Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ბიზნესი

საიდან არიან ამერიკელი იმიგრანტი მილიარდერები?

by იზა გვარამაძე
August 12, 2025
in ბიზნესი, მილიარდერები, მსოფლიო, რეიტინგი, ტექნოლოგიები, ფინანსები, ყველა სიახლე
0
საიდან არიან ამერიკელი იმიგრანტი მილიარდერები?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მრავალი წელია, ამერიკა მთელი მსოფლიოდან ამბიციურ დამფუძნებლებს, ფინანსისტებსა თუ მეწარმეებს იზიდავს. მათმა ნაწილმა აშშ-ში მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა შეძლო და დიდი ქონებაც დააგროვა.

Forbes Real-Time Billionaires-ის სიაზე დაყრდნობით, რეიტინგში შემავალი 125 ამერიკელი იმიგრანტი მილიარდერი 40-ზე მეტი ქვეყნიდან არის წარმოშობით. მათ შორის სიაში ინდოეთი, ტაივანი და ისრაელი ლიდერობს. ეს ეკონომიკები ღრმა ტექნიკური ნიჭის რესურსებს, ძლიერ დიასპორულ ქსელებსა და აშშ-ის საწარმოო და კაპიტალის ბაზრებთან მჭიდრო კავშირებს აერთიანებს. ამ ქვეყნებიდან წასულმა დამფუძნებლებმა თუ აღმასრულებელმა დირექტორებმა პროგრამული უზრუნველყოფის, ნახევარგამტარების, კიბერუსაფრთხოებისა და ვაჭრობის სფეროებში უზარმაზარი წარმომადგენლობა შექმნეს.

აღსანიშნავია, რომ ამ სიაში ევროპის 8 ქვეყნიდან წასული 32 იმიგრანტი მილიარდერია, მათ შორის გერმანიდან – 6, საფრანგეთიდან – 5, უნგრეთიდან – 4, დიდი ბრიტანეთიდან – 4 და უკრაინიდან – 4. რუსეთი, საბერძნეთი და იტალია აშშ-ში 3-3 მილიარდერი იმიგრანტით არიან წარმოდგენილნი, რაც რეგიონის წილს ავსებს. ეს განაწილება თითქმის ემთხვევა აზიის მაჩვენებელს, თუმცა უფრო მეტ ქვეყანაზეა განაწილებული.

ჩამონათვალში კანადიდან 9, ხოლო ჩინეთიდან 8 მილიარდერია. ამ ქვეყნებს ამერიკისა და აზიის წილზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, აშშ-ში ისრაელიდან 11 იმიგრანტი მილიარდერია, ირანიდან – 6, ლიბანიდან – 2 და თურქეთიდან – ასევე 2.

გარდა ამისა, აშშ-ში აფრიკული წარმოშობის 4 მილიარდერია (ნიგერიიდან და სამხრეთ აფრიკიდან, თითოეულის შემთხვევაში 2-2), ამას ემატება ავსტრალია – ოკეანეთიდან 2 მილიარდერით. აღსანიშნავია, რომ სიაში შემავალ 22 ქვეყანას აშშ-ში თითო-თითო მილიარდერი ჰყავს.

ამერიკელ იმიგრანტ მილიარდერებს შორისაა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, რომელიც ამჟამად 418.5 მილიარდი აშშ დოლარის ქონებას ფლობს. მასკი წარმოშობით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდანაა, 2002 წელს კი შეერთებული შტატების მოქალაქეობაც მიიღო.

იმიგრანტებს შორის კიდევ ერთი ცნობილი მილიარდერია ჯენსენ ჰუანგი, რომელიც მოცემული დროისთვის Forbes-ის რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებს. ჰუანგი, რომელიც წარმოშობით ტაივანიდან არის, $158.4 მილიარდად შეფასებულ ქონებას ფლობს.

ქვეყანა რეგიონი მიგრანტი მილიარდერები
ინდოეთი აზია 12
ტაივანი აზია 11
ისრაელი ახლო აღმოსავლეთი 11
კანადა ჩრდ. ამერიკა 9
ჩინეთი აზია 8
გერმანია ევროპა 6
ირანი ახლო აღმოსავლეთი 6
საფრანგეთი ევროპა 5
უნგრეთი ევროპა 4
გაერთიანებული სამეფო ევროპა 4
უკრაინა ევროპა 4
რუსეთი ევროპა 3
საბერძნეთი ევროპა 3
იტალია ევროპა 3
ავსტრალია ოკეანია 2
ლიბანი ახლო აღმოსავლეთი 2
მექსიკა ჩრდ. ამერიკა 2
ნიგერია აფრიკა 2
სამხრეთი აფრიკა აფრიკა 2
სამხრეთი კორეა აზია 2
თურქეთი ახლო აღმოსავლეთი 2
სხვა — 22
Previous Post

კალასის თქმით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს მოამზადებს

Next Post

დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდია განათავსა

იზა გვარამაძე

Next Post
დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდია განათავსა

დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდია განათავსა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result