რომელ ქვეყნებში გამოიმუშავებენ ყველაზე მეტ მზის ენერგიას?

წასაკითხი დრო 1 წუთი
წასაკითხი დრო 1 წუთი

მზის ენერგია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად ათვისებად ენერგიის წყაროს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მზის ენერგიის წილი გლობალურ ელექტროენერგიაში ჯერ კიდევ მიზერულია, ქვეყნების ნაწილი მის გამომუშავებას ყოველწლიურად მნიშვნელოვნად ზრდის.

Energy Institute-ის 2025 წლის მსოფლიო ენერგეტიკის ანგარიშის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც 2024 წლის მდგომარეობით კუმულაციურად მზისგან ყველაზე მეტი ენერგია გამომუშავდება. კუმულაციური მეგავატები ქვეყნებში დამონტაჟებული ფოტოელექტრული (PV) და კონცენტრირებული მზის ენერგიის (CSP) პანელებით გამომუშავდება.

გასული წლების მსგავსად, მზის ენერგიის ათვისებაში კვლავაც ჩინეთი ლიდერობს. 2024 წლის მონაცემებით, ჩინეთში 887,930 მეგავატი სიმძლავრის მზის პანელები იყო დამონტაჟებული, რაც უკონკურენტო მაჩვენებელია. შედარებისათვის, რეიტინგის მეორე ადგილზე მყოფი აშშ-ის სიმძლავრე მხოლოდ 177,470 მეგავატს შეადგენს, რაც ჩინეთის მაჩვენებლებზე დაახლოებით 5-ჯერ ნაკლებია. გარდა იმისა, რომ ჩინეთი მზისგან ყველაზე მეტ ენერგიას აწარმოებს, მისი ზრდის ტემპიც ყველაზე მაღალია. გასულ წელს ჩინეთში მზის ენერგიის სიმძლავრე 45.6%-ით, ანუ 278,009 მეგავატით გაიზარდა, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში ამჟამად არსებული სიმძლავრის მაჩვენებელი.

ჩინეთისა და აშშ-ის გარდა მზის ენერგიის გამომუშავებით რეიტინგის ხუთეულში ინდოეთი (97,384 მეგავატი), იაპონია (91,610 მეგავატი) და გერმანია (89,943 მეგავატი) ხვდება. მზის ენერგიის ათვისების ტემპი ერთმნიშვნელოვნად უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში აღჭურვილობის ხარჯების შემცირებამ განაპირობა. რეიტინგის 15-ეულში ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი (76.1%) თურქეთს აქვს. საინტერესოა, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორებიც იაპონია და ვიეტნამია, ზრდა თითქმის არ შეინიშნება.

პოზიცია

ქვეყანა დადგმული სიმძლავრე (მეგავატი, 2024)

წლიური ზრდის მაჩვენებელი (2023-2024)

1 ჩინეთი 887,930 45.6%
2 აშშ 177,470 27.5%
3 ინდოეთი 97,384 33.7%
4 იაპონია 91,610 2.8%
5 გერმანია 89,943 20.1%
6 ბრაზილია 53,113 40.0%
7 ესპანეთი 38,587 20.9%
8 ავსტრალია 38,472 15.6%
9 იტალია 36,013 22.7%
10 სამხრეთი კორეა 26,645 13.4%
11 ნიდერლანდები 24,048 13.0%
12 საფრანგეთი 21,528 23.7%
13 პოლონეთი 20,199 23.0%
14 თურქეთი 19,883 76.1%
15 ვიეტნამი 18,667 0.4%

 

More to read