Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ბიზნესი

როგორ გაზარდა ტრამპმა ქონება პრეზიდენტობის პერიოდში?

by იზა გვარამაძე
September 9, 2025
in ბიზნესი, მილიარდერები, მსოფლიო, პოლიტიკა, ფინანსები, ყველა სიახლე
0
როგორ გაზარდა ტრამპმა ქონება პრეზიდენტობის პერიოდში?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

2025 წელი დონალდ ტრამპისთვის ყველაზე მოგებიანი წელი აღმოჩნდა. ამერიკული Forbes-ის შეფასებით, პრეზიდენტის ქონება ამჟამად რეკორდულად ნიშნულს აღწევს და $7.3 მილიარდს უტოლდება. 2024 წელს, როდესაც ის ჯერ კიდევ იბრძოდა თეთრ სახლში დაბრუნებისთვის, $4.3 მილიარდის ქონებას ფლობდა. სიმდიდრის 3 მილიარდი დოლარით ზრდამ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი Forbes 400-ში 118 ადგილით დააწინაურა და 201-ე პოზიცია მიანიჭა.

როგორც Forbes-ი წერს, აშშ-ის ისტორიაში საკუთარი თანამდებობა ამხელა ფინანსური სარგებლისთვის არცერთ პრეზიდენტს არ გამოუყენებია. ტრამპის კიდევ უფრო გამდიდრების მთავარი წყარო კი გახდა კრიპტოვალუტა — სექტორი, რომელიც ხშირად არის  რეგულატორების სამიზნე და აჟიოტაჟის მიზეზი.

2024 წლის სექტემბერში, ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ტრამპმა შვილებთან ერთად კრიპტოპროექტი World Liberty Financial-ი შექმნა. თავდაპირველად ინიციატივა სუსტ შედეგს იძლეოდა, თუმცა ვითარება მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ტრამპმა თეთრი სახლი დაიბრუნა.

აღსანიშნავია, რომ სკანდალურმა კრიპტო-ანტრეპრენიორმა, ჯასტინ სუნმა პროექტში 75 მილიონი დოლარი ჩადო, საიდანაც დაახლოებით $40 მილიონი თავად ტრამპს და მის ოჯახს გადაეცა. ეს ინვესტიცია იქცა ბიძგად, რომელმაც შემდგომში მრავალმილიარდიანი ბუმი გამოიწვია. იანვარში, თეთრ სახლში დაბრუნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ტრამპმა მემეკოინი გამოუშვა, რითაც თავის ნაღდ ფულს ასობით მილიონი დოლარი შემატა.

ამავდროულად, World Liberty Financial-ის მიერ გამოშვებულმა ტოკენებმა უკვე 1.4 მილიარდი დოლარის შემოსავალი დააგენერირა. ამ თანხის დაახლოებით 75% ტრამპის ოჯახის კომპანიას ხვდება, რაც $1 მილიარდზე მეტის მოგებას ნიშნავს. გარდა ამისა, ტრამპის მიერ შემოღებულმა, კრიპტოსადმი მეგობრულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, პრეზიდენტის პირადი სარგებელი კიდევ უფრო გაზარდა.

ქონების ზრდის მთავარი წყაროები

Forbes-ის მონაცემებით, ტრამპის ქონება ძირითადად შემდეგმა მიმართულებებმა გაზარდა:

  • მემეკოინი — +$710 მლნ

  • ლიკვიდური აქტივები — +$660 მლნ

  • ლიცენზირება და მენეჯმენტი — +$410 მლნ

  • იურიდიულ დავაში გამარჯვება — +$470 მლნ

  • World Liberty Financial-ის ტოკენები — +$340 მლნ

  • სტეიბლკოინის ბიზნესი — +$240 მლნ

ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ ტრამპს $500-მილიონიანი ჯარიმა გაუუქმა, რამაც მისი ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაამყარა. ტრამპის უძრავი ქონების ლიცენზირების ბიზნესმა, რომელიც წლების განმავლობაში შეჩერებული იყო, 2024 წელს შემოსავლები 580%-ით, 45 მილიონ დოლარამდე გაზარდა. მან ახალი ხელშეკრულებები საუდის არაბეთში, ვიეტნამში, რუმინეთში, ინდოეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გააფორმა. ამასთან, გასულ წელს ტრამპის გოლფის მოედნებისა და კლუბების პორტფელის მოგება 30%-ით გაიზარდა, რამაც მილიარდერ პრეზიდენტს 325 მილიონი დოლარი მოუტანა.

ამავე პერიოდში, ტრამპმა მნიშვნელოვანი ვალებიც დაფარა — 114 მილიონი დოლარის სესხი ნიუ-იორკის ცათამბჯენის, 40 Wall Street-ისთვის, ასევე ჯამურად დაახლოებით 15 მილიონი დოლარის სესხები ნიუ-იორკისა და ფლორიდის სასახლეებისთვის.

Forbes-ის შეფასებით, ამჟამად დონალდ ტრამპის აქტივები 8.4 მილიარდ დოლარს შეადგენს, საიდანაც 1.1 მილიარდი ლიკვიდურ აქტივებშია, ვალდებულებები კი დაახლოებით იგივე მოცულობისაა — $1.1 მილიარდი.

Previous Post

თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, უზბეკეთში ბიზნესგამოფენა გაიმართება

Next Post

სექტემბერი: საკვერცხის კიბოსთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების თვე

იზა გვარამაძე

Next Post
სექტემბერი: საკვერცხის კიბოსთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების თვე

სექტემბერი: საკვერცხის კიბოსთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების თვე

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result