Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home პროფილი ინტერვიუ

რისკების მართვა, როგორც პროფესია | ინტერვიუ დავით ხატიძესთან

by Davit Tsiramua
June 25, 2021
in ინტერვიუ, მენეჯერები, პროფილი
0
რისკების მართვა, როგორც პროფესია | ინტერვიუ დავით ხატიძესთან
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი Bank of America პანდემიის დროს დისტანციურ რეჟიმზე გადასულ თანამშრომლებს ეტაპობრივად ოფისებში აბრუნებს. როგორც ცოტა ხნის წინ ბანკის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ბრაიან მოინიჰანმა განაცხადა, პრიორიტეტი თავდაპირველად მიენიჭება ორივე დოზით აცრილ თანამშრომლებს. მარტის მონაცემებით, საერთო ჯამში Bank of America 212 201 ადამიანს ასაქმებს, მათ შორის არის ქართველი დავით ხატიძეც, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბანკის ერთ-ერთი უფროსი ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია დაიკავა.  Forbes Georgia-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა: 

თქვენ Bank of America-ში  უკვე შვიდი წელია, მუშაობთ. პროფესიით ფიზიკოსი, როგორ მოხვდით ამ ერთ–ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ბანკში?

გზა მართლაც საინტერესო იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ განათლებით ფინანსებთან კავშირი არ მაქვს, ფინანსების შესწავლა დამოუკიდებლად მოგვიანებით მომიწია. განათლებით ფიზიკოსი ვარ, დავამთავრე თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტი და სწავლა კოლუმბიის უნივერსიტეტში გავაგრძელე, სადაც სადოქტორო ხარისხი მაღალი ენერგიების ფიზიკაში დავიცავი. ამის შემდეგ კიდევ ცოტა ხანს ფიზიკოსად ვიმუშავე და მერე გადავედი ფინანსებში. საფინანსო ინსტიტუტები დიდ ინტერესს იჩენენ ტექნიკური განათლების (ფიზიკოსები, მათემატიკოსები…) მქონე ხალხის მიმართ, რადგან ასეთი განათლება ავითარებს ანალიტიკურ აზროვნებას და ტექნიკური ამოცანების გადაჭრის უნარ-ჩვევებს. ეს კი თანამედროვე საფინანსო ინსტიტუტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

როგორი დამსაქმებელია Bank of America? რა არის მისი, როგორც დამსაქმებლის, მთავარი ღირებულება?

BofA არის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ბანკი, მისი ისტორია საუკუნეებს ითვლის და მომავალშიც საუკუნეების მანძილზე აპირებს მოღვაწეობას, ამიტომაც ის ორიენტირებულია გრძელვადიან წარმატებაზე. მოკლედ რომ დავახასიათოთ, აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი ნაყოფიერი მუშაობისთვის. ბანკის გლობალურობის და მისი საქმიანობის მრავალფეროვნების გათვალისწინებით, სამუშაოც ყოველთვის საინტერესოა.

თქვენ  Bank of America-ში უფროსი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ახლახან დაიკავეთ. რას გულისხმობს ეს პოზიცია? რა შედის თქვენს მოვალეობაში?

მე პასუხისმგებელი ვარ ბანკის ერთ-ერთი ბიზნესის ხაზის რისკების მართვაზე. პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რომ ამ ბიზნესის ყველა საბაზრო რისკი აღრიცხული და სწორად დათვლილი იყოს.

საბანკო ბიზნესი ძალიან დინამიკურია, ყოველდღიურად უზარმაზარი მოცულობის ვაჭრობა იმართება, ფასები ყოველ წამს იცვლება. ასეთ დროს, იმისთვის, რომ დაცული ვიყოთ არასასიამოვნო სიურპრიზებისგან, რისკების მართვა უნდა იყოს უმაღლეს დონეზე, როგორც კონცეპტუალურად, ისე ტექნიკურად. სწორედ ამაზეა პასუხისმგებელი ჩვენი გუნდი.

პანდემიამ მთელ მსოფლიოში, ყველა ორგანიზაციაში დიდი ცვლილებები გამოიწვია. რა შედეგები გაქვთ თქვენ  Bank of America-ში? რა ძირეულ გადაფასებებს ხედავთ ორგანიზაციაში?

პანდემია იყო უდიდესი შოკი როგორც ზოგადად ეკონომიკისთვის, ისე კონკრეტულად კომპანიის ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის. ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ასე რომ დასკვნების გაკეთება ნაადრევია.

ჩვენ წელიწადზე მეტია, სახლიდან ვმუშაობთ და ალბათ უკვე შეიძლება ითქვას, რომ მუშაობის ეფექტიანობა ამით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. თუმცა შტატებში ვაქცინაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ახლო მომავალში დაგვჭირდება გავიხსენოთ, თუ როგორ უნდა შევიკრათ ჰალსტუხი.

ყველა სფეროში სხვადასხვა ტენდენციაზე საუბრობენ, და თითქმის ყველა სექტორი ტექნოლოგიების კიდევ უფრო სწრაფ განვითარებაზე აკეთებს აქცენტს. როგორია თქვენი მოსაზრება და მოლოდინი ამ მიმართულებით?

საფინანსო სექტორი ძალიან აქტიურად იყენებს ტექნოლოგიებს, ამის გარეშე თანამედროვე ბანკების საქმიანობა წარმოუდგენელია. საფინანსო ინსტიტუტების თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი ტექნოლოგიაში მუშაობს, რითაც ჩვენ პირდაპირ კონკურენციაში ვართ „სილიკონის ველის“ ტექნოლოგიურ კომპანიებთან საუკეთესო ტალანტების მოსაზიდად.

მოლოდინი, როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, არის ის, რომ ტექნოლოგიების მნიშვნელობა უფრო და უფრო გაიზრდება. უფრო ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძნელია. ბევრი ახალი ტექნოლოგია შემოდის და ნელ-ნელა ინერგება, მაგრამ უახლოეს წლებში ადამიანები მაინც საჭირო ვიქნებით, როგორც თანამშრომლები. ათი წლის შემდეგ თუ მკითხავთ იმავეს, შეიძლება პასუხი უკვე არც ისე ცალსახა იყოს.

თქვენს გეგმებზეც რომ მოგვიყვეთ, რას უკავშირდება თქვენი მიზნები? არის თუ არა ის საქართველოსთანაც კავშირში?

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვადევნებ თვალყურს, კავშირი არ გამიწყვეტია. საქართველო უნდა შეეცადოს, რომ მოიზიდოს ისეთი ხალხი, ვისაც შეუძლია დისტანციურად მუშაობა. რამდენადაც ვხვდები, იდგმება ამისკენ ნაბიჯები, რაც ძალიან კარგია. მე თვითონ დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი და ვიმუშავებდი საქართველოში, სამწუხაროდ, ამის განხორციელების პრაქტიკული გზა ამ ეტაპზე არ ჩანს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სულ ახლახან დავიწყე ახალ პოზიციაზე მუშაობა და უახლოეს წლებში ამით ვიქნები დაკავებული. დანარჩენი შემდეგ გამოჩნდება.

Previous Post

ბაფეტმა მორიგი $4.1 მლრდ-ის დონაცია განახორციელა და გეიტსების ფონდი დატოვა

Next Post

„ტავ ჯორჯიას“ თეა ზაქარაძე უხელმძღვანელებს

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
„ტავ ჯორჯიას“ თეა ზაქარაძე უხელმძღვანელებს

„ტავ ჯორჯიას“ თეა ზაქარაძე უხელმძღვანელებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result