2017 წელს რუსეთის ექსპორტმა 357 მილიარდი დოლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელთან შედარებით რუსეთის ექსპორტი 25%-ით გაიზარდა, 2013 წლის მაჩვენებელს 32%-ით ჩამორჩება.
რუსეთის ექსპორტის 54% ევროპის ქვეყნებში, 37% აზიის ქვეყნებში, 4% აფრიკის ქვეყნებში, ხოლო 3.6% ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში გადის.
რუსეთის უმსხვილეს (ტოპ) 10 საექსპორტო პროდუქციაზე მთლიანი ექსპორტის 70% მოდის. ექსპორტში პირველ ადგილზე საწვავია (ნავთობი, ბენზინი, გაზი, ქვანახშირი და სხვა). 2017 წელს საწვავის ექსპორტმა 173.3 მილირადი დოალრი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 48.5%-ია. მეორე ადგილზე რკინის და ფოლადის ექსპორტია 18.8 მილიარდი დოლარით. მესამეზე ძვრიფასი ლითონების და ქვების ექსპორტია 11 მილიარდი დოლარით.
ცხრილი: რუსეთის ტოპ-10 საექსპორტო პროდუქცია 2017 წელს
|
|
პროდუქცია |
მილიარდი დოლარი |
წილი მთლიან ექსპორტში |
|
1 |
საწვავი |
173.3 |
48.5% |
|
2 |
რკინა, ფოლადი |
18.8 |
5.3% |
|
3 |
ძვირფასი ლითონები და ქვები |
11 |
3.1% |
|
4 |
მანქანები კომპიუტერების ჩათვლით |
8.5 |
2.4% |
|
5 |
მერქანი |
7.9 |
2.2% |
|
6 |
მარცვლეული |
7.5 |
2.1% |
|
7 |
მინერალური სასუქები |
7.2 |
2.0% |
|
8 |
ალუმინი |
6.7 |
1.9% |
|
9 |
სპილენძი |
4.7 |
1.3% |
|
10 |
ელექტრო ტექნიკა |
4.3 |
1.2% |
წყარო: International Trade Centre












