Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

როგორ გამდიდრდა „იუსკი“?

by Forbes.ge
January 31, 2023
in ბიზნესი, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
როგორ გამდიდრდა „იუსკი“?
0
SHARES
0
VIEWS

ავეჯისა და საოჯახო ნივთების მაღაზიათა ქსელმა, კომპანია „იუსკმა“ 2021 წელს 4.3 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 604 მილიონი ევრო შეადგინა. „იუსკს“ დღეს 3,273 მაღაზია აქვს მსოფლიოს 48 ქვეყანაში, დასაქმებული ჰყავს 30 ათასამდე ადამიანი.

„იუსკი“ 1979 წელს დანიელმა ბიზნესმენმა ლარს ლარსენმა და მისმა მეუღლემ კრისტინ ბრუნსბორგმა დააარსეს. ლარსენი ბიზნესში, კერძოდ კი ვაჭრობაში 1966 წლიდან იყო ჩართული და 20,000 დოლარის დანაზოგით პირველი მაღაზია, რომელსაც თავიდან Jysk Sengetøjslager-ი (იუსკის საწოლების მაღაზია) ერქვა, დანიის ქალაქ ორჰუსში გახსნა. დანიაში Jysk-ს დანიის იუტლენდის ნახევარკუნძულის წარმომავლობის მქონე ადამიანებს უწოდებენ, საიდანაც „იუსკის“ დამფუძნებლები იყვნენ. „იუსკის“ დაარსებისას უკვე დიდი და ცნობილი კომპანია იყო შვედური „იკეა“. რადგან „იუსკის“ პროდუქცია „იკეას“ პროდუქციას ჰგავდა და ისიც სკანდინავიური ბრენდი იყო, მას დანიურ „იკეასაც“ კი ეძახდნენ.

1980 წლიდან ბრენდმა აქტიური სარეკლამო კამპანია და დანიაში ახალი მაღაზიების გახსნა დაიწყო. პირველი მაღაზია ქვეყნის გარეთ კი გერმანიაში, ქალაქ ფლენსბურგში გაიხსნა. ამავე წელს მაღაზია ამუშავდა გრენლანდიაში, 1986 წელს კი ფარერის კუნძულებზე. გრენლანდია და ფარერის კუნძულები დანიის სამეფოში შემავალი ტერიტორიებია. 1987-1988 წლებში „იუსკის“ ახალი მაღაზიები ისლანდიასა და ნორვეგიაში გაიხსნა. ამ პერიოდში კომპანიას საკმაოდ აქტიური სარეკლამო კამპანია ჰქონდა, რომელშიც თავად კომპანიის დამფუძნებელი ლარს ლარსენიც იყო ჩართული. ის გამოდიოდა ტელევიზიით და მომხმარებლებს მისი პროდუქტის უპირატესობებში არწმუნებდა. მიჩნეულია, რომ მისმა მარკეტინგულმა უნარებმა დიდი როლი ითამაშა კომპანიის წარმატებაში. ბრენდს 1990 წელს უკვე 120 მაღაზია ჰქონდა გახსნილი.

„იუსკის“ მიერ 1991 წელს „იკეას“ სამშობლოში, შვედეთში შესვლა საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო, თუმცა კომპანიამ კონკურენციას გაუძლო და თავისი ადგილი დაიმკვიდრა. მომავალი, 1992 წელი კი დიდი ნაბიჯის წელი იყო, რადგან „იუსკმა“ ოკეანის მიღმა, აშშ-ში, ნიუ-იორკში გახსნა მაღაზია.

სოციალისტური ბლოკის დაშლის შემდეგ „იუსკს“ საშუალება მიეცა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაფართოებულიყო. 1996 წლიდან შევიდა რუსეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, პოლონეთში, ჩეხეთში და ა.შ. 2000 წელს „იუსკის“ მაღაზიების ქსელი მსოფლიოში უკვე 400-მდე მაღაზიას აერთიანებდა.

2005 წელს „იუსკის“ მე-1000 მაღაზია გაიხსნა გერმანიაში. 2006 წელს კი მისი მაღაზიები ყაზახეთში გამოჩნდა. 2008 წელს დანიაში ჩრდილოეთ ევროპის ყველაზე დიდი საწყობი გაიხსნა, რომლის ფართობი 64,000 კვადრატული მეტრია. 2009 წელს, კომპანიის 30 წლის იუბილეზე, „იუსკს“ უკვე 1500-მდე მაღაზია ჰქონდა გახსნილი მსოფლიო მასშტაბით.

კომპანიის განვითარებაში მნიშვნელოვანი იყო 2010 წელი, როდესაც „იუსკის“ დანიის ოფისმა გაყიდვები ონლაინ დაიწყო და პირველი მაღაზია გახსნა ჩინეთში, ქალაქ შანხაიში. 2011 წელს „იუსკის“ დამაარსებელი ლარს ლარსენი ამერიკული „ფორბსის“ რეიტინგში მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის 34-ე ადგილს იკავებდა. მისი ქონება 4 მილიარდ აშშ დოლარამდე იყო.

2012 წელს „იუსკი“ უკრაინაში შევიდა და ამავე წელს მისი მაღაზიების რიცხვმა 2,000-ს მიაღწია. კომპანიამ ახალი, შედარებით მცირე ფართობის მაღაზიების გახსნა დაიწყო, რომლებიც ძირითადად სავაჭრო მოლებში მდებარეობდა.

საქართველოში „იუსკის“ პირველი მაღაზია 2016 წელს გაიხსნა. ამავე წელს „იუსკის“ მაღაზიები მოლდოვაში, ბელარუსში, ტაჯიკეთში, მალტასა და პორტუგალიაში გამოჩნდა. საინტერესოა, რომ „იუსკი“ საქართველოში უფრო ადრე შემოვიდა, ვიდრე ბელგიაში, სადაც პირველი ორი მაღაზია 2017 წელს გაიხსნა.

2019 წელს „იუსკის“ დამფუძნებელი ლარს ლარსენი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა კომპანიის მფლობელი დღემდე მისი ოჯახია. ლარს ლარსენი „იუსკს“ 40 წელი მართავდა და გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე დატოვა თანამდებობა. ახალი მმართველი მისი შვილი გახდა. 2019 წელს კომპანიის შემოსავალი 28 მილიარდი დანიური კრონი (4 მილიარდი დოლარი) იყო, როდესაც 1979 წელს რამდენიმე ათასი კრონით დაიწყო. 2013 წელს ლარს ლარსენი ამბობდა, რომ ყველაფერს გაყიდდა „იუსკის“ გარდა, რადგან ის მისი შვილია და შვილებს არ ყიდიან.

2021 წელს კომპანიამ იტალიაში მე-3,000 მაღაზია გახსნა. 2022 წლის მარტში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო „იუსკმა“ რუსეთში ყველა მაღაზია დახურა და უკრაინელ დევნილებს ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.

დღეს „იუსკს“ ყველაზე მეტი – 962 მაღაზია გერმანიაში აქვს გახსნილი. შემდეგ მოდის პოლონეთი 283 მაღაზიით და შვედეთი 156 მაღაზიით. საქართველოში კომპანიას 6 მაღაზია აქვს.

Previous Post

Ford-ი Mustang Mach-E-ის ფასის შემცირებას გეგმავს

Next Post

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები         

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები         

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები         

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result