Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

როდის და რომელი ევროპული ქვეყნები იხსნება ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ქართულად
0
როდის და რომელი ევროპული ქვეყნები იხსნება ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის
0
SHARES
0
VIEWS

ევროპის ქვეყნებმა საკარანტინე შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყეს. ფიქრობენ, რომ ტურიზმის სექტორის აღდგენას მეზობელ ქვეყნებთან საზღვრების გახსნით დაიწყებენ. DW-ზე დაყრდნობით გთავაზობთ დეტალურად, თუ როგორ გეგმავენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ზაფხულის ტურისტულ სეზონს.

გერმანია

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სასაზღვრო პუნქტები მეზობელ ავსტრიასთან, შვეიცარიასა და საფრანგეთთან შაბათიდან გაიხსნება. თუმცა, იქნება მკაცრი კონტროლი. 15 ივნისიდან კი გეგმავენ მთლიანად ევროკავშირის ქვეყნებისთვის საზღვრების გახსნას. რაც შეეხება ევროკავშირის მიღმა არსებულ ქვეყნებთან საზღვრების გახსნას, როგორც მოსალოდნელია ეს ივნისში გაირკვევა.

ავსტრია

ოფიციალურმა ვენამაც გერმანიის მსგავსად ევროკავშირის ქვეყნებისთვის შიდა საზღვრების გახსნის თარიღად 15 ივნისი დაასახელა. დღეიდან კი ავსტრია საზღვარს ხსნის გერმანიასთან. ავსტრიის ალპების ტურიზმი მეტწილად გერმანიიდან გადასულ ვიზიტორებზეა დამოკიდებული. როგორც მოსალოდნელია, ავსტრია მსგავს გადაწყვეტილებას მის სხვა მეზობლებთანაც მალე მიიღებს. თუმცა, მთავრობაში აცხადებენ, რომ უცხოელებს ქვეყანაში შესვლამდე ჯანმრთელობის მდგომარეობას შემთხვევითი პრინციპით შეუმოწმებენ.

საფრანგეთი

საფრანგეთს 15 ივნისამდე საზღვრები ძირითადად დაკეტილი ექნება. ადამიანებს ქვეყანაში შესვლის ან ქვეყნის დატოვების უფლება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ექნებათ. ამასთან, საფრანგეთმა ბრიტანეთთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთში შესვლის შემთხვევაში საფრანგეთიდან ჩასულებს 14-დღიანი კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

იტალია

ეს ქვეყანა პირველი იყო ევროპაში, სადაც კორონავირუსი ყველაზე მასშტაბურად გავრცელდა. პანდემიის შესაჩერებლად იტალიამ უმკაცრესი საკარანტინე ზომები მიიღო. ამიტომაც განსხვავებით მისი მეზობლებისგან, იტალია კიდევ უფრო მეტად არის საერთაშორისო მოგზაურობისგან მოწყვეტილი.

ტურიზმი იტალიის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელია. ის მსოფლიოში რიგით მეხუთე ყველაზე პოპულარული ტურისტული ქვეყანაა. ტურიზმიდან შემოსავლები მშპ-ს 10%-ს შეადგენს და ასაქმებს დასაქმებულების დაახლოებით 5%-ს. მიუხედავად ამისა, ჯერ უცნობია, როდის გაიხსნება იტალიის საზღვრები საერთაშორისო მოგზაურებისთვის.

ესპანეთი

ესპანეთის ეკონომიკაც მნიშვნელოვნად ეყრდნობა ტურიზმის სექტორს. ამ ქვეყანამ საზღვრები გახსნა, თუმცა, სავალდებულო 14-ღიანი თვითიზოლაცია დააწესა ყველასთვის, ვინც ქვეყანაში ჩავა. ეს ზომა მანამ შენარჩუნდება, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი არ გაუქმდება. საგანგებო მდგომარეობის ვადა კი 24 მაისს იწურება, თუმცა, როგორც მოსალოდნელია, მას გაახანგრძლივებენ.

პორტუგალია

როგორც პორტუგალიის ტურიზმის სამსახურში ამბობენ, ქვეყნის სანაპიროები და სასტუმროები ტურისტების მისაღებად ივნისის შუა რიცხვებიდან იქნება მზად. თუმცა, ჯერ კიდევ არის მსჯელობა იმაზე, თუ როგორ შეამოწმებენ ჩამსვლელებს, და როგორ გააკონტროლებენ სოციალურ დისტანციას სანაპიროებზე. პორტუგალიამ სრულად რომ გააუქმოს წლევანდელი ტურისტული სეზონი, ამით მისი ეკონომიკა 6%-ით დაიკლებს.

ნორვეგია

ნორვეგიაში უკვე დასაშვებია ევროკავშირის ქვეყნების, ასევე დიდი ბრიტანეთის, ისლანდიის და ლიხტენშტეინის მოქალაქეების შესვლა სამუშაოს მიზნით ან თუ მათ ნორვეგიაში ჰყავთ ოჯახის წევრები. ოსლოს გადაწყვეტილება ნაკლებად დაკავშირებულია ტურიზმთან და უფრო მეტად ფოკუსირებულია ნორვეგიაში სეზონური მუშახელის შეშვებაზე.

პოლონეთი

პოლონეთს საზღვრებს 12 ივნისამდე ჩაკეტილი ექნება, თუმცა, დიპლომატებს, უცხოელებს, რომელთაც პოლონეთში ცხოვრების უფლება აქვთ, ასევე სატვირთოების მძღოლებს უკვე აქვთ სპეციალური სასაზღვრო გამშვები პუნქტების გავლით ქვეყანაში შესვლის უფლება. რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურებისთვის საზღვრების გახსნას, ჯერ უცნობია, როდის მოხდება ეს.

ისლანდია

ისლანდიის მთავრობამ განაცხადა, რომ როგორც სხვა ევროპული ქვეყნები, ისინიც დაიწყებენ შეზღუდვების შემსუბუქებას და უცხოელ ტურისტებს ქვეყანაში შესვლის უფლებას 15 ივნისიდან მისცემენ. თუმცა, ქვეყანაში შემსვლელებს კორონავირუსზე ანალიზის ჩატარება მოუწევთ, ან კიდევ 14–დღიანი იზოლაცია. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება შესაძლოა არ მოუწიოს სამუშაო მიზნით ჩასულ ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან მაგალითად მეცნიერები.

ხორვატია

ხორვატიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ტურისტებს მეზობელი სლოვენიიდან ქვეყანაში შესვლის უფლება მომდევნო დღეებში მიეცემათ, ვინაიდან ამ ორ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მსგავსია.

ასევე 15 ივნისისთვის გერმანელ ტურისტებსაც მიეცემათ ხორვატიაში ჩასვლის უფლება, ვინაიდან ისინი ხორვატიის კუნძულების ხშირი სტუმრები არიან.

საბერძნეთი

საბერძნეთს ევროკავშირის სხვა ქვეყნებს შორის კორონავირუსით ინფიცირების და სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა, ვინაიდან ქვეყანაში საწყის ეტაპზევე მიიღეს მკაცრი შემზღუდავი ზომები. ცალკეულ ადგილებში, მოქალაქეებს სუპერმარკეტებში ვიზიტის უფლებაც კი არ ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, ეს ქვეყანა შედარებით „ჯანმრთელია“. თუმცა, საბერძნეთში კვლავ განსხვავებული მოსაზრებებია საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით. ქვეყან მომდევნო კვირებში გეგმავს, ჩრდილოეთ საზღვარზე ექვსი პოსტის გახსნას ტურისტებისთვის. შემდგომი ნაბიჯების შესახებ კი ინფორმაცია ჯერ უცნობია.

Previous Post

კორონა-კაპიტალიზმი

Next Post

Which European Union countries are open for summer tourism?

მაგდა დოლიძე

Next Post
Which European Union countries are open for summer tourism?

Which European Union countries are open for summer tourism?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result