Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

როგორ აქცია ალი ვებმა Drybar-ი $70-მილიონიან ბიზნესად

by Forbes.ge
February 28, 2021
in Forbes Woman
0
როგორ აქცია ალი ვებმა Drybar-ი $70-მილიონიან ბიზნესად
0
SHARES
0
VIEWS

10 მარტს Drybar-ის ვარცხნილობების ქსელმა თავისი 57-ე სალონის გახსნა აღნიშნაა საზეიმო ლენტის გაჭრით. ახალი სალონი ვირჯინიაში, კერძოდ, გლამურულ ტაისონის კუთხის მოლში მდებარეობს. წლის ბოლომდე უკვე 70 Drybar-ის სალონი იქნება შტატებში და კიდევ ერთი ვანკუვერში, ბრიტანეთის კოლუმბიაში. Drybar-ი ასევე გეგმავს 2017 წელს გააფართოოს თავისი ქსელი კანადაში.

ექვსი წლის წინ დაარსებული კომპანიის შემოსავალმა 2015 წელს უკვე $70 მილიონი შეადგინა და Drybar-ი ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებას გეგმავს. სწრაფად მზარდი და ლამაზად შეფუთული ვარცხნილობის დასაყენებელი ინსტუმენტები და თმის მოვლის საშუალებები Drybar-ის გაყიდვების ერთ მეოთხედს შეადგენს.

Drybar-ის შემოსავლების მაჩვენებელი უდავოდ შთამბეჭდავია, მაგრამ კიდევ უფრო გასაოცარია მისი ზრდის ტრაექტორია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, საიდან დაიწყო შვიდი წლის წინ კომპანიის დამფუძნებელმა ალი ვებმა: 2001 წელს გამოშვებული Nissan Xterra-თი ალი ვები ლოს-ანჯელესის გადატვირთულ ქუჩებში თავის კლიენტებთან სახლში მიიჩქაროდა და მათ ვარცხნილობის გაკეთებას სახლიდან გაუსვლელად სთავაზობდა.

მოგვიანებით, 2009 წელს, როდესაც დიდი ხნის გამოცდილმა სტილისტმა ალი ვებმა დაინახა, თუ რაოდენ გაიზარდა მოთხოვნა მის $40-იან ვარცხნილობებზე, მან თავის ძმას, მარკეტინგის სპეციალისტ მაიკლ ლანდაუს მიმართა დახმარებისათვის. მაიკლი დათანხმდა, რომ $250,000-იანი ინვესტიცია ჩაედო Drybar-ის პირველი სალონის გახსნაში კალიფორნიაში, კერძოდ, ბრენტვუდის მდიდრულ რაიონში. მაიკლი ალი ვების პირველი ბიზნესპარტნიორი და კომპანიის პირველი აღმასრულებელი დირექტორი გახდა. ალი ვებმა და მისმა მეუღლემ მთელი თავიანთი დანაზოგი – $50,000 – ჩადეს ამ ბიზნესში.

საბედნიეროდ, ალი ვების ინტუიციამ იმასთან დაკავშირებით, რომ ქალები ცხელი ჰაერის მეშვეობით ოსტატურად შექმნილ ვარცხნილობაში $40-ს (2015 წლის ფასების მატების შემდეგ ვარცხნილობის ღირებულება $45 გახდა) გადაიხდიდნენ, გაამართლა. Drybar-ი თავის კლიენტებს მხოლოდ ვარცხნილობის დაყენებას სთავაზობს – “არანაირი შეჭრა, თმის შეღებვა, მხოლოდ თმის დავარცხნა”, – სწორედ ეს წერია Drybar-ის სარეკლამო სლოგანში. 2012 წლისათვის, როდესაც ჟურნალ Forbes-ში ამ კომპანიის შესახებ სტატია დაიბეჭდა, Drybar-ის წლიური გაყიდვები უკვე $20 მილიონს შეადგენდა.

გარკვეულწილად ჩვენ შევცვალეთ ვარცხნილობისადმი მიდგომა, – ამბობს ალი ვები. – მე ამას დიდი თავმდაბლობით ვაცხადებ. ეს არის მარტივი ფუფუნება, რომელსაც შეუძლია მთლიანად შეცვალოს თქვენი დღე. ამ კატეგორიის მომსახურების შესახებ ინფორმირებულობა მანამდე არ არსებობდა იმ სახით, როგორიც ის დღეს არის”.

წლების განმავლობაში Drybar-ის შემოსავლის 250%-იანი ზრდა ნაწილობრივ ორგანულად ერწყმოდა მთელი ამერიკის მასშტაბით ახალი Drybar-ის სალონების გახსნაზე მზარდ მოთხოვნას. მარტო ნიუ-იორკში Drybar-ის 13 სალონია და წელს იგეგმება კიდევ ერთი მე-14 სალონის გახსნა ბრუკლინის მდიდრულ დასახლებაში – ბოერუმ-ჰილში.

Drybar-ის შემოსავლების ასეთი შთამბეჭდავი ზრდა ნაწილობრივ კომპანიის მიერ წარმოებული იმ პროდუქციის დამსახურებაც არის, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი, რათა კლიენტებმა თავად, საკუთარ სახლში გაიკეთონ სალონში შესრულებული ვარცხნილობის მსგავსი. Drybar-ის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი არის $195-ად ღირებული კომპანიის სამარკო ყვითელი ფერის თმის საშრობი. Drybar-ის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია სალონებში, ინტერნეტით და ასევე Sephora-სა და Nordstrom- ის (JWN +2.72%) მაღაზიებში, რაც ძალზე მნიშვნელოვანია როგორც შემოსავლების თვალსაზრისით, ასევე ბრენდის რეკლამისათვის.

Drybar-ის ახალი მარკეტინგული კამპანია მოუწოდებს ქალბატონებს “გაიხანგრძლივონ” თავიანთი ვარცხნილობა სამი დღით, რაშიც მათ $23-ად ღირებული მშრალი შამპუნი და $45-იანი აბრეშუმის ბალიშის პირი დაეხმარებათ.

სინამდვილეში ალი ვებმა კარგად იცის, რომ Drybar-ის ვარცხნილობის გამეორება საკუთარ აბაზანაში შეუძლებელია და ასევე შეუძლებელია იმ ატმოსფეროს გადმოტანა სახლში, რომელსაც ამ ქსელის მუდმივი კლიენტები არიან მიჩვეული: ფერთა მზიანი პალიტრა; ლარნაკებში ჩაწყობილი ყვითელი ვარდები, რომელთაც ყოველ კვირას ცვლიან, მისვლისთანავე შემოთავაზებული შამპანური ან ყავა პატარა ორცხობილებით; ფართოეკრანიან ტელევიზორში მუდმივად ჩართულია ქალბატონებისათვის სათაყვანო ფილმები სუბტიტრებით, რადგან თმის საშრობების ხმაურში შეუძლებელია საუბრის მოსმენა.

“ჩვენ გვაქვს საიდუმლო ‘სოუსი’, რომლის ზუსტი კოპირება შეუძლებელია, – ამბობს ალი ვები. – კომპანიის დაარსების პირველ ეტაპზე მე და ჩემი ძმა დიდი სიფრთხილით ვსაუბრობდით იმაზე, თუ რით განვსხვავდებოდით სხვა კონკურენტი კომპანიებისაგან”. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ამ ბაზარზე შეღწევისათვის საკმაოდ დაბალი ბარიერია და Drybar-ს უამრავი კონკურენტი გამოუჩნდა, ალი ვები მაინც უფრო გულახდილად საუბრობს ამ თემაზე.

Drybar-ის ჯადოსნური ფორმულა მდგომარეობს მის თანმიმდევრულობაში. ქსელის “მენიუში” არსებული ვარცხნილობები ისეთივე ადვილად ამოსაცნობია Drybar-ის მუდმივი კლიენტებისათვის, როგორიც Starbucks- ის (SBUX +0.28%) შეთავაზებები სასმელებზე. თუკი სლიკინა, სწორი ვარცხნილობა სურთ, Drybar-ის კლიენტები “მანჰეტენს” ირჩევენ, ხოლო უფრო თავისუფალი, ტალღოვანი ვარცხნილობისათვის “მაი ტაის”. Drybar- ის ვარცხნილობები ერთნაირია იმისდა მიუხედავად, თუ სად გაიკეთეთ ეს ვარცხნილობა ატლანტაში, სან-ფრანცისკოში თუ დალასში.

ალი ვები პირადად ზედამხედველობს სტილისტების მომზადების ინტენსიურ პროგრამას და უზრუნველყოფს, რომ ყველა სტილისტმა ერთნაირად გაიაროს ყველა ნაბიჯი – დაწყებული კლიენტებთან საუბრის მანერით და დამთავრებული თმის ჩამოვარცხნის მიმართულებით რომელიმე კონკრეტული იერის შესაქმნელად.

“ყველა სალონში არის ერთი ინსტრუქტორი, ხოლო მის ზევით კიდევ არის ზედამხედველთა რამდენიმე შრე, – ამბობს ვები. – ასე რომ, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, თავი დავიზღვიოთ”.

რა თქმა უნდა, Drybar-ის ზრდის ტრაექტორიას თავისი შეფერხებებიც ჰქონდა. ალი ვები ამბობს, რომ 2014 წელს კომპანიის ზრდა მოსალოდნელზე ნაკლები იყო. “ჩვენ ავიღეთ პაუზა და დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რა უნდა მოგვემოქმედა”. იმავე წელს Drybar-მა ახალი აღმასრულებელი დირექტორი დაიქირავა: სილამაზის ინდუსტრიის ვეტერანი – ჯონ ჰეფნერი. Drybar-ში მოსვლამდე ჰეფნერი ფჩხილის მოვლის ხაზის OPI-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო (ალი ვების ძმა მაიკლ ლანდაუ კომპანიის დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარედ რჩება). “ჩვენი მიზანი იყო კომპანიის ერთი დონიდან მეორე, უფრო მაღალ დონეზე გადაყვანა”, ამბობს ვები.

კანადაში თავისი სალონების გახსნის შემდეგ, Drybar-ი ევროპის დაპყრობას გეგმავს. ალი ვებს პირველ რიგში თვალი ლონდონზე უჭირავს და ჩრდილოეთ ამერიკის საზღვრებს გარეთ სწორედ ლონდონში აპირებს Drybar-ის პირველი ფორპოსტის გახსნას. ბოლო წლებში ინგლისის დედაქალაქში ბევრი მსგავსი სალონი გაიხსნა, მაგრამ თავად ის იდეა, რომ დროებით ვარცხნილობაში $45-ს (ბრიტანეთში ზოგჯერ ეს უფრო მეტია) იხდი, ლონდონისათვის მაინც ახალია. ლონდონი ამისათვის მზად არის, ისევე როგორც ჩვენი კომპანია. 2010 წლის შემდეგ Drybar-მა კომპანიის გაფართოებისათვის $53-მილიონიანი დაფინანსების მოგროვება შესძლო.

ალი ვები ახლა კომპანიის კრეატიული დირექტორია. მასთან მუდმივად მოდიან ბიზნესქალბატონები, რომლებიც მივლინებისათვის მხოლოდ Drybar-ის ვარცხნილობას ენდობიან. ეს ქალბატონები ხშირად დაფრინავენ მივლინებით სხვადასხვა ქალაქში და ფულს იხდიან იმის გარანტიად, რომ მათი ვარცხნილობა უზადო იქნება იმისდა მიუხედავად, თუ რომელ ქალაქში ექნებათ ბიზნესშეხვედრა: ფენიქსში, ჩიკაგოში თუ ვაშინგტონის ოლქში.

“ჩვენ ვყიდით თავდაჯერებულობას, – ამბობს ალი ვები. – ეს კი $45- ზე გაცილებით მეტად ფასობს”.

Previous Post

ლარის გაცვლითი კურსი

Next Post

ივნისში უცხოური ვალუტის რეზერვები 288 მილიონი დოლარით გაიზარდა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ივნისში უცხოური ვალუტის რეზერვები 288 მილიონი დოლარით გაიზარდა

ივნისში უცხოური ვალუტის რეზერვები 288 მილიონი დოლარით გაიზარდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result