Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

როგორ ვითარდება ქართული საბანკო სისტემა

by Forbes.ge
February 28, 2021
in Forbes Banker
0
როგორ ვითარდება ქართული საბანკო სისტემა
0
SHARES
0
VIEWS

“ჩვენთვის მარტო ბანკია ის მოედანი, რომელზეც უნდა აღიზარდოს, ფეხი აიდგას, გაიწურთნოს, გაინავარდოს ჩვენმა თვითმოქმედებამ, ჩვენმა ზნეობრივმა ძალ-ღონემ. ვისაც ჩვენი ქვეყანა გულწრფელად უყვარს და ჩვენთვის კეთილი არ შურს, ის დიდის სიფრთხილით, დიდის მოსაზრებით უნდა ეკიდებოდეს ყოველს საგანს, ყოველს აზრს ბანკის შესახებ” .– ილია ჭავჭავაძე.

საქართველოში კომერციული საბანკო საქმიანობის ისტორია მე-19 საუკუნის პირველი ნახევრიდან იწყება. დღევანდელ ბანკებთან ყველაზე ახლოს მდგომი იყო 1875 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული “თბილისის საადგილმამულო ბანკი”, რომელშიც დიდგვაროვნები მიწებს აგირავებდნენ, ხოლო გლეხებს ამ მიწების გამოსყიდვა შეეძლოთ, თუნდაც ისევ ამ ბანკისგან აღებული სესხით. აღნიშნულმა ბანკმა 1909 წლამდე იარსება.

დღევანდელი ქართული საბანკო სისტემა 1991 წელს თავიდან აღმოცენდა, რადგან, სამწუხაროდ, დაახლოებით 70 წელი, საბჭოთა კავშირში ყოფნის დროს, არა მარტო ქართული ბანკები არ არსებობდა, არამედ ზოგადად კერძო საბანკო სისტემა არ იყო დაშვებული. იყო მხოლოდ სახელმწიფო ბანკები, რომლებიც ძირითადად ფულის შემნახველი სალაროების როლს ასრულებდნენ.

1991 წლიდან კომერციული ბანკების დაარსება და განვითარება ქაოსურად დაიწყო, საბანკო ლიცენზიის მიღება პრობლემას არავისთვის წარმოადგენდა. შედეგად, ორ წელიწადში ასობით ბანკი გაიხსნა, თუმცა ასობითვე დაიხურა. ხშირ შემთხვევაში ბანკები მხოლოდ აფერა იყო – ისინი მოსახლეობისგან ფულს იღებდნენ, შემდეგ მუშაობას წყვეტდნენ და ბანკის მფლობელები ქვეყნიდან გარბოდნენ. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ კერძო საბანკო სისტემაში ისედაც გაუთვითცნობიერებელმა მოსახლეობამ კიდევ უფრო დაკარგა ნდობა ბანკების მიმართ. ამას თან ერთვოდა ისიც, რომ საბჭოთა კავშირის დროს შემნახველ სალაროებში შეტანილი ფული ხალხს აღარ დაუბრუნდა. ამ ფულს მოსახლეობა დღემდე ითხოვს.

მიუხედავად ფართომასშტაბიანი აფერებისა, კატასტროფული კრიმინალური ფონისა და საბანკო კულტურის არარსებობისა, რამდენიმე ქართულმა ბანკმა 90-იან წლებს გაუძლო და დღესაც არის ბაზარზე, უკვე როგორც სანდო და დიდი ბანკები.

საქართველოს ეროვნულ ბანკს წლების მიხედვით აქვს გამოქვეყნებული ინფორმაცია საქართველოში მოქმედი ბანკების რაოდენობის შესახებ. 1995 წელს 102 ბანკი იყო. შემდეგ მათი რიცხვი სწრაფად მცირდებოდა და მინიმუმს, 17 ბანკს, 2006 წელს მიაღწია. ამის შემდეგ ბანკების რაოდენობა უმნიშვნელოდ იკლებდა ან მატულობდა და დღეის მდგომარეობით საქართველოში 18 კომერციული ბანკია. თუმცა უკვე დადასტურებულია, რომ წლის ბოლომდე “ბანკი რესპუბლიკა” სრულად თიბისი ბანკის საკუთრება გახდება, ცალკე ფუნქციონირებას შეწყვეტს. გამოდის, რომ, თუ ახალი ბანკი არ დაემატა ბაზარს, 2017 წლიდან საქართველოში 17 კომერციული ბანკი იქნება.

ბანკების რაოდენობის კლების პარალელურად იზრდება ბანკების ფილიალებისა და სერვისცენტრების რაოდენობა. ეს იმ ფონზე, როდესაც უამრავი მომხმარებელი ინტერნეტბანკს იყენებს, სალაროები, ფაქტობრივად, ფულის ჩასარიცხმა აპარატებმა ჩაანაცვლა. 1996 წელს 61 ბანკს ჰქონდა 242 ფილიალი, დღეს კი 18 ბანკს 955 ფილიალი და სერვისცენტრი აქვს.

ქართული საბანკო სექტორის განვითარების შესაფასებლად ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინდიკატორია საბანკო აქტივების ცვლილების ტენდენცია. საბანკო აქტივებზე ინფორმაცია 2004 წლიდან მოვიპოვეთ. ამ მხრივ ბოლო 12 წელიწადში ძალიან დიდი პროგრესია მიღწეული, რაც გარკვეულწილად იმანაც განაპირობა, რომ 2004 წელს ბანკების ჯამური აქტივები 1,7 მილიარდი ლარი იყო. 2016 წლის ივლისის მონაცემებით 26.7 მილიარდი ლარია, ანუ გაზრდილია 15,7-ჯერ. აქტივების ზრდასთან ერთად გაიზარდა ბანკების სააქციო კაპიტალიც. 2004 წელს 400 მილიონ ლარამდე იყო, 2016 წლის ივლისში კი 3.8 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ ბანკების რაოდენობის კლების მიუხედავად საქართველოს საბანკო სექტორი იზრდება და მეტ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკაში.

ბანკების განვითარების აუცილებელი პირობა დეპოზიტების ზრდაა. ამ მხრივ ბოლო 20 წელიწადში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება. 1996 წელს ყველა ბანკში არსებული დეპოზიტი ერთად 56 მილიონი ლარი (მშპ-ის 1.5%) იყო, 2016 წლის ივლისში კი 16 მილიარდ ლარს (მშპ-ს 51%) გადააჭარბა. თუმცა მოსახლეობა დანაზოგის გაკეთებას უცხოურ ვალუტაში უფრო ამჯობინებს, ვიდრე ლარში. ბანკებში 16 მილიარდის 70%-მდე უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებია. ბოლო წლებში ლარში გამოსახული დეპოზიტების ზრდას ლარის კურსის გაუფასურებამაც შეუწყო ხელი. დოლარში დეპოზიტების მატების ნაკლები ტემპია.

ლოგიკურია, რომ დეპოზიტების ზრდას თან ახლავს ბანკების მიერ გაცემული სესხების ზრდა. სესხებთან დაკავშირებით ინფორმაცია 2003 წლიდან მოვიპოვეთ. 2003 წელს 746 მილიონი ლარის (მშპ-ის 8,7%) სესხი იყო გაცემული, 2016 წლის ივლისის მდგომარეობით კი 22-ჯერ მეტი, 16.8 მილიარდი ლარის სესხია (მშპ-ის 52%) გაცემული. გამომდინარე იქიდან, რომ ბანკებს დეპოზიტების უმეტესობა უცხოურ ვალუტაში აქვთ, სესხების უმეტესობასაც უცხოურ ვალუტაში გასცემენ. ბოლო მონაცემებით, სესხების 65% უცხოურ ვალუტაშია გაცემული.

საბანკო აქტივების, დეპოზიტებისა და სესხების ზრდასთან ერთად იკლებდა სესხის სარგებლის განაკვეთი. 1996 წელს კომერციული ბანკების სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 61% იყო, 2016 წლის ივნისში კი – 13.1%. საპროცენტო განაკვეთი განსაკუთრებით სწრაფად 2006 წლამდე იკლებდა. 2007 წელს შეაფერხა მაღალმა ინფლაციამ, ხოლო 2008-2009 წლებში – მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა. 2012 წლიდან განაკვეთები ისევ კლების ტენდენციას დაუბრუნდა, რაც 2015 წლიდან ლარის საგრძნობი გაუფასურებით წარმოქმნილმა ფინანსური არასტაბილურობის რისკმა შეაჩერა. 2015 წლიდან მონეტარული პოლიტიკა მნიშვნელოვნად გამკაცრდა, რაც პირდაპირ აისახება ლარში გასაცემი (ზოგ შემთხვევაში გაცემული) სესხების საპროცენტო განაკვეთებზე. რადგან დღეს ბანკებს საკრედიტო რესურსი (განსაკუთრებით, გრძელვადიანი რესურსი) უცხოურ ვალუტაში აქვთ და ამასთან უცხოური ვალუტა უფრო მყარია, ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი თითქმის 2-ჯერ მეტია, ვიდრე უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე. ამასთან, ბანკებს ურჩევნიათ, თუ დიდი მოცულობით სესხი ხუთი და მეტი წლის ვადით არის გასაცემი, ის უცხოურ ვალუტაში (ძირითადად დოლარში) გასცენ.

ერთი მხრივ, ბანკების რაოდენობის შემცირება და მეორე მხრივ, დეპოზიტებისა და სესხების ზრდა და, რაც მთავარია, საპროცენტო განაკვეთების შემცირება გვიჩვენებს, რომ საბანკო სექტორში კონკურენციისთვის გადამწყვეტი არა ბანკების რაოდენობა, არამედ არსებული ბანკების განვითარების დონეა. ბუნებრივია, რაც მეტი კომერციული ბანკი იქნება საქართველოში, მით უკეთესია, მაგრამ უნდა შენარჩუნდეს ის დიდი მიღწევა, რომ საქართველოში ბანკები აღარ კოტრდებიან. იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ბანკი გაიყიდა, ზოგიერთი უფრო დიდ ბანკს მიუერთდა, ზოგის ლიკვიდაცია განხორციელდა, მაგრამ ეს პროცესები ისე წარიმართა, რომ მეანაბრეები არ დაზარალებულან. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი საბანკო სექტორისადმი ნდობის შენარჩუნებისა და კიდევ უფრო მეტი განვითარებისთვის.

რომ შევაჯამოთ, ბოლო 20 წელიწადში აშკარა პროგრესი იკვეთება. ბანკები, ერთი მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უწყობენ ხელს, მაგრამ, მეორე მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი (რაც მხოლოდ საბანკო სექტორზე არ არის დამოკიდებული) და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა უნდა იყოს ისეთი, რომ ბანკების გამსხვილებას, რაოდენობრივ ზრდასა და საპროცენტო განაკვეთების კლებას შეუწყოს ხელი.

Previous Post

რამდენი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ვალუტის გადამცვლელი პუნქტია საქართველოში

Next Post

სექტემბერში ლარში განთავსებული დეპოზიტები 53 მილიონი ლარით გაიზარდა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
სექტემბერში ლარში განთავსებული დეპოზიტები 53 მილიონი ლარით გაიზარდა

სექტემბერში ლარში განთავსებული დეპოზიტები 53 მილიონი ლარით გაიზარდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result