Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რომელი კომპანიები ასაქმებენ ყველაზე მეტ ადამიანს?

by იზა გვარამაძე
May 21, 2023
in ბიზნესი, მსოფლიო, რეიტინგი, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
რომელი კომპანიები ასაქმებენ ყველაზე მეტ ადამიანს?
0
SHARES
0
VIEWS

ბოლო პერიოდში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები ათასობით თანამშრომლის გათავისუფლებას აანონსებენ. ფირმების ნაწილმა კი სამუშაო ადგილების რაოდენობა უკვე საგრძნობლად შეამცირა. მსგავსი ტენდენცია ყველაზე შესამჩნევი ტექნოლოგიურ, საცალო ვაჭრობისა და ფინანსურ სექტორებშია.

მაგალითად, წლის დასაწყისში Microsoft-მა 10,000 სამუშაო ადგილის შემცირება დააანონსა, რაც ტექნოლოგიური გიგანტის 220,000-კაციანი გლობალური გუნდის დაახლოებით 4.5%-ს შეადგენს. ამავე პერიოდში 18,000 სამუშაო ადგილის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო Amazon-მა. საყურადღებოა Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი Meta Platforms-ის გათავისუფლებების სერია –  ცუკერბერგის კომპანიამ გასული წლის ნოემბერში დასაქმებულთა რაოდენობა 11,000-ით შეამცირა, მიმდინარე წლის დასაწყისში კი დამატებით 10,000 თანამშრომლის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ანალიტიკოსთა ნაწილის მოსაზრებით, კომპანიების მხრიდან თანამშრომელთა გათავისუფლება უმეტესწილად პანდემიური ბუმის გავლენის არასათანადო შეფასებას უკავშირდება. თავად კომპანიები სამუშაო ადგილების შემცირებას ხარჯების კლების სურვილითა და აუცილებლობით ხსნიან. Layoffs.fyi-ის მონაცემებით, გასულ წელს მხოლოდ ტექნოლოგიურმა ფირმებმა საერთო ჯამში 154,843-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეამცირეს.

აღმოჩნდნენ ისეთი კომპანიებიც, რომლებმაც თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა დააანონსეს, თუმცა ეს ფირმები სხვა სექტორებს წარმოადგენენ. მაგალითად, ფარმაცევტული გიგანტი, ამერიკული Moderna, ვაქცინების განვითარების ხელშესაწყობად 2023 წლის ბოლომდე გლობალურად დაახლოებით 2,000 თანამშრომლის დაქირავებას აპირებს. ფრანგული სამხედრო კონტრაქტორი Thales-ი კი წელს 12,000 თანამშრომელს დაიქირავებს. კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი Thales-ის პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნაა.

ზემოხსენებული პროცესების ფონზე ალბათ განსაკუთრებით საინტერესოა, მსოფლიოს რომელი კომპანიები ასაქმებენ ყველაზე მეტ ადამიანს. ამ კუთხით ლიდერი ამერიკული კორპორაცია Walmart-ია, რომელიც ჰიპერმარკეტების ქსელს მართავს. Walmart-ში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა, 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 2,300,000 ადამიანს უტოლდება.

ამავე პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით, თანამშრომელთა რაოდენობით მეორე ადგილზე ჯეფ ბეზოსის Amazon-ია, სადაც მთლიანობაში 1,541,000 ადამიანი მუშაობს. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომპანიამ იანვარში 18,000 სამუშაო ადგილის შემცირება დააანონსა. სიაში მესამე ადგილს ტაივანური Foxconn-ი იკავებს, 826,608 თანამშრომლით.

წარმოგიდგენთ ტოპ–10 კომპანიას, რომლებიც ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებენ:

#1 Walmart – 2,300,000 თანამშრომელი

#2 Amazon – 1,541,000 თანამშრომელი

#3 Foxconn (Hon Hai Precision Industry) – 826,608 თანამშრომელი

#4 Accenture – 738,000 თანამშრომელი

#5 Volkswagen – 645,868 თანამშრომელი

#6 Tata Consultancy Services – 616,171 თანამშრომელი

#7 Deutsche Post – 583,816 თანამშრომელი

#8 United Parcel Service – 500,000 თანამშრომელი

#9 Kroger – 500,000 თანამშრომელი

#10 Home Depot – 500,000 თანამშრომელი

(რეიტინგი დაფუძნებულია Statista Research Department-ის კვლევაზე, რომელშიც 2022 წლის დეკემბრის მონაცემებია შეტანილი)

Previous Post

Credit Suisse-ის დახმარების შემდეგ UBS-მა შესაძლოა მილიარდები დაკარგოს

Next Post

ლიბერთის მხარდაჭერით ქართული ბიზნესები თავის პროდუქციას ნიუ-იორკში წარადგენენ

იზა გვარამაძე

Next Post
ლიბერთის მხარდაჭერით ქართული ბიზნესები თავის პროდუქციას ნიუ-იორკში წარადგენენ

ლიბერთის მხარდაჭერით ქართული ბიზნესები თავის პროდუქციას ნიუ-იორკში წარადგენენ

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result