Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე მსოფლიო

რომელი პროფესიებია AI-ის მიერ ჩანაცვლების რისკისგან ყველაზე დაცული?

by იზა გვარამაძე
July 22, 2025
in მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
რომელი პროფესიებია AI-ის მიერ ჩანაცვლების რისკისგან ყველაზე დაცული?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტად ცვლის სამუშაო გარემოს და გარკვეულ სფეროებში ადამიანურ რესურსსაც ანაცვლებს. თუმცა AI-ის მიერ ჩანაცვლების რისკი ყველა პროფესიის წინაშე ერთნაირი სიმძაფრით არ დგას. ზოგი სამუშაო პოზიცია – განსაკუთრებით ის, რომელიც ადამიანურ ურთიერთობას, ემოციურ ინტელექტსა და რთული გადაწყვეტილებების რეალურ დროში მიღებას მოითხოვს – დღემდე ხელოვნური ინტელექტისგან ყველაზე დაცულად მიიჩნევა.

Esquimoz-მა სწორედ ასეთი პროფესიები გამოავლინა და მათ AI-ისგან დაცულობის ქულა მიანიჭა. მაქსიმალური ქულა 100-ს შეადგენს და რაც უფრო მაღალია ის, მით უფრო მეტად არის ხელოვნური ინტელექტის მიერ ჩანაცვლებისგან დაცული სამუშაო პოზიცია, რომელსაც ეს ქულა მიენიჭა.

იმის გასარკვევად, თუ რომელი სამუშაოებია ყველაზე დაცული ხელოვნური ინტელექტის მიერ ჩანაცლებისგან, კვლევის დროს, თითოეული პროფესიის შემთხვევაში, ავტომატიზაციის რისკისა და საზოგადობრივი ურთიერთობის აუცილებლობის პროცენტული მაჩვენებლები განისაზღვრა.

შედეგად, აღმოჩნდა, რომ AI-ისგან ჩანაცვლება ყველაზე ნაკლებად საგანგებო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს ემუქრებათ. ამ პროფესიას, მიუხედავად ავტომატიზაციის რისკის 7%-ით შეფასებისა, დაცულობის მხრივ 100 ქულა მიენიჭა. მეორე ადგილზე ჯანდაცვის სოციალური მუშაკის პოზიციაა, რომელსაც 98 ქულა აქვს მინიჭებული. მესამე ადგილზე კი, 86 ქულით, იურისტის პროფესიაა, რომლის ავტომატიზაციის რისკი 29%-ით ფასდება.

პროფესია საზოგადოებრივ ურთიერთობაზე დამოკიდებულება (%) ავტომატიზაციის რისკი (%) დაცულობის საერთო ქულა (100-დან)
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები 100% 7% 100
ჯანდაცვის სოციალური მუშაკები 100% 11% 98
იურისტები 100% 29% 86
სამედიცინო და ჯანდაცვის მენეჯერები 90% 26% 82
მშენებლობისა და მოპოვებითი სექტორის ზედამხედველები 79% 17% 80
ადამიანური რესურსების (HR) მენეჯერები 83% 26% 78
გენერალური და საოპერაციო დირექტორები 80% 36% 70
სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების სპეციალისტები 72% 35% 65
ადმინისტრაციული პერსონალის ზედამხედველები 82% 50% 62
ტრენინგისა და კადრების განვითარების სპეციალისტები 58% 29% 60

მთავარი კითხვა კი ის არის, თუ რატომ არ ექუმრება ამ პროფესიებს ხელოვნური ინტელექტისგან ჩანაცვლების მაღალი რისკი? ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაო პოზიციების დიდი ნაწილი ადამიანურ ურთიერთობებზე დგას, იქნება ეს პაციენტთან, თანამშრომელთან თუ კლიენტთან ემოციური კავშირის დამყარება. მაგალითად, სიაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები და სოციალური მუშაკები ლიდერობენ, რადგან მათი სამუშაო გადაწყვეტილების რეალურ დროში მიღებასა და ადამიანურ ურთიერთობას მოითხოვს, რასაც AI ჯერჯერობით თავს ვერ ართმევს.

შედარებით მდგრადია მენეჯმენტთან დაკავშირებული პოზიციებიც, რადგან ის ლიდერობასა და გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს, რისი ავტომატიზაციაც რთულია. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტისგან ჩანაცვლების დაბალი რისკის ქვეშაა ფიზიკური, პრაქტიკული სამუშაო პოზიციები.

Previous Post

ზელენსკის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებები 23 ივლისს, თურქეთში გაიმართება

Next Post

4-5 სექტემბერს ბათუმში კასპიის მე-13 ენერგეტიკული ფორუმი გაიმართება

იზა გვარამაძე

Next Post
4-5 სექტემბერს ბათუმში კასპიის მე-13 ენერგეტიკული ფორუმი გაიმართება

4-5 სექტემბერს ბათუმში კასპიის მე-13 ენერგეტიკული ფორუმი გაიმართება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result