Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რომელ ქალაქებში შეხვდებით ყველაზე მეტ ცათამბჯენს? | რეიტინგი

by დავით ბერაძე
May 22, 2023
in ეკონომიკა, მსოფლიო, რეიტინგი, ყველა სიახლე
0
რომელ ქალაქებში შეხვდებით ყველაზე მეტ ცათამბჯენს? | რეიტინგი
0
SHARES
0
VIEWS

თანამედროვე სამყაროში ქალაქებში ცათამბჯენების არსებობა მათი ცხოვრების ხარისხის, სიმდიდრის, თანამედროვეობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის გამომხატველი სიმბოლოა. ქალაქების ფინანსური განვითარების პროპორციულად კი, როგორც წესი, ამ ქალაქებში არსებული მრავალსართულიანი შენობების რაოდენობა კიდევ უფრო იმატებს. თუმცა ქალაქში არსებული ცათამბჯენების რაოდენობა ყოველთვის არ წარმოადგენს ამ ქალაქის ანდაც ქვეყნის ცხოვრების დონის მაჩვენებელს და რიგ შემთხვევებში ცათამბჯენები უბრალოდ საცხოვრებელი დანიშნულებით შენდება. „მაღალი შენობებისა და ურბანული საცხოვრებელი ადგილების საბჭოს“ მონაცემებზე დაყრდნობით, ამ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ქალაქების რეიტინგს, სადაც 2023 წელს ყველაზე მეტ ცათამბჯენს შეხვდებით.

გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ რეიტინგში ჩინეთის ქალაქები დომინირებენ. ყველაზე მეტი ცათამბჯენის მქონე ქალაქების სიაში პირველ ადგილს ჰონგ-კონგი იკავებს. ქალაქში 657 ცათამბჯენს ვხვდებით, რომელთაგან 6 „სუპერმაღალი“ ცათამბჯენია. ცნობისათვის შენობის ცათამბჯენად წოდების კრიტერიუმს მისი სიმაღლე წარმოადგენს. ცათამბჯენის ტიტულის მისაღებად შენობა 150 მეტრზე მაღალი უნდა იყოს. „სუპერმაღალი“ ცათამბჯენი კი ეწოდება შენობას, რომელიც 300 მეტრზე მაღალია.

ჩინეთის სამშენებლო განვითარების ტემპებიდან გამომდინარე გასაკვირი არ არის, რომ ტოპ-5-ში 3 პოზიციას, ხოლო ტოპ-10-ში 6 პოზიციას სწორედ ამ სახელმწიფოს ქალაქები იკავებენ. შესაბამისად შენჭენი, გუანჯოუ, შანხაი, ჩონქინგი და ვუჰანი სიაში მე-2, მე-5, მე-6,  მე-8 და მე-10 პოზიციებზე არიან წარმოდგენილნი. თანაც ეს იმის გათვალისწინებით, რომ, მაგალითად, შენჭენი 1970 წლამდე მეთევზეთა სოფელს წარმოადგენდა.

რეიტინგში მე-3 ადგილს, 421 ცათამბჯენით ამერიკული ქალაქი, ნიუ-იორკი იკავებს. Empire State Building-ი კი სწორედ ნიუ-იორკის და ამ ქალაქის ურბანული სახის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. თუმცა, ის მსოფლიოს 50 ყველაზე მაღალი ცათამბჯენის სიაში უკვე აღარ გვხვდება. ნიუ-იორკის 421 ცათამბჯენიდან 16 „სუპერმაღალია“.

რეიტინგის ხუთეულში მოხვედრილი კიდევ ერთი არაჩინური ქალაქი დუბაი გახლავთ. დუბაიში 395 ცათამბჯენი გვხვდება, რომელთაგან 28-ც „სუპერმაღალია“. ამ კუთხით დუბაი უკონკურენტო პირველადგილოსანია. 20-ზე მეტი „სუპერმაღალი“ ცათამბჯენი დუბაის გარდა არცერთ სხვა ქალაქში არ გვხვდება. აღსანიშნავია, რომ ამჟამად მსოფლიოში უმაღლესი შენობა, „ბურჯ ხალიფა“ (828 მეტრი) სწორედ დუბაიში მდებარეობს.

ათეულში მე-7 ადგილს იკავებს კუალა-ლუმპური 211 ცათამბჯენით და ტოკიო 200 ცათამბჯენით. საინტერესოა ისიც, რომ ტოკიოს არცერთი „სუპერმაღალი“ ცათამბჯენი არა აქვს.

რეიტინგი ქალაქი ქვეყანა ცათამბჯენი (>150მ) „სუპერმაღალი“ ცათამბჯენი (>300მ)
1 ჰონგ-კონგი ჩინეთი 657 6
2 შენჭენი ჩინეთი 513 16
3 ნიუ-იორკი აშშ 421 16
4 დუბაი UAE 395 28
5 გუანჯოუ ჩინეთი 254 11
6 შანხაი ჩინეთი 250 5
7 კუალა-ლუმპური მალაიზია 211 5
8 ჩუნცინი ჩინეთი 205 5
9 ტოკიო იაპონია 200 0
10 ვუჰანი ჩინეთი 183 5

ჩინეთში თითქმის იმდენივე ცათამბჯენი მდებარეობს, რამდენიც მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნების ყველა ქალაქში ჯამურად. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აზიური სახელმწიფოს ურბანული წინსვლისა და ეკონომიკური განვითარების ტემპებს.

უახლოეს მომავალში საუდის არაბეთში „ჯედას კოშკი“, მშენებლობის დასრულების შემდეგ, „ბურჯ ხალიფას“ ყველაზე მაღალი ცათამბჯენის ტიტულს ჩამოართმევს. თავის მხრივ, მეორე ყველაზე მაღალი ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ კუალა-ლუმპურშიც.

Previous Post

აქციონერებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!

Next Post

თიბისი უზბეკეთში EBRD-ის მიერ გამართული ყოველწლიური ფორუმის მხარდამჭერია

დავით ბერაძე

Next Post
თიბისი უზბეკეთში EBRD-ის მიერ გამართული ყოველწლიური ფორუმის მხარდამჭერია

თიბისი უზბეკეთში EBRD-ის მიერ გამართული ყოველწლიური ფორუმის მხარდამჭერია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result