Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home პროფილი მენეჯერები

საიმედო პარტნიორი | ინტერვიუ გიორგი არჩვაძესთან

by Davit Tsiramua
July 7, 2021
in მენეჯერები, მენეჯმენტი, პროფილი
0
საიმედო  პარტნიორი | ინტერვიუ გიორგი არჩვაძესთან
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი საქართველოში ორი წელია, ოპერირებს. კლინიკა რეპროდუქციულ მედიცინაში დიდი გამოცდილების მქონე ექიმებითაა დაკომპლექტებული, რომელთა მომსახურებასაც უკვე ასობით მომხმარებელი იღებს. გთავაზობთ ინტერვიუს GGRC-ის გუნდის ხელმძღვანელ გიორგი არჩვაძესთან, რომელიც გვიყვება, თუ რა მიდგომებია ეფექტიანი კლინიკის მართვისთვის გუნდურობის პრინციპის დაცვით.

ბატონო გიორგი, თქვენ სამედიცინო მენეჯმენტის მიმართულებით 13-წლიანი გამოცდილება გაქვთ, არაერთ კლინიკაში ხელმძღვანელ პოზიციაზე გიმუშავიათ. როგორი ბიზნესია ჯანდაცვა?

სამედიცინო დაწესებულებაში კომპეტენტურად განახორციელო ყველა ის სერვისი, რასაც კლინიკა სთავაზობს პაციენტებს, მოახდინო სწორი ეკონომიკური ანალიზი და გამართო ორგანიზაციული მენეჯმენტი – კლინიკის ხელმძღვანელის პირდაპირი მოვალეობაა, სამედიცინო საქმიანობისთვის კი უპირობოდ მნიშვნელოვანია. და თუ ჯანდაცვის განვითარება გვინდა, აუცილებლად უნდა მივუდგეთ მას როგორც ბიზნესს, თუმცა ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ეს არაა ცალსახად ბიზნესი, ესაა საქმე, რომელსაც პირველ რიგში, ხარისხის კუთხით ვუდგები. თუკი ხელმძღვანელი ცდილობს, იზრუნოს ხარისხზე, თანამშრომლების კომფორტსა და პაციენტის კმაყოფილებაზე, აუცილებლად მიიღებს მაღალი ხარისხის სერვისს, რომელზეც მოთხოვნა ყოველთვის მაღალია, და, შესაბამისად, ბიზნესიც წარმატებული.

კი, უდავოდ, ჯანდაცვა და ბიზნესი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. ბიზნესის გარეშე ეს სფერო ვერ განვითარდება. საქართველოში დღეს კლინიკების 99% კერძოა და ეს კარგია. ჩვენი კლინიკის პროფილი – რეპროდუქცია და ხელოვნური განაყოფიერებაა, დღეისათვის ჩვენი მოსახლეობისთვის ეს ძალზე საჭირო სერვისია. ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, არაზუსტი სტატისტიკით ყოველი მერვე წყვილი ქვეყანაში უშვილოა, ამიტომ უმნიშვნელოვანესია დემოგრაფიული კუთხითაც. სამწუხაროდ, ამ მომსახურებით საქართველოს მოქალაქეები იშვიათად სარგებლობენ, რადგან ქართველ პაციენტს ამ თანხის გადახდის საშუალება არა აქვს. ამ სერვისს კი არც კერძო დაზღვევა და არც სახელმწიფო არ აფინანსებს. თუ ამ სფეროს, როგორც ბიზნესს შევხედავთ, ჩვენი ბიზნესის ძირითადი შემოსავლის წყარო უცხოელი პაციენტები არიან, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან და აქ თანხას იხდიან.

რა საერთო გამოწვევებს ხედავთ სამედიცინო მენეჯმენტის კუთხით ქვეყანაში?

პირველი და უმნიშვნელოვანესი – სწორი რეგულაციებია, და ის, რაც უკვე მოგახსენეთ, თანადაფინანსების პროგრამების აუცილებლობა. ჩვენი კლინიკა წელიწადში მინიმუმ 120-150 უცხოელ პაციენტს ემსახურება, თითოეული საშუალოდ 30,000 დოლარს იხდის, აქედან დაახლოებით ნახევარზე მეტს სუროგატი დედა იღებს, დანარჩენი კი კლინიკაში რჩება. საქართველოში დაახლოებით 12 რეპროდუქციული კლინიკაა, დიდი გამოცდილებით და მაღალი სერვისით, ისინი ათასობით უცხოელ პაციენტს ემსახურებიან ყოველწლიურად, ჯამში საუბარია რამდენიმე მილიარდ დოლარზე, რაც შეიძლება დაკარგოს ქვეყანამ ერთი არასწორი რეგულაციის გამო.

ჯანდაცვის სექტორისთვის ასევე გამოწვევაა კოვიდ-პანდემია და, რაც მთავარია, პროფესიონალური კადრების სიმცირე. არ გვაქვს ექიმების გადამზადების ცენტრები, ექიმი ხომ ყოველდღე უნდა იზრდებოდეს, სიახლეებს უნდა ეცნობოდეს და ვითარდებოდეს.

2019 წლიდან ქართულ­-­გერმანულ რეპროდუქციულ ცენტრს ხელმძღვანელობთ. რა ინოვაციურ მეთოდების იყენებთ მართვაში და რა მიდგომები შეიმუშავეთ ამ ორ წელიწადში?

მე არ ვარ პროფესიით ექიმი, ვარ იურისტი და პირველ რიგში, როდესაც რაღაც ნაბიჯს ვდგამ და გადაწყვეტილებას ვიღებ, ვცდილობ, მას პაციენტის თვალით შევხედო. ასევე ვცდილობ, თითოეულმა პაციენტმა მომსახურების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღოს, წინასწარ ყველა დეტალი იცოდეს და რისკებსაც აფასებდეს. მე და ჩვენს კლინიკურ დირექტორს, ქალბატონ ნინო მუსერიძეს ძალიან კარგი ტანდემი გვაქვს. ის პროფესიით ექიმია, მე – იურისტი და ჩვენ სინთეზურად ვუქმნით ჩვენს ექიმებსა და პაციენტებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს.

მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა სულ ორი წლისაა, ჩვენი გუნდის წევრები, მეც და ქალბატონი ნინოც ამ სფეროში ათეული წლებია, რაც ვმუშაობთ, ეს კლინიკა ჩვენთვის ოჯახია, სადაც ყველა ჩვენს რესურსს ვდებთ, გვაქვს ამბიცია, რომ რეპროდუქციულ მედიცინაში ჩვენი სიტყვა ვთქვათ. დიდი პროფესიული წარსულით, უკეთესის ძიების ხანგრძლივი გამოცდილებით, უახლესი მიდგომებითა და ტექნოლოგიით, ყველაზე თანამედროვე აპარატურით, საერთაშორისო კატეგორიის პროფესიონალთა გუნდით, გერმანული სიზუსტით და ქართული  კეთილგანწყობით ჩვენ მოვედით დღემდე, მოვედით ამბიციით, ვიყოთ ყველაზე საიმედო, ხარისხიანი და მოთხოვნადი სამედიცინო ცენტრი რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით.

დღეს საქართველოში ინოვაციებით ვერავის გააკვირვებ, ამიტომაც მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ პაციენტი მაქსიმალურად ინფორმირებული, ხოლო მისი უფლებები დაცული იყოს. სულ მალე კი ჩვენი კლინიკა ISO სერტიფიკატის მფლობელი გახდება, რაც ჩვენს კლინიკას კიდევ უფრო სანდოს და საიმედოს გახდის მომხმარებლისთვის.

ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია კოლეგების პროფესიული ზრდა, ამისათვის ხშირად ვატარებთ შიდა სამეცნიერო კონფერენციებს, ვესწრებით საერთაშორისო სემინარებს, რეგიონის ექიმებს ვუტარებთ ტრენინგებსა და ვორკშოპებს.

და ის, რაც სხვა კლინიკებისგან გამოგვარჩევს, ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობაა. ჩვენი საქმიანობის სლოგანია – „ერთად სიცოცხლის დასაწყისისთვის“, ამ მისიის შესასრულებლად კლინიკის ბაზაზე არსებობს ფონდი, რომელიც დაბალი შემოსავლის მქონე უშვილო წყვილებს თანადაფინანსების სახით გარკვეულ სამედიცინო სერვისს უფინანსებს. სწორედ ფონდის თანადაფინანსებით უკვე 57 ახალი სიცოცხლე მოევლინა ჩვენს ქვეყანას.

როგორც იურისტი, როგორ ფიქრობთ, ზოგადად, სუროგაციისა და დონაციის კუთხით საქართველოში კანონმდებლობა გამართულია?

სუროგაციის მიმართულებით საქართველოს ძალიან კარგი კანონმდებლობა აქვს. ყველას – მშობლის, დონორის, სუროგატი დედის უფლებები მაქსიმალურად არის დაცული. ამიტომაც ჩამოდის უცხოელი საქართველოში. ამიტომაცაა საჭირო ნორმალური რეგულაციები – ყველა დეტალი სწორად და სამართლიანად უნდა იყოს დარეგულირებული.

გარდა კარგი კანონმდებლობისა, რატომ არჩევენ უცხოელები ამ სერვისის საქართველოში მიღებას?

ჩვენ უცხოელს ვთავაზობთ ევროპულ მომსახურებას ქართული ფასებით. ამიტომაც ირჩევენ ისინი საქართველოს. ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტი უცხოელი პაციენტი ჩინეთიდანაა. ჩინეთში მეორე ბავშვის გაჩენაზე ადრე იყო შეზღუდვა, შემდეგ მოხსნეს. ახლა კი შვილის გაჩენის მსურველ ბევრ ჩინელს, ასაკის გამო, ხელოვნური განაყოფიერება სჭირდება. უცხოელი პაციენტების რაოდენობით მეორე ადგილზე ისრაელია.

მოგეხსენებათ, კანონით ბევრ ქვეყანაში სუროგაცია/დონაცია აკრძალულია, მათ შორის – ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. ამერიკაში ამ მხრივ ყველაფერი დაშვებულია, მაგრამ ამ ქვეყანაში მინიმუმ 150 000 დოლარი ჯდება ეს მომსახურება, მაშინ როდესაც ჩვენთან მაქსიმუმ 40 000 დოლარი ღირს. ასე რომ, საქართველოში ამ სერვისების მისაღებად ევროპიდან, ამერიკიდან, ავსტრალიიდანაც კი ჩამოდიან და ენდობიან ქართულ მედიცინას.

რომელია ჩვენი კონკურენტი ქვეყნები ამ მხრივ?

ძირითადად რუსეთი და უკრაინა. ფასები ამ ქვეყნებში დაახლოებით იგივეა, რაც საქართველოში. რუსეთს მასშტაბები დიდი აქვს, მაგრამ იქ უცხოელებისთვის სუროგაციის დონაციის აკრძალვაზე საუბარი უკვე დაიწყო. ასე თუ მოხდა, მაშინ ჩვენთან უფრო მეტი უცხოელი ჩამოვა. ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი შემოსავლის წყაროა. სამედიცინო სერვისში გადახდილი თანხის გარდა, უცხოელი აქ ყოფნის პერიოდში ხარჯავს გარკვეულ თანხას, ასევე, ეს სერვისი მოქალაქეზეც აისახება, ამ შემთხვევაში სუროგატი დედის ანაზღაურება მაქვს მხედველობაში. კლინიკის შემოსავალი ქვეყნის ბიუჯეტზეც აისახება გადასახადების კუთხით, ასე რომ, ეს სფერო მრავალმხრივ მომგებიანია ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის.

რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ უახლოეს მომავალში GGRC-ის სერვისების გასაუმჯობესებლად?

გეგმაში გვაქვს გაფართოება. კოვიდპანდემიამ შეგვიშალა ხელი, თუმცა ზრდას ვაგრძელებთ. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ დამატებით შენობის ყიდვას. წლის ბოლომდე გვექნება ახალი ფლიგელი, სადაც დავამატებთ პროფილებსაც. ახლა გვაქვს მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერება და გინეკოლოგია. ვგეგმავთ სტომატოლოგიის, ქირურგიისა და პლასტიკური ქირურგიის დამატებას ანუ იმ სერვისების, რაზეც სამედიცინო ტურიზმის კუთხით მოთხოვნაა. ამჟამად ჩვენს ცენტრში 50-მდე ადამიანია დასაქმებული, გაფართოებასთან ერთად ეს რიცხვიც გაიზრდება.

გარდა ამისა, რაც აუცილებლად მინდა, რომ გავაკეთოთ, ეს არის ექიმების სასწავლო ცენტრი. ესეც ამ წლის გეგმაა. ამ ცენტრის მეშვეობით საქართველოში შესაძლებელი გახდება გინეკოლოგების, ემბრიოლოგებისა და რეპროდუქტოლოგების გადამზადება. ჩვენი ექიმებისთვის ტრენინგების ჩასატარებლად პროფესიონალებს უცხოეთიდან ჩამოვიყვანთ. მოგეხსენებათ, საქართველოდან უცხოეთში ბევრი მიდის გადამზადებისთვის, ჩვენ ვეცდებით, იქიდან ჩამოვიყვანოთ სპეციალისტები და ჩვენი სამედიცინო პერსონალი აქ გადავამზადოთ.

პირველი საერთაშორისო კონფერენცია და ვორკშოპი უკვე ჩავატარეთ, რომელმაც მაღალი შეფასება დაიმსახურა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან და კოლეგებისგან.

ვმუშაობთ და მალე გამოვუშვებთ სამედიცინო ჟურნალს, რომელიც სამეცნიერო საქმიანობით დაინტერესებულ კოლეგებს დიდ სამსახურს გაუწევს.

ზოგადად მე და ჩემი გუნდი ორიენტირებული ვართ და გვაქვს ამბიცია, რომ განვვითარდეთ და დავეხმაროთ განვითარებაში ქართველ ექიმებს, სტუდენტებს, კოლეგებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა ხელი შევუწყოთ რეპროდუქციული მედიცინის აყვავებას ჩვენს ქვეყანაში, სადაც უცხოელი კოლეგები სიახლისა და ინოვაციის არა მხოლოდ დასანერგად, არამედ შესასწავლადაც ჩამოვლენ. ამის ინტელექტუალური რესურსი ჩვენ, ქართველებს, ნამდვილად გვაქვს და თუ შევძლებთ საქმისადმი გუნდურობის კულტურით მიდგომას და დიდი, საერთო მიზნებისკენ ერთად სიარულს, ყველაფერი გამოგვივა.

ფოტოები: ნიკა ფანიაშვილი / Forbes Georgia

Previous Post

ვასილ ხოდელი: „კონკურენცია საკმაოდ დიდია“

Next Post

Facebook-ი თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის შესაძლებლობას პანდემიის შემდეგაც მისცემს

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
Facebook-ი თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის შესაძლებლობას პანდემიის შემდეგაც მისცემს

Facebook-ი თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის შესაძლებლობას პანდემიის შემდეგაც მისცემს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result