როგორ უნდა შეაკავოს მასკი Tesla-ს დირექტორთა საბჭომ – ცნობილი ანალიტიკოსის რეკომენდაციები

წასაკითხი დრო 1 წუთი
წასაკითხი დრო 1 წუთი

Tesla-ს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ანალიტიკოსმა ავტომწარმოებლის დირექტორთა საბჭოსთვის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ერთგვარი შეკავების გეგმა წარმოადგინა. მიზანი Tesla-ზე მილიარდერის ქმედებების გავლენის შემცირებაა, მათ შორის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მასკის დაპირისპირების აღმოფხვრის გზით.

Wedbush-ის ანალიტიკოსი დენ აივზი სამშაბათს დილით კლიენტებისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ Tesla-ს დირექტორთა საბჭომ „ახლავე უნდა იმოქმედოს და მასკისთვის თავისი პოლიტიკური ამბიციებისა და ქმედებების გარშემო ძირითადი წესები დაადგინოს“.

აივზმა, რომელიც Tesla-ს აქციების მიმართვ ანალიტიკოსებს შორის გამორჩეულად ოპტიმისტურად არის განწყობილი, საბჭოსთვის სამმხრივი რეკომენდაცია წარადგინა:

  • კომპენსაციის ახალი პაკეტის დამტკიცება, რომელიც მასკის ხმის მიცემის უფლებას კომპანიაში დაახლოებით 25%-მდე გაზრდის;
  • ზუსტად განსაზღვრა, თუ რამდენი დრო უნდა გაატაროს მასკმა კომპანიაში – ეს წლების განმავლობაში ინვესტორების მთავარი მოთხოვნაა, რადგან მილიარდერი დროის მნიშვნელოვან ნაწილს მემარჯვენე პოლიტიკას, სოციალურ ქსელებსა და პირად კომპანიებს უთმობს;
  • დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი – სპეციალური საზედამხედველო კომიტეტის შექმნა, რომელიც მასკის პოლიტიკურ ქმედებებზე იქნება ფოკუსირებული. კომიტეტს შეეძლება, დაარღვიოს ან შეწყვიტოს მილიარდერის კომპენსაცია იმ შემთხვევაში, თუ ის დადგენილ წესებს გადაუხვევს.

ცნობისთვის, Tesla-ს აქციების ფასი დღეს, სავაჭრო ბირჟის გახსნამდე, 1%-ით გაიზარდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მასკის მიერ გასულ თვეში ტრამპის საჯარო კრიტიკის წამოწყების შემდეგ 10%-ზე მეტით არის გაუფასურებული. გუშინ აქციების ფასი მნიშვნელოვნად დაეცა, რაც მასკის მიერ ახალი პოლიტიკური პარტიის დაარსებაზე ინვესტორების რეაგირების შედეგია. ამან მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონების 12 მილიარდი დოლარით შემცირება გამოიწვია.

More to read