Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

როგორია STEM სკოლაში სწავლის პროცესი? – მარიამ ოყუჯავა, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი

by Nina Getsadze
April 10, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
როგორია STEM სკოლაში სწავლის პროცესი? – მარიამ ოყუჯავა, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის და მომავლის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ბანკმა, კომაროვის სკოლასთან ერთად საგანმანათლებლო პროექტი – STEM სკოლა შექმნა. 

ინიციატივა შესაძლებლობას აძლევს ტექნოლოგიებით დაინტერესებულ, ნიჭიერ და ცნობისმოყვარე ბავშვებს, გაიარონ ერთწლიანი სასწავლო კურსი ონლაინ, დაეუფლონ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას STEM მიმართულებით. 

განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კი, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად შესარჩევ ეტაპზე საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს 100%-ით, ხოლო 30-ს 50%-ით უფინანსებს STEM სკოლაში სწავლას. 

STEM სკოლაში სწავლის პროცესისა და მიღებული გამოცდილებების შესახებ საქართველოს ბანკის გასული წლის სტიპენდიატი, მარიამ ოყუჯავა გვიყვება. 

მარიამი ზუგდიდის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეა,  როგორც თვითონ ამბობს, პროექტში მონაწილეობისთვის თავდაჯერებულობა და მოტივაცია  მისი ფიზიკის მასწავლებლის დამსახურებაა:

“სწორედ მან შემაყვარა ფიზიკა და დამარწმუნა, ჩემს შესაძლებლობებში. საქართველოს ბანკის სტიპენდია ჩემთვის ფინანსური მხარდაჭერაზე უფრო ძვირფასია – ეს არის მოტივაცია და  მაგალითი იმისა, რომ მომავალშიც თუ მიზნების მისაღწევად ვიშრომებ, აუცილებლად დამიფასდება“.

მარიამს ბავშვობიდან აინტერესებს საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნები:

„რაც დრო გადის და მეტს ვსწავლობ, ვაანალიზებ, რამხელა სფეროა და რამდენი შესაძლებლობა არსებობს“. 

STEM სკოლაში გაკვეთილებს კომაროვის პროფესიონალები ონლაინ რეჟიმში ატარებენ, რაც ნებისმიერი რეგიონის სკოლის მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, დაესწროს საგაკვეთილო პროცესებს და ისწავლოს ის, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს.

სწავლების პროცესისა და შინაარსის შესახებ მარიამი საკუთარ ემოციებს გვიზიარებს. ამბობს, რომ პრაქტიკაზე ორიენტირებული მიდგომები, მასწავლებლების უშუალო დამოკიდებულება არა მხოლოდ საკითხების გაგებაში, არამედ კრიტიკული აზროვნების განვითარებაშიც ეხმარება: 

„უკვე ერთი წელია STEM  სკოლაში ვარ და აქაურობა ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა. სწავლის პროცესი განსხვავდება ტრადიციული სასწავლო მეთოდებისგან. რაღაცას ჯერ ვსწავლობთ და მერე რეალურად ვაკეთებთ, პრაქტიკა მეხმარება ვისწავლო დამოუკიდებლად ფიქრი და ვიპოვო პრობლემების გადაჭრის გზები“.

მარიამი სამომავლო გეგმებსაც მეცნიერებას, ელექტროინჟინერიას უკავშირებს. აპირებს რომ სწავლა STEM მიმართულებით გააგრძელოს, აღმოაჩინოს  და შექმნას ინოვაციური პროექტები. 

„წელს ჩვენი სკოლიდან კიდევ ორი მოსწავლე  შეუერთდა პროექტს. ყველას გულწრფელად ვურჩევდი, მომავალში აუცილებლად სცადონ ბედი. თუ მეცნიერება გაინტერესებს და გინდა თავად გახდე ის, ვინც მომავალში ტექნოლოგიურ სიახლეებს შექმნის, აქ ცოდნის კარგ საფუძველს შეიქმნი“.

წელს საქართველოს ბანკის ბანერებზე წარმატებული სტიპენდიატები მოხვდნენ სხვადასხვა რეგიონიდან. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ მარიამია: 

„ჩემი ბანერი რომ დავინახე, ძალიან გამიხარდა, ჩემთვის ეს ხომ უდიდესი მოტივაციაა და მგონია, რომ ჩემს თანატოლებსაც დააინტერესებთ სტიპენდია. დაიჯერებენ, რომ თუ მე შევძელი, მათაც აუცილებლად გამოუვათ“.

ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და აუცილებელია საქართველო არ ჩამორჩეს მსოფლიო განვითარების ტემპს. განვითარება კი სწორედ მომავლის პროფესიების სწავლებით და მარიამის მსგავსი ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენით იწყება.

თუ ხარ ცნობისმოყვარე, მოგწონს მეცნიერება და გაინტერესებს როგორ იქმნება ელექტრონული ხელსაწყოები, აუცილებლად, დარეგისტრირდი STEM სკოლაში. იმეცადინე და მოიპოვე საქართველოს ბანკის სრული დაფინანსება, შენი იდეებით, ფანტაზიითა და ცოდნით გაქვს შესაძლებლობა, ადამიანების ყოველდღიურობა შეცვალო. 

საქართველოს ბანკის მიერ ახალგაზრდების მხარდასაჭერად შექმნილი საგანმანათლებლო პროექტების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია csr.bog.ge-ზე.

Previous Post

თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება

Next Post

რატომ შემცირდა 2024 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები?

Nina Getsadze

Next Post
რატომ შემცირდა 2024 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები?

რატომ შემცირდა 2024 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result