილი, რომელზეც მთავარი შენობის არქიტექტურული ესთეტიკა მეორდება და შედეგად პროექტი კომპოზიციურად იკვრება.

ფასადის ხის სტრუქტურაზე მოწყობილი დიდი ზომის ვიტრაჟები ინტერიერის ნაწილად იქცევა და გამჭვირვალე სივრცეს განაპირობებს, რომელიც სიმსუბუქეს მატებს გარემოს და ექსტერიერისა და ინტერიერის ერთიანობას უწყობს ხელს.

სახლის შიდა ზონა მკაცრი და ნაზი ელემენტების სინთეზით ხასიათდება, რაც იდეალურ ბალანსს უზრუნველყოფს. არქიტექტურაში ბუნებრივი მასალების სიუხვემ ინტერიერის იერსახე თავისთავად განსაზღვრა, ამიტომ ის დამატებითი ფუნქციური ელემენტებით მინიმალურად დაიტვირთა. გარე და შიდა სივრცეებს შორის კავშირის ხაზგასასმელად ბუნებრივი ხისა და ქვის მასალა, მეტალისა და ტყავის ელემენტებია გამოყენებული, ხოლო იატაკი მუქი ნაცრისფერი ფიქლით არის მოპირკეთებული. მუქი ტონების შემოტანით შექმნილია საინტერესო კონტრასტი და სასიამოვნო ატმოსფერო, რომელშიც ერთდროულად სიძველე, ტრადიცია, სიახლე და თანამედროვეობაა გამოხატული.

ფოტოების ავტორი: გრიგორი სოკოლინსკი

აღსანიშნავია ისიც, რომ სახლში გეგმარებითი თვალსაზრისით გათვალისწინებულია როგორც აქტიური, ისე მოსასვენებელი ზონები, რომლებიც ერთმანეთს ორგანულად უკავშირდება. მაგალითად, საცხოვრებლის შესასვლელიდან მარცხნივ განთავსებულია შემინული ტიხრით გამოყოფილი სამზარეულო, ხოლო მარჯვნივ საძილე ზონა, რომლის თავზე მოეწყო ანტრესოლი სხვადასხვა ტიპის გასართობი აქტოვობებისთვის.. დიდი სასადილო ზონა და სამი საფეხურით ჩაწეული მოსასვენებელი კუთხე ერთმანეთს ბუნებრივად ებმება, ხოლო ეზოს მხარეს მოწყობილი გრძივი, გადახურული აივანი და მცირე ზომის აუზი მცხოვრებლებისთვის მოდუნებისა და განტვირთვის იდეალურ სივრცეს წარმოადგენს.

ფოტოების ავტორი: გრიგორი სოკოლინსკი

თვალადში მდებარე სახლი, რომელიც ერთი მხრივ წარსულში გამოგზაურებს, მეორე მხრივ კი აწმყოსთან კავშირს არ წყვეტს, თითქოს იდუმალ, ჰარმონიულ გარემოს ქმნის, რომელიც წლის ნებისმიერ დროს სახასიათო იერითა და განწყობით იქცევს მნახველის ყურადღებას. აღფრთოვანება, რომელიც ადამიანს არქიტექტურის დანახვისას ეუფლება, შიდა სივრცეში მყუდრო, თბილ, მშვიდ ემოციად გარდაიქმნება და მცხოვრებლებს დასვენების, ბუნებასთან დაახლოების საშუალებას აძლევს. ამასთან, თითოეული ელემენტი ერთმანეთთან არის შერწყმული და ყველა დეტალს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი, რის გამოც ადამიანს წონასწორობისა და წესრიგის განცდა ეუფლება და არქიტექტურასთან კავშირით სიამოვნებას შეიგრძნობს. ამგვარად, გარემოსთან სიმბიოზით და ბალანსის დაცვით ყალიბდება ჰარმონიული არქიტექტურული მთლიანობა, რომელიც მეტყველი, ავთენტიკური და სრულყოფილია.

Previous Post

Gucci-მ მილანის მოდის კვირეულზე დემნას კოლექცია ფილმის ფორმატში წარადგინა

Next Post

სუს-მა 4.1 მლნ ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 5 ადამიანი დააკვა

იზა გვარამაძე

Next Post
სუს-მა 4.1 მლნ ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 5 ადამიანი დააკვა

სუს-მა 4.1 მლნ ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 5 ადამიანი დააკვა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result