Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ბიზნესი

რუსეთმა სანქციების ეფექტისაგან თავის ასარიდებლად შესაძლოა კრიპტოვალუტები გამოიყენოს

by Davit Tsiramua
April 13, 2022
in ბიზნესი, მსოფლიო, პოლიტიკა, რეგიონი, ტექნოლოგიები, ფინანსები, ფინანსები, ყველა სიახლე
0
რუსეთმა სანქციების ეფექტისაგან თავის ასარიდებლად შესაძლოა კრიპტოვალუტები გამოიყენოს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს უძლიერესი ეკონომიკების მქონე სახელმწიფოები რუსეთს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ სანქციებს ყოველდღიურად უწესებენ, ბევრი ექსპერტი საუბრობს იმის შესახებ, რომ ვლადიმირ პუტინმა სანქციების ეფექტისაგან თავის ასარიდებლად შესაძლოა კრიპტოინდუსტრიის გამოყენება გადაწყვიტოს.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ალბათობით ყველა მსხვილი კრიპტოსავაჭრო პლატფორმა რუსულ უწყებებთან თანამშრომლობაზე უარს იტყვის, მაინც არსებობს იმის ალბათობა, რომ ზოგიერთი მათგანი თანამშრომლობას დასთანხმდება.

შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ენერგორესურსებით მდიდარი რუსეთისათვის ყველაზე მიმზიდველი გზა კრიპტოინდუსტრიაში სრულად შესაბიჯებლად კრიპტომაინინგი იქნება. მართალია, მაინინგი უკვე საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს ციმბირის რეგიონში, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის კიდევ უფრო დიდი დატვირთვით ამოქმედდება. შეგახსენებთ, რომ მაინინგით გამომუშავებული ციფრული აქტივების სხვა ვალუტაში გადაცვლა შესაძლებელია.

აღნიშნული სცენარი განსაკუთრებით სარწმუნოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობს. ყველას კარგად მოეხსენება, რომ სანქციებისაგან სასტიკად დასუსტებული ირანის ეკონომიკა წნეხის შემცირებას სწორად მსგავსი აქტივობებით ცდილობს.

ბევრი ანალიტიკოსი აღნიშნულ შესაძლებლობას ასე „ოპტიმისტურად“ არ უყურებს. მათი მოსაზრებით, 1.4 ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობის საბანკო სექტორი მხოლოდ კრიპტოაქტივებით ვერ იცოცხლებს. თანაც თუ გავითვალისწინებთ ზემოთ აღნიშნული ირანისა და ჩრდილოეთ კორეის გამოცდილებას, მათ მიერ გამომუშავებული კრიპტოვალუტების ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. შესაბამისად, აღნიშნული ოდენობის თანხა სხვადასხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად ძალიან ცოტაა.

თუმცა შესაძლოა, კრიპტოინდუსტრია შვება იყოს ცალკეული ინდივიდებისათვის. სანქცირებული ოლიგარქები და ბიზნესმენები ამ გზით მცირედით მაინც აინაზღაურებენ დაკარგულ მილიარდებს. შესაბამისად, ვლადიმირ პუტინმა ამ გადაწყვეტილებით, შესაძლოა, მასზე გაბრაზებულ ოლიგარქთა რიცხვი მცირედით, თუმცა მაინც შეამციროს.

პროგნოზების გაკეთება ასეთ ვითარებაში ძალიან რთულია. ფაქტი ერთია, სანქციები რუსეთის ეკონომიკას დიდ ზიანს აყენებს, ამიტომ პუტინს გამოსავალზე ფიქრი სულ უფრო მეტად უწევს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რუსეთის პრეზიდენტი კრიპტოინდუსტრიასთან დამეგობრების მიმართულებით. შემდეგ  შეფასებების გაკეთებაც უფრო მარტივი იქნება.

Previous Post

არსებობს შანსი 1979 წლის ნავთობის ბაზრის ქაოსი განმეორდეს?

Next Post

სპორტული ასოციაციების ჩამონათვალი, რომლებმაც რუსეთს შეზღუდვები დაუწესეს

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
სპორტული ასოციაციების ჩამონათვალი, რომლებმაც რუსეთს შეზღუდვები დაუწესეს

სპორტული ასოციაციების ჩამონათვალი, რომლებმაც რუსეთს შეზღუდვები დაუწესეს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result