Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე მსოფლიო

Robinhood-ს Wall Street-ის მარეგულირებელმა $70-მილიონიანი ჯარიმა დაუწესა

by თინათინ ინაური
July 6, 2021
in მსოფლიო, ქართულად
0
Robinhood-ს Wall Street-ის მარეგულირებელმა $70-მილიონიანი ჯარიმა დაუწესა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

Wall Street-ის მარეგულირებელმა მისი არსებობის ისტორიაში Robinhood-ს ყველაზე დიდი ჯარიმა დაუწესა – დაახლოებით 70 მილიონი დოლარის ოდენობით,  საიდანაც 12,6 მილიონი დოლარი ათასობით დაზარალებული მომხმარებლის ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად დააკისრა.

ფინანსური ინდუსტრიის მარეგულირებელი ორგანო სავაჭრო პლატფორმას ბრალს სდებს სისტემური ზედამხედველობის ჩავარდნებსა და ინვესტორებისთვის ზიანის მიყენებაში, რაც კრიტიკულ საკითხებთან დაკავშირებით ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდებაში გამოიხატება.

FINRA–ს დაწესებული მაღალი სანქციები Robinhood-ის დარღვევების მოცულობასა და სერიოზულობას ასახავს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ათასობით მომხმარებელმა 7 მილიონ დოლარზე მეტი ზარალი განიცადა კომპანიის ცრუ განცხადებების გამო. ამასთან, Robinhood–ის  გაუმართავმა სისტემამ 2020 წლის მარტის დასაწყისში ინდივიდუალურ მომხმარებლებს ათიათასობით დოლარი დააკარგვინა. აღნიშნული ზარალის ასანაზღაურებლად FINRA–მ Robinhood-ს მომხმარებლებისთვის 5 მილიონ დოლარზე მეტი გადასახადი დაუწესა.

FINRA–ს სანქციები Robinhood–ის სისტემის მასშტაბურ ხარვეზებზეა ფოკუსირებული. მარეგულირებელმა განსაკუთრებით 2020 წლის ივნისში თვითმკვლელობით გარდაცვლილი 20 წლის ტრეიდერი ალექსანდერ კერნსი გამოყო, რომელიც ამ გადაწყვეტილებამდე მის სავაჭრო ანგარიშზე არსებულმა ცრუ ინფორმაციამ – 730,000 დოლარის ოდენობის უარყოფითმა ბალანსმა – მიიყვანა.

ფინანსური ინდუსტრიის მარეგულირებელი ორგანოს გამოძიების თანახმად, 2017 წლის ბოლოდან, როდესაც Robinhood–მა ოფციებით ვაჭრობა დაიწყო, კომპანიამ ვერ მოახერხა სათანადო ზედამხედველობა ტრანზაქციების დამტკიცებამდე.  კერძოდ, Robinhood-ის ალგორითმი ხშირად მომხმარებლების სავაჭრო გარიგებებს აშკარა საშიშროების ან ალოგიკური ინფორმაციის მიუხედავად ამტკიცებდა, რის გამოც ოფციებით ვაჭრობისას ათასობით მომხმარებელი დაზარალდა.

Robinhood-ის განცხადებით, კომპანიამ კერნსის სიკვდილის შემდეგ  პლატფორმის სტაბილურობის, საგანმანათლებლო შეთავაზებების, მომხმარებელთა მხარდაჭერის, ოფციებით ვაჭრობისა და იურიდიული გუნდების გაუმჯობესებაში დიდძალი თანხები ჩადო. აღნიშნული ღონისძიებების მიუხედავად, Robinhood-ი კვლავ მარეგულირებლისა და პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრში რჩება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის მთელი რიგი პრობლემების მიუხედავად, Robinhood-მა IPO–ს მისაღებად მარტში კონფიდენციალური განაცხადი შეიტანა.

Previous Post

ამბავი თბილისელ მეფურნეთა შეთქმულებისა

Next Post

სად ცხოვრობს ილონ მასკი მას შემდეგ, რაც უძრავი ქონების ფლობაზე უარი თქვა

თინათინ ინაური

Next Post
სად ცხოვრობს ილონ მასკი მას შემდეგ, რაც უძრავი ქონების ფლობაზე უარი თქვა

სად ცხოვრობს ილონ მასკი მას შემდეგ, რაც უძრავი ქონების ფლობაზე უარი თქვა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result