Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე მსოფლიო

რუსეთის მტერი და მეგობარი სახელმწიფოები

by Salo Papalashvili
June 26, 2023
in მსოფლიო, პოლიტიკა, რეგიონი, ყველა სიახლე
0
რუსეთის მტერი და მეგობარი სახელმწიფოები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

რუსეთის მოქალაქეებში სხვა სახელმწიფოების მიმართ მტრული და მეგობრული დამოკიდებულება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა. თუმცა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, „ლევადა ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვით თუ ვიმსჯელებთ, თავად უკრაინას რუსეთის მთავარ მტრად ომის დაწყების შემდეგ უფრო ნაკლები რუსი მიიჩნევს, ვიდრე ეს ორი წლის წინ ხდებოდა.

რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „ლევადა ცენტრის“ მონაცემებით, უკრაინამ, რომელიც 2021 წლის გამოკითხვით, რუსეთის მოქალაქეების მიერ მათი ქვეყნის მეორე ყველაზე დიდ მტრად განიხილებოდა, 2023 წელს მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა, სანაცვლოდ, რუსეთის მტრების ხუთეულში  მისი მხარდამჭერები დაწინაურდნენ. რუსეთის ყველაზე დიდი მტრების დასახელებისას, ორი წლის წინ უკრაინას რუსების 40% ასახელებდა წელს კი მათი პროცენტული რაოდენობა 26%-მდე შემცირდა.

„ლევადას“ გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, რუსეთის ოფიციალური პოზიციები და მათი მოქალაქეების დამოკიდებულება ძირითად ნაწილში თანხვდენილია. განსაკუთრებით ნეგატიურად რუსეთში უკრაინის მხარდამჭერ ქვეყნებს აღიქვამენ, რომელთა შორისაც პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია. აშშ-ის შემდგომ მოდის გაერთიანებული სამეფო, გერმანია და პოლონეთი. შეერთებულ შტატებს მტრად რუსების 72% ასახელებს, 8%-ით მეტი, ვიდრე ორი წლის წინ. ჩამოთვლილი სახელმწიფოების მიმართ რუსების ნეგატიური დამოკიდებულება უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით დიდი ზრდა კი, თითქმის 32 პროცენტული პუნქტით, რუსეთის ყოფილი მოკავშირე  გერმანიის მისამართით დაფიქსირდა.

საპირისპირო სურათია რუსეთის უდიდეს მოკავშირეებთან მიმართებით. ბოლო ორი წლის განმავლობაში, მეგობარ სახელმწიფოთა რიგებში ბელარუსი, ჩინეთი და ინდოეთი 18-დან 20 პროცენტული პუნქტით დაწინაურდნენ, მაშინ როდესაც ყაზახეთმა – რომელიც უკრაინის ომის მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი – რუსებში მოწონება გარკვეულწილად დაკარგა.

თუმცა კვლევაში დაფიქსირებულ დამოკიდებულებას რომელიმე ქვეყნისადმი მოქალაქეების უმრავლესობა ყოველთვის არ იზიარებს. მაგალითად, შეერთებულ შტატებსა და ბელარუსთან მიმართებით, მოსახლეობა უფრო ერთიანია – შესაბამისად, რუსების დიდი ნაწილი აღიქვამს ბელარუსს – მეგობარ, ხოლო შტატებს მტერ სახელმწიფოდ. თუმცა მსგავს ერთიანობას რუსები ვერ ინარჩუნებენ მეორე უდიდესი მტერი და მეგობარი სახელმწიფოს დასახელებისას – შედეგად, რუსთა მხოლოდ 51% ემხრობა მოსაზრებას, რომ გაერთიანებული სამეფო მათი ერთ-ერთი უდიდესი მტერი სახელმწიფოა, ჩინეთს კი, მათი ქვეყნის მეორე უდიდეს მოკავშირედ, მხოლოდ 58% ასახელებს.

ცნობისთვის, „ლევადა ცენტრის“ კვლევა 2023 წლის მაისში, 1,603 რუსი ზრდასრულის გამოკითხვის საფუძველზეა შედგენილი. კვლევის მონაწილეებს სთხოვეს, დაესახელებინათ მაქსიმუმ ხუთი სახელმწიფო, რომელთაც რუსეთის მოკავშირედ და მეგობრად მიიჩნევენ.

რუსეთის მტერი სახელმწიფოების ხუთეული:

  1. ამერიკის შეერთებული შტატები – 72% (2021 წელს 64%)
  2. გაერთიანებული სამეფო – 51% (28%)
  3. გერმანია – 48% (16%)
  4. პოლონეთი – 42% (21%)
  5. უკრაინა – 26% (40%)

რუსეთის მეგობარი სახელმწიფოების ხუთეული:

  1. ბელარუსი – 77% (58%)
  2. ჩინეთი – 58% (38%)
  3. ინდოეთი – 31% (13%)
  4. ყაზახეთი – 26% (34%)
  5. სომხეთი – 16% (16%)
Previous Post

როგორ გამოიმუშავებს ფულს რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“?

Next Post

Carlsberg-მა რუსეთში ბიზნესის გაყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია

Salo Papalashvili

Next Post
Carlsberg-მა რუსეთში ბიზნესის გაყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია

Carlsberg-მა რუსეთში ბიზნესის გაყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result