Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე მსოფლიო

რუსეთის გავლენა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე მცირდება — გაჟონილი სამთავრობო პრეზენტაცია

by Anina Tepnadze
February 11, 2025
in მსოფლიო, ყველა სიახლე
0
რუსეთის გავლენა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე მცირდება — გაჟონილი სამთავრობო პრეზენტაცია
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
◆ გაჟონილი დოკუმენტიდან ცხადი ხდება რუსეთის შიშები ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოების მიმართ
◆ სტრატეგიული დოკუმენტი უნიკალურ ხედვას გვთავაზობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აღიქვამს თავად რუსეთი უკრაინის ომის გავლენას საკუთარ მოკავშირეებზე
◆ შიდა პრეზენტაცია, რომელიც 2024 წლის აპრილში პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის ხელმძღვანელობით სტრატეგიულ სესიაზე იყო ნაჩვენები, Financial Times-მა მოიპოვა

რუსი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ დასავლეთის წნეხი მოსკოვს ხელს უშლის, პოსტსაბჭოთა ქვეყნები რუსული ორბიტისკენ მიიზიდოს და გლობალურ სამხრეთთან ეკონომიკური კავშირები დაამყაროს — წერს Financial Times გაჟონილ რუსულ სამთავრობო დოკუმენტზე დაყრდნობით.

როგორც ჩანს, კრემლი აღიარებს, რომ დასავლურმა სანქციებმა და ეკონომიკურმა პოლიტიკამ რუსეთსა და მის უახლოეს სავაჭრო პარტნიორებს შორის ბზარი გააჩინა. ეს ანგარიში რუსეთის მთავრობის რამდენიმე ათეული მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელისა და მსხვილი სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელებისთვის იყო განკუთვნილი. შეხვედრას ესწრებოდნენ გავლენიანი ექსპერტები, როგორიცაა, სერგეი კარაგანოვი, რომელიც ვლადიმირ პუტინს ევროპაში ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ მოუწოდებდა, და ალექსანდრ დუგინი, რომელიც უკრაინელების წინააღმდეგ რადიკალური ძალადობის მომხრეა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მოსკოვის ამბიციაა, გლობალურ ვაჭრობაში ისევ ანგარიშგასაწევ მოთამაშედ დაბრუნდეს, რუსეთი ევრაზიული სავაჭრო ბლოკის ცენტრად აქციოს და აშშ-ს, ევროკავშირისა და ჩინეთის ეკონომიკურ გავლენას წინააღმდეგობა გაუწიოს.

დოკუმენტი რუსეთის ამ ახალ “მაკრორეგიონს” გრძელვადიან პროექტად წარმოადგენს, რომელიც  დასავლეთთან უკრაინის მომავლის შესახებ ნებისმიერი პოტენციურ მოლაპარაკებებზე დიდხანს გასტანს და გლობალურ არენაზე რუსეთის პოზიციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ახალი ბლოკი რუსეთს გლობალურ სამხრეთთან დააკავშირებს, ხელს შეუწყობს ფინანსური და სატრანსპორტო კავშირების განვითარებას და შექმნის ერთიან “მსოფლმხედველობას”, სადაც “ახალი მსოფლიო წესებს ჩვენ ვწერთ და საკუთარი სანქციების პოლიტიკა გვაქვს”.

დოკუმენტი აღიარებს, რომ რუსეთისთვის არსებული დაბრკოლებები მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ანგარიშის მიხედვით, დასავლურმა ქვეყნებმა ცენტრალური აზიის ქვეყნების დაშინება და გადაბირება წარმატებით მოახერხეს “დაშინება-დაჯილდოების” მეთოდით, სანქციების მუქარისა და გლობალურ ბაზრებზე წვდომის შეთავაზების გზით.

რუსეთის მოკავშირეები, თავის მხრივ, სანქციებისგან სარგებელს იღებენ: რუსული ბიზნესების გაძევებით, იმპორტ-ექსპორტის კონტროლით და წარმოების რუსეთიდან გადატანით. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები რუსეთთან სანქციების დარღვევის რისკის დასაზღვევად დამატებით საკომისიოს ითხოვენ.

რუსეთმა “გრძელვადიანი თამაშით” უნდა იმოქმედოს, რათა ცენტრალური აზიის ქვეყნები თავის ორბიტაზე შეინარჩუნოს, აცხადებენ ანგარიშის ავტორები. FT-ის მიხედვით, ეს გულისხმობს საერთო ისტორიაზე აპელირებას და ასევე იმის გაცნობიერებას, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის გამარჯვება დასავლეთისგან სანქციების წნეხის შემსუბუქებისთვის საკმარისი არ იქნება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები სარგებლობენ რუსეთის “დაუცველობით” და დამოუკიდებლად ინტეგრაციას ცდილობენ ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია ამ სახელმწიფოებმა “მსოფლმხედველობა შეცვალეს”, ისტორია ხელახლა გადააფასეს, ინგლისური მეორე ენად დანერგეს, ელიტის წარმომადგენლები კი დასავლურ უნივერსიტეტებში იღებენ განათლებას.

ქვეყნებმა “გაცნობიერებული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ რუსეთთან დაკავშირებით”, – წერია ანგარიშში დეტალების დაზუსტების გარეშე. აღნიშნულია, რომ ყაზახეთმა, რეგიონის ყველაზე დიდმა ეკონომიკამ, უკრაინაში შეჭრა დაგმო, აღებული ტერიტორიები რუსეთის ტერიტორიად არ ცნო და დასავლურ სანქციებთან შესაბამისობისათვის ნაბიჯები გადადგა. საპირისპიროდ, ყირგიზეთი სრულად რუსეთთან დარჩა და სავარაუდო სანქციების გვერდის ავლისთვის მთავარ მარშრუტად იქცა.

ანგარიშში ბელარუსი წარმატებულ მაგალითად არის წარმოდგენილი. პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკა რომელმაც 2018 წელს რუსეთისგან ეკონომიკური დისტანცირების შესახებ გამოაცხადა, ექვსი წლის შემდეგ ამბობს, რომ “ბელარუსი ყოველთვის რუსეთთან იქნება”.

მიუხედავად ამისა, რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილი ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, რომელიც ბელარუსს, სომხეთს, ყაზახეთსა და ყირგიზეთს მოიცავს, კვლავ “სისტემურ პრობლემებს” აწყდება. მათ შორის არის სანქციების რისკები, განსხვავებულ საგადასახადო სისტემების გამოყენებასთან დაკავშირებული სირთულეები და ვალუტის სიმყარესთან დაკავშირებული გამოწვევები.

FT მიშუსტინის პრესსპიკერს დაუკავშირდა, თუმცა ის კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს.

Tags: პოსტსაბჭოთა ქვეყნებიპუტინირუსეთი
Previous Post

ბიზნესის განწყობის ინდექსი ოთხწლიან მინიმუმზეა – ISET-PI

Next Post

საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდი STEM სკოლის მეხუთე ნაკადზე და დაეუფლე მომავლის პროფესიებს

Anina Tepnadze

Next Post
საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდი STEM სკოლის მეხუთე ნაკადზე და დაეუფლე მომავლის პროფესიებს

საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის - დარეგისტრირდი STEM სკოლის მეხუთე ნაკადზე და დაეუფლე მომავლის პროფესიებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result