საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში წარმოებული საქონლის ექსპორტი 428 მლნ დოლარით (28%-ით) გაიზარდა 2016 წლის იანვარ-სექტემბრის ექსპორტთან შედარებით.
ყველაზე მაღალი ზრდა ფეროშენადნობების ექსპორტში დაფიქსირდა, რომლის ღირებულებაც თითქმის გაორმაგდა და 237 მლნ დოლარი შეადგინა. 67 მლნ დოლარით (28%-ით) გაიზარდა მადნების და სპილენძის კონცეტრატების ექსპორტი. ზრდის მიხედვით მე-3 ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოებია – 42 მლნ დოლარით (გაიზარდა 56%-ით).
ექსპორტის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება თხილის ექსპორტში დაფიქსირდა. ექსპორტირებული თხილის ღირებულება 66 მლნ დოლარით (59%-ით) შემცირდა.
ცხრილი: პროდუქტები, რომელთა ექსპორტი 2017 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა
|
პროდუქცია |
ზრდა, |
|
ფეროშენადნობები |
117 |
|
მადნები და სპილენძის კონცენტრატები |
67 |
|
ყურძნის ნატურალური ღვინოები |
42 |
|
მსუბუქი ავტომობილები |
28 |
|
სამკურნალო საშუალებები დაფასოებული |
27 |
|
ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტიანი სასმელები |
20 |
|
ნახევარფაბბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან |
11 |
|
მინერალური და მტკნარი წყლები |
9 |
|
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი |
5 |
|
მაისურები და ტრიკოტაჟის სხვა ნაწარმი |
4.6 |



