• About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Forbes Georgia
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result

Home მოსაზრება

რუსეთ-უკრაინის კრიზისი: რატომ მაინცდამაინც ახლა?

by Davit Tsiramua
May 2, 2022
in მოსაზრება, მსოფლიო, ოპედი, პოლიტიკა, რეგიონი, ფორბს-მოსაზრება, ყველა სიახლე
0
რუსეთ-უკრაინის კრიზისი: რატომ მაინცდამაინც ახლა?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ევროპაში ახალი ომის დაწყება დღითი დღე რეალური ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვრის სიახლოვეს 120 000-ზე მეტი ჯარისკაცი და სამხედრო აღჭურვილობა განალაგა. აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირება  დრამატულად გაიზარდა 17 თებერვალს, როდესაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა უკრაინის სამხედრო დანაყოფების ზოლთან მძიმე არტილერია განალაგეს. ტრანსატლანტიკური საზოგადოება შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს უკრაინაში შეჭრის მიზეზი გამონახოს, რამაც შესაძლოა, ევროპის უსაფრთხოებაც და ნატოს მომავალიც სასწორზე შემოდოს.

მიუხედავად რუსეთთან გაუარესებული ურთიერთობებისა, ნატომ და აშშ-მ, შესაძლო სამხედრო კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებები დაიწყეს.  პასუხად, ვლადიმირ პუტინმა დასავლეთს უსაფრთხოების გარკვეული მოთხოვნები წამოუყენა. ის მოითხოვს, რომ ნატომ  შეცვალოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრებასთან დაკავშირებით და აღმოსავლეთის ფლანგიდან 1997 წლის პოზიციაზე გადაიტანოს ჯარისა და სამხედრო აღჭურვილობის განლაგება. ამასთან, რუსული მხარე უარყოფს, რომ უკრაინის დაპყრობის განზრახვა ამოძრავებს. თუმცა საკუთარი მეზობლის სიახლოვეს მასობრივი რუსული სამხედრო დანაყოფების მობილიზაცია ამის საპირისპიროდ მეტყველებს. ფართომასშტაბიანი ომის ალბათობა დიდია, თუმცა გაურკვეველია, რა მიზეზით განათავსა კრემლმა უკრაინასთან სამხედრო დანაყოფები მაინცდამაინც  ახლა. ამ მოვლენას წინ არ უძღოდა არანაირი კონკრეტული ქმედება, რასაც უკრაინის მიმართ რუსეთის პრეზიდენტის  ამგვარი გაღიზიანების გამოწვევა შეეძლო. შედარებისთვის, 2008 წელს საქართველოში რუსეთის აგრესია მეტწილად განპირობებული იყო ალიანსში უკრაინისა და საქართველოს შესაძლო წევრობაზე ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით. ამჯერად კი, სავარაუდოა, რომ არა ერთი მიზეზი, არამედ რამდენიმე ფაქტორი არსებობს, რაც პუტინს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებისკენ უბიძგებს.

ყველაზე აშკარა მიზეზი, რასაც უკრაინის კრიზისის გამოწვევა შეეძლო, არის შიდაპოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც ქვეყანაში 2019 წლიდან დაიწყო, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.  თავდაპირველად ზელენსკი უკრაინის „დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად“ კრემლთან პირდაპირი დიალოგისთვის მზად იყო. თუმცა, რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების მცირე შესაძლებლობების ფონზე, კიევმა მალევე შეცვალა მოსკოვთან არსებული კომპრომისული დამოკიდებულება. უპირველეს ყოვლისა, უმაღლესმა რადამ (უკრაინის პარლამენტი) მიიღო კანონი, რომელმაც უკრაინული ენა ქვეყნის ერთადერთ ოფიციალურ ენად დაამტკიცა და რუსული ენის სტატუსი საკმაოდ დააკნინა. ამასთანავე, მიუხედავად კრემლის დაუღალავი ანტიდასავლური დეზინფორმაციული კამპანიებისა, საზოგადოების დამოკიდებულებებში საგრძნობლად გაიზარდა დასავლეთის მიმართ მხარდაჭერა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვების მიხედვით, 2021 წელს უკრაინელების მხოლოდ 21% უჭერდა მხარს უკრაინის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაერთიანებას, მაშინ როდესაც ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში წევრობა მოსახლეობის 60%-ს მიაჩნდა პოზიტიურად.

2021 წელს ზელენსკიმ კრემლის მომხრე აგენტების წინააღმდეგ მიმართული კამპანია წამოიწყო და ამავე წლის გაზაფხულზე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ პრორუსი მილიარდერი ოპოზიციონერი პარლამენტარის ვიქტორ მედვედჩუკისა და სხვა პირების წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. აღსანიშნავია, რომ მედვედჩუკი პუტინთან დაახლოებული პირია და ის აქტიურად უჭერდა მხარს დონბასელ სეპარატისტებს. ზელენსკის ადმინისტრაციამ „პრორუსული პროპაგანდის გავრცელების გამო“ მედვედჩუკის მფლობელობაში არსებული სამაუწყებლო კომპანიების მუშაობაც კი აკრძალა.

რუსეთის წინააღმდეგ მიმართულმა კიევის მკაცრმა ზომებმა საბოლოოდ დაამსხვრია კრემლის იმედები, რომ უკრაინას რუსულ ორბიტაზე დააბრუნებდა. ამავდროულად, უკრაინის მთავრობა უკრაინის დასავლურ ინსტიტუტებში გაწევრების ერთგული რჩებოდა. ნატოსა და აშშ-ის უკრაინასთან თანამშრომლობაც ზრდას განაგრძობდა და კიევმა „ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის“ ფარგლებში დასავლეთისგან თანდათან უფრო მეტ სამხედრო დახმარებასა და საბრძოლო იარაღის მარაგს იღებდა და ნატოსთან ერთად წვრთნებში აქტიურად მონაწილეობდა. რუსეთი უკრაინის გვერდში დასავლეთის დგომას თავისი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დიდ გამოწვევად აღიქვამდა და ზელენსკის ადმინისტრაციას მარიონეტ მთავრობად მიიჩნევდა.  რუსული გავლენის წინააღმდეგ კიევის წამოწყებულ მკაცრ ქმედებებს, მათ შორის, პრორუსულად განწყობილი გავლენიანი პიროვნებების დევნას, 2021 წლის აპრილში უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო დანაყოფების პირველი დიდი მობილიზება მოჰყვა. მაისში გაეროს უშიშროების საბჭოს უვადო წევრების სხდომაზე პუტინმა თავის განცხადებაშიც კი ახსენა, რომ მოსკოვი ასე „ადვილად არ დათმობდა“ უკრაინელ პოლიტიკოს ვიქტორ მედვედჩუკს.

უკრაინაში გატარებულმა რუსეთის საწინააღმდეგო პოლიტიკამ კრემლის მესვეურებში გააჩინა წარმოდგენა, რომ უკრაინა მოსკოვის მარწუხებს სამუდამოდ დაუსხლტა ხელიდან. რუსებისა და უკრაინელების ისტორიულ ერთობაზე დაწერილ სტატიაში პუტინი  ღიად გამოხატავს წყრომას უკრაინაში დასავლეთთან დაკავშირებული ანტირუსული და საზიანო ძალების არსებობაზე, რომლებიც უკრაინელ ხალხს „აგრესორის მსხვერპლის“ ნარატივს უყალიბებს და „რუსოფობიული“ განწყობების დამკვიდრებას უწყობს ხელს.

უკრაინის კონტროლი რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინტერესების მნიშვნელოვანი ნაწილია.  1990-იან წლებში ცივი ომის დასრულების შემდეგ აშშ-მ და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა საფუძველი ჩაუყარეს ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურას, რომელშიც რუსეთის გავლენა მინიმალური იყო. 21-ე საუკუნის დამდეგს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები და ვარშავის პაქტის ყოფილი წევრი ქვეყნები სწორედ ამ სტრუქტურებში – ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდნენ. ეს მოვლენა რუსეთმა თავისი გავლენის სფეროში „დასავლეთის უხეშ შემოჭრად“ აღიქვა. ამას თან დაერთო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების“ ტალღაც, რომელიც მოსკოვის გადმოსახედიდან არა მხოლოდ რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიზნებს, არამედ კრემლის ავტორიტარულ რეჟიმსაც უქმნიდა საფრთხეს. პუტინის მთავარი მიზანიც ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურის ცვლილება და პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსული გავლენის აღდგენა იყო, რაც მას საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაშიც დაეხმარებოდა.

მოსკოვის მთავარი მიზანი ე.წ. დიადი სახელმწიფოს სტატუსის დაბრუნებაა, რაც რუსეთს მეზობლების სტრატეგიულ მიზნებზე მაღლა დააყენებს. მოსკოვის გადმოსახედიდან რუსეთის სამეზობლოსთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კრემლთან უნდა იყოს შეთანხმებული. თუმცა მოსკოვის მცდელობები, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე შეენარჩუნებინა კონტროლი, წარუმატებელი აღმოჩნდა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ ბალტიისპირეთის  ქვეყნები უკვე „შეიტყუეს“ ნატომ და ევროკავშირმა და უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ძლიერ დაინტერესებულები არიან ორივე ორგანიზაციაში წევრობით. ქვეყნების „დაკარგვის“ პროცესის შეჩერებისთვის მოსკოვს უკრაინისა და ბელარუსის საკუთარ ორბიტაზე შეკავება სჭირდება. ამ ქვეყნების ნატოში გაწევრება იმ მნიშვნელოვანი ბუფერული ზონის დაკარგვის ტოლფასი იქნება, რომელიც რუსეთს  დასავლური „ალყისაგან“ იცავს. უკრაინის დასავლეთისთვის დათმობა კრემლის უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იქნება. მოსკოვმა ლუკაშენკას რეჟიმის დახმარებით მოახერხა ბელარუსზე ძლიერი გავლენის შენარჩუნება, თუმცა, უკრაინასთან მისი დაახლოების ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. მოსკოვს ყოველ ჯერზე საკუთარი აგრესია ბუმერანგივით დაუბრუნდა და თავისი ქმედებებით უკრაინის დასავლეთთან კიდევ უფრო დაახლოებას   უნებურად შეუწყო ხელი.

ევროპის უსაფრთხოების წესრიგის შეცვლა უკვე დიდი ხანია, რაც მოსკოვის დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია. თუმცა პუტინის გადაწყვეტილებაში,  სამხედრო დანაყოფები უკრაინის საზღვარზე განელაგებინა, მთავარი როლი, დიდი ალბათობით, რუსეთისგან უკრაინის ბოლოდროინდელმა მკვეთრმა დაშორებამ შეასრულა. რამდენიმე კვირის წინ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა  განაცხადა, რომ მოსკოვის მიზანი „კიევში პრორუსული ლიდერის დაყენებაცაა“. უკრაინის დაპყრობით კრემლი არა მხოლოდ აღიდგენს პოსტსაბჭოთა სივრცეზე საკუთარ გავლენას, არამედ მისთვის არასასურველ რეგიონული უსაფრთხოების წესრიგსაც გამოუთხრის ძირს. კრემლს უკრაინის დაპყრობა, დასავლური მკაცრი სანქციების სახით, შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეს. თუმცა დღევანდელი გარემოება ამ ქმედებისთვის ყველაზე ხელსაყრელია. პირველ რიგში,  რუსეთის მიმართ ევროპის პოლიტიკა ჯერ კიდევ გარკვეულწილად დაქსაქსულია, ძირითადად, გერმანიის მოსკოვთან პრაგმატული ურთიერთობების შენარჩუნების სურვილის გამო. მეორე მხრივ კი, ევროკავშირის ქვეყნების ენერგობაზრის რუსეთის ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება კვლავ მაღალია, განსაკუთრებით, ამ ცივ ზამთარში. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რუსეთმა შეიძლება შეძლოს კიდეც დასავლური სანქციების თავიდან არიდება ან მათი რბილად გადატანა. ასეთ ვითარებაში პუტინს, როგორც დაღმავალი ზრდის ეკონომიკის მქონე ქვეყნის ლიდერს, ისღა დარჩენია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ახლავე იმოქმედოს.

Previous Post

Visa in Partnership with Forbes Georgia Discussed Innovation Ecosystem in Georgia within Joint Business Campaign

Next Post

The Russia-Ukraine Crisis: Why Now?

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

Stay Connected test

  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025

Washington prepares for Donald Trump’s big moment

November 3, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

December 30, 2025

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

Forbes Georgia

We bring you the best Premium WordPress Themes that perfect for news, magazine, personal blog, etc. Check our landing page for details.

Follow Us

Browse by Category

  • 30 Under 30
  • 30 Under 30
  • All News
  • Apps
  • Archive
  • Billionaires
  • Business
  • Business
  • Business
  • Caspian Energy
  • COVID-19
  • COVID-19
  • Culture
  • Culture
  • Economic Calendar
  • Economics
  • Editorial
  • English
  • English
  • Entertainment
  • Entrepreneurs
  • Executives
  • Fashion
  • Finances
  • Finances
  • Food
  • Forbes
  • Forbes
  • Forbes Auto
  • Forbes Banker
  • Forbes Banker
  • Forbes Crypto
  • Forbes Culture
  • Forbes EDU
  • Forbes EDU
  • Forbes Georgia in English
  • Forbes Georgia in English
  • Forbes GREEN
  • Forbes Guide
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Life
  • Forbes Life
  • Forbes People
  • Forbes Property
  • Forbes Property
  • Forbes Science
  • Forbes Sport
  • FORBES TECH
  • Forbes TECH
  • Forbes Woman
  • Forbes Woman
  • Gadget
  • Gaming
  • Georgia
  • HEALTH
  • HEALTH
  • Health
  • History
  • Industry
  • İngilizce Haberler
  • Internet
  • Interviews
  • Investments
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Management
  • Mobile
  • Movie
  • Music
  • News
  • News
  • Op-Ed
  • Opinions
  • Partner Content
  • Partner Content
  • Politics
  • Politics
  • Press Release
  • Rankings and Lists
  • Region
  • Review
  • Science
  • Science
  • Sport
  • Sports
  • Startup
  • Strategies
  • Style
  • Tech
  • Tech
  • Travel
  • Travel
  • World
  • World
  • Русском
  • ანტრეპრენიორები
  • არქივი
  • ბიზნესი
  • ბიზნესი
  • გამოძიება
  • გურმანი
  • ედიტორიალი
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკური კალენდარი
  • ვაჭრობა
  • ვაჭრობა
  • თავდაცვა
  • თავდაცვა
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • ინდუსტრია
  • ინვესტიციები
  • ინტერვიუ
  • ინტერნეტი
  • ისტორია
  • კომპანიები
  • კომპანიები
  • კომუნიკაციები
  • კულტურა
  • კულტურა
  • მენეჯერები
  • მენეჯმენტი
  • მეცნიერება
  • მილიარდერები
  • მოგზაურობა
  • მოდა
  • მოსაზრება
  • მსოფლიო
  • ოპედი
  • პარტნიორის კონტენტი
  • პოლიტიკა
  • პორტრეტები
  • პრესრელიზი
  • პროფილი
  • რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
  • რეგიონი
  • რედაქტორი
  • რეიტინგი
  • რჩევები
  • საქართველო
  • სიახლეები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სტილი
  • სტრატეგიები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ფინანსები
  • ფორბს-მოსაზრება
  • ფორბს-მოსაზრება
  • ქართულად
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
  • ხელოვნება
  • ხელოვნება

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.