2018 წელს რუსეთის ექსპორტმა 449 მილიარდი დოლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელთან შედარებით რუსეთის ექსპორტი 25%-ით გაიზარდა, 2014 წლის მაჩვენებელს 10%-ით ჩამორჩება.
რუსეთის ექსპორტში პირველ ადგილზე საწვავია (ნავთობი, ბენზინი, გაზი, ქვანახშირი და სხვა). 2018 წელს საწვავის ექსპორტმა 238 მილიარდი დოალრი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 53%-ია. მეორე ადგილზე რკინის და ფოლადის ექსპორტია 23 მილიარდი დოლარით. მესამეზე მარცვლეულის ექსპორტია 11 მილიარდი დოლარით. ჯამში, ბუნებრივ რესურსებზე რუსეთის ექსპორტის 70%-მდე მოდის.
რუსეთის ექსპორტის 54% ევროპის ქვეყნებში, 37% აზიის ქვეყნებში, 4% აფრიკის ქვეყნებში, ხოლო 3.4% ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში გადის.
ცხრილი: რუსეთის ტოპ-10 საექსპორტო პროდუქცია 2018 წელს
|
|
პროდუქცია |
მილიარდი დოლარი |
წილი მთლიან ექსპორტში |
|
1 |
საწვავი |
238 |
53% |
|
2 |
რკინა, ფოლადი |
23 |
5.2% |
|
3 |
მარცვლეული |
10.5 |
2.3% |
|
4 |
ძვირფასი ლითონები და ქვები |
10 |
2.2% |
|
5 |
მანქანები კომპიუტერების ჩათვლით |
9.2 |
2.0% |
|
6 |
მერქანი |
9 |
2.0% |
|
7 |
მინერალური სასუქები |
8.2 |
1.8% |
|
8 |
ალუმინი |
6.6 |
1.5% |
|
9 |
სპილენძი |
5.4 |
1.2% |
|
10 |
ელექტრო ტექნიკა |
4.9 |
1.1% |
წყარო: International Trade Centre



