საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2019 წელს ყველაზე სწრაფად, 14.7%-ით იემენის ეკონომიკა გაიზრდება. ასეთი მაღალი ზრდა იემენის კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის საფუძველზეა პროგნოზირებული. 2015-2018 წლებში ლიბიის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 10%-ით მცირდებოდა.
10.8%-ით გაიზრდება ლიბიის ეკონომიკა, რომელიც ასევე კრიზისიდან გამოსვლით არის განპირობებული. 2011-2016 წლებში სამოქალაქო ომის გამო ლიბიის ეკონომიკა განახევრდა, 2017 წლიდან კი ზრდა დაიწყო.
კრიზისიდან გამოსვლას უკავშირდება დომინიკას 9.4%-იანი ეკონომიკური ზრდაც, რომელიც 2018 წელს 14%-ით შემცირდა.
ქვეყანა, რომლის აეკონომიკა ბოლო წლებია ყველაზე სტაბილურად და სწრაფად იზდება, არის ეთიოპია. 2019 წელს მისი ეკონომიკა 8.5%-ით გაიზრდება. შემდეგ რუანდა მოდის 7.8%-ით.
ტოპ 10-ში შემავალი ქვეყნები ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 7%-ია.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზრდება და ზრდის ტემპით მსოფლიოში 52-ე ადგილს დაიკავებს.
ცხრილი: ეკონომიკის ზრდის მოსალოდნელი ტემპი 2019 წელს
|
ქვეყანა |
ეკონომიკის ზრდის ტემპი |
|
იემენი |
14.7% |
|
ლიბია |
10.8% |
|
დომინიკა |
9.4% |
|
ეთიოპია |
8.5% |
|
რუანდა |
7.8% |
|
განა |
7.6% |
|
ინდოეთი |
7.4% |
|
ბანგლადეში |
7.1% |
|
კოტ დიუარი |
7.0% |
|
ლაოსი |
7.0% |
წყარო: IMF, World Economic Outlook











