Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რეჯეფ თაიფ ერდოღანის 20-წლიანი მმართველობა

by დავით ბერაძე
June 6, 2023
in ეკონომიკა, თავდაცვა, მსოფლიო, პოლიტიკა, რეგიონი, ყველა სიახლე
0
რეჯეფ თაიფ ერდოღანის 20-წლიანი მმართველობა
0
SHARES
0
VIEWS

რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის საპრეზიდენტო მანდატი მოსახლეობამ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ ანდო. მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ ერდოღანმა სახელმწიფოს მეთაურობა კიდევ 5 წლით გაინაღდა და საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას შეუდგა. გადახალისებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად ერდოღანი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში თურქეთის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. თუმცა პარალელურად მის ინტერესებში საგარეო ასპარეზზე ქვეყნის პოზიციების განმტკიცებაც იქნება.

სახელმწიფოს თითქმის 20-წლიანი მმართველობის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში რეჯეფ თაიფ ერდოღანი მუსტაფა ქემალ ათათურქის შემდეგ ყველაზე გავლენიანი ლიდერია. სწორედ ამან განაპირობა ისიც, რომ ერდოღანი სახელმწიფოს სათავეში უკვე ქემალ ათათურქზე მეტხანს არის. თუმცა საინტერესოა, თუ როგორ შეძლო ერდოღანმა სახალხო ნდობის მოპოვება და როგორ ხასიათდება მისი საპრეზიდენტო საქმიანობა.

ერდოღანის პოლიტიკური აღმავლობა 2003 წელს მისი პრემიერად არჩევით იწყება. თუმცა მისი მიზნის, ნეოოსმალური თურქული სახელმწიფოს შექმნისაკენ სწრაფვა ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დიდი ხნით ადრე დაიწყო. პოლიტიკურ საქმიანობას ერდოღანი 1990-იანი წლებიდან ეწევა. მისი მკვეთრად რელიგიურ საწყისებზე დაფუძნებული, კონსერვატორული შეხედულებები სწორედ ამ პერიოდიდან იჩენს თავს. 1997 წელს, როცა პრემიერ-მინისტრი ერბაქანი სამხედრო ელიტამ თანამდებობიდან გადააყენა, ერდოღანმა მის მხარდასაჭერად საკუთარ გამოსვლაში ცნობილი თურქული პოემის, „თურქეთის განმათავისუფლებელი ომის“ სტროფები გააჟღერა: “The mosques are our barracks, the domes our helmets, the minarets our bayonets and the faithful our soldiers…”

მიუხედავად იმისა, რომ ამ სტროფების გაჟღერებისთვის მან ციხეში 10 თვემდე დაყო, საკუთარი მიზნისკენ სვლა არ შეუჩერებია. საკუთარ საზოგადოებაშიც კარგი რეპუტაცია დასავლეთთან პოლიტიკური დაპირისპირებითა და მკვეთრად ნაციონალისტური იდეების გავრცელებით დაიმსახურა. შეიძლება ითქვას, რომ პირველი გაფრთხილება დასავლურ სამყაროს პრემიერმინისტრობის პირველივე წელს მისცა. 2003 წელს, როდესაც აშშ-მა ერაყის ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო, ერდოღანმა აშშ-ს ინჩირლიკის საჰაერო ბაზის პლაცდარმად გამოყენების უფლება არ მისცა. თურქეთი, როგორც ძლიერი რეგიონული და გლობალური მოთამაშე, პოზიციონირებას ამ პერიოდიდან იწყებს.

სწორედ ერდოღანი, როგორც პრეზიდენტი, გახდა ინიციატორი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების გადაწყვეტაში თურქეთის როლის მნიშვნელოვნად გაზრდისა. იგი აქტიურად უპირისპირდება სირიისა და ერაყის ჩრდილოეთში ქურთებით დასახლებულ რეგიონებს. გარდა ამისა, იბრძვის იდლიბის რეგიონში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ და მხარდაჭერას უცხადებს სირიის პროთურქულ ოპოზიციურ ძალებს. ერდოღანის პრეზიდენტობისას თურქეთმა რუსეთთან ერთად იდლიბის რეგიონში საერთო პატრულირების სისტემა შემოიღო. ერდოღანის ხელისუფლება აქტიურადაა ჩართული ლიბიაში გენერალ ხალიფა ჰაფთარის წინააღმდეგ არსებულ საომარ კამპანიაში. გარდა ამისა, დიდია თურქეთის წვლილი იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომში ჰუსიტების წინააღმდეგაც. ერდოღანმა თურქული წარმომადგენლობის განთავსება ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ყარაბაღშიც კი მოახერხა. შესაბამისად, ვხედავთ, რომ ერდოღანი ცდილობს, რეგიონში მიმდინარე ყველა კონფლიქტში გადამწყვეტი როლი იტვირთოს.

მისი რელიგიურობისა და კონკრეტულად ისლამზე დაფუძნებული პოლიტიკის გამოვლინებაა ისიც, რომ 2020 წლის ივლისში სტამბოლში მდებარე ისტორიული მნიშვნელობის მქონე აია-სოფია მეჩეთად გადაკეთდა, რამაც ქრისტიანულ სამყაროში მღელვარება გამოიწვია. 1,500 წლის წინ აშენებული კათედრალი მეჩეთად სწორედ ოსმალმა თურქებმა აქციეს. ათათურქმა კი თურქული სეკულარიზმის ნიშნად ის მუზეუმად გადააქცია და ახალი სეკულარული სახელმწიფოს სიმბოლოდ გახადა. გარდა ამისა, მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიაში ერდოღანმა ლოცვა თავად წარმოთქვა, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მისი მმართველობა ისლამურ ღირებულებებს ეფუძნება.

ერდოღანმა საკმაოდ მკაცრი პასუხი გასცა 2016 წელს მის წინააღმდეგ მოწყობილ სამხედრო გადატრიალების მცდელობასაც. ფეთჰულა გიულენის მოძრაობისათვის მხარდაჭერისა და სამხედრო გადატრიალების მცდელობისათვის თურქეთში 100,000-მდე სამხედრო, ჟურნალისტი, მოსამართლე, იურისტი, პოლიციელი, აკადემიკოსი, ქურთი პოლიტიკოსი თუ საჯარო პირი ამ დრომდე დაკავებულია.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, ერდოღანი მჭიდრო ეკონომიკურ-პოლიტიკურ პარტნიორობაშია რუსეთთანაც. მის მიერ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების, S-400-ების ყიდვა უკვე წლებია, პოლიტიკურ წრეებში განხილვის საგანია. აშშ თურქეთს ამერიკული მრავალფუნქციური გამანადგურებლების, F-35-ების პროგრამაში ამ დრომდე სწორედ აღნიშნულის გამო არ აბრუნებს.

მიუხედავად თურქეთის მყარი პოლიტიკური პოზიციებისა, არაეფექტიანი აღმოჩნდა ერდოღანის არატრადიციული, არაორთოდოქსული ეკონომიკური პოლიტიკა. ქვეყანაში არსებული ორნიშნა ინფლაციისდა მიუხედავად, თურქეთის პრეზიდენტი საპროცენტო განაკვეთს არ ზრდიდა, რის გამოც ეკონომიკა კიდევ უფრო არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა და დღეს ეროვნული ვალუტა დაახლოებით 85%-ითაა გაუფასურებული. მოსახლეობის მხრიდან ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ერდოღანს სწორედ ამ საკითხის გამო ხვდება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტმა ახალი სახაზინო და ფინანსთა მინისტრიც სწორედ ამ ჩავარდნის აღმოსაფხვრელად დანიშნა.

ფაქტია, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ერდოღანისა და თურქეთის როლი როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ საკითხებში კიდევ უფრო გაიზრდება. რა ბედი ეწევა ქვეყნის ეკონომიკას ამ პროცესების პარალელურად, ამას დრო გვიჩვენებს.

Previous Post

კვლევა: ფილტვის კიბოს სამკურნალო პრეპარატი სიკვდილიანობის რისკს ორჯერ ამცირებს

Next Post

საქართველოს ბანკი BCR Publishing-ის ინვოისის დაფინანსების პროვაიდერის კატეგორიაში წლის გამარჯვებული გახდა

დავით ბერაძე

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result