• About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Forbes Georgia
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result

Home Forbes Infrastructure

რეგიონების ახალი სიცოცხლე – ინტერვიუ დავით ტაბიძესთან

by Davit Tsiramua
April 29, 2022
in Forbes Infrastructure, ბიზნესი, ეკონომიკა, ეკონომიკა, ინვესტიციები, ინტერვიუ, კომპანიები, მენეჯერები, პროფილი, საქართველო, ყველა სიახლე
0
რეგიონების ახალი სიცოცხლე – ინტერვიუ დავით ტაბიძესთან
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

განახლებული რეგიონების პროექტი, მისი იმპულსი ბიზნესებისთვის, შიდა მიგრაცია, ველისციხის პროექტი, ახალი სკოლები, ძირითადი სხვაობა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომელს შორის – ამ და სხვა საკითხებზე FORBES INFRASTRUCTURE დავით ტაბიძეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორს ესაუბრა.

საქართველოს სიდიდით მეოთხე ქალაქ რუსთავის მეგობრობის გამზირზე არსებული ყველა შენობანაგებობა გამაგრდა, მოხდა მათი ენერგოეფექტიანი მასალებით დათბუნება, ხოლო უსახური, კომუნისტური იერსახე თანამედროვე არქიტექტურული ელემენტებით ჩანაცვლდა.

სიდიდით მესამე, ქუთაისის შემთხვევაში, ურბანისტებმა ინტერაქტიურ ფასადზე შეაჩერეს არჩევანი.

ყველას ჩამოთვლას ჩვენი ინტერვიუს ფორმატში ვერ შევძლებ. სულ 63 ქალაქია. მათი უმრავლესობის ფოტოები ჩემმა რესპონდენტმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, დავით ტაბიძემ, დამათვალიერებინა და დიდი ენთუზიაზმითაც მიხსნიდა, განახლებული რეგიონების პროექტი რომელ კუთხეს რა ახალ ღირებულებას შესძენს.

ქვეყნის 63 ქალაქში არტერიული ადგილების განსაზღვრა და მათთვის ახალი სიცოცხლის მიმცემი პროექტის შემუშავება და განხორციელება მუნიციპალური განვითარების ფონდს (მგფ) დაევალა. ფონდი თავისი მულტიფუნქციურობითაა ცნობილი. მისი პროექტების პორტფელშია სკოლაც, ბაღიც, სკვერიც, საბაგიროც, მეტროსადგურიც, დევნილების საცხოვრებელიც და ველისციხის გრანდიოზული პროექტიც კი. „მოქნილი და სიახლის ადვილად ამთვისებელი – ამაშია მგფ-ის გუნდის ხიბლი“, – მეუბნება ტაბიძე, რომლის უწყებასაც 2021 წლის მეორე კვარტალში სრულიად ახალი პროგრამა გადაეცა შესასრულებლად, დამატებითი პირველი ეტაპისთვის, ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულებით. თავად ტაბიძეს დირექტორის პოსტი 2021 წლის სექტემბერში ჰქონდა გადმობარებული, თუმცა უწყებაში 2014 წლიდან მუშაობს და, შესაბამისად, მენეჯმენტის ცვლილების ფაქტორი, რაც შესრულების დინამიკას ანელებს, მგფ-ში არ ყოფილა.

„კარგი მენეჯერი“, – ასე მიხასიათებენ თანამშრომლები დავით ტაბიძეს პირად საუბარში და განმარტავენ: „ფონდში ყველას უფლებამოსილება დელეგირებულია და გადაწყვეტილებების მიღებაც სწრაფად ხდება“. რაც შეეხება „კარგ მენეჯერს“, ინტერვიუერის მისვლამდე, თანამშრომელთა მიერ შევსებულ კითხვარს ეცნობოდა, სადაც იკვლევდნენ, პოსტკოვიდურ რეალობაში სახლიდან ერჩივნათ მუშაობა თუ ოფისიდან, რა იყო მათი მოტივაცია და სხვა მრავალი, რითაც „კარგი მენეჯერი“ მუდმივად ინტერესდება.

განახლებული რეგიონების პროექტის იმპულსი ბიზნესებისთვის, შიდა მიგრაცია, ველისციხის პროექტი, ახალი სკოლები, ძირითადი სხვაობა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომელს შორის – ამ და სხვა საკითხებზე Forbes Infrastructure დავით ტაბიძეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორს, ესაუბრა.

განახლებული რეგიონები

2021 წლის დასაწყისში მუნიციპალური განვითარების ფონდის ბიუჯეტი 430 მილიონი ლარი იყო, 121 მიმდინარე პროექტით. უკვე გაზაფხულზე პრემიერმა ახალი პროექტი – განახლებული რეგიონები – დააანონსა, რომლის შესრულებაც მგფ-ს დაევალა. ფონდისთვის ეს ერთდროულად დიდი შესაძლებლობაც იყო და დიდი გამოწვევაც, რადგან უკვე დაგეგმილ ბიუჯეტზე წლის შუა პერიოდში 100 მილიონ ლარამდე დაემატათ და ქვეყნის 63 ქალაქში მასშტაბური პროექტები უნდა შეესრულებინათ. პროექტის განხორციელებისთვის არსებითი იყო სამშენებლო სექტორის მზაობაც. პირველ ეტაპზე საჭირო რაოდენობის ხარაჩოს პოვნაც კი გაჭირდა. რომ აღარაფერი ვთქვათ მუშახელზე. მოსაზიდი გახდა დამატებით 10-15 000 ახალი მუშახელი. ასევე გაიზარდა მოთხოვნა სამშენებლო პროდუქტებზე.

პროექტისთვის ფონდმა არქიტექტორები, ლანდშაფტის დიზაინერები, კონსულტანტები დაიქირავა. საინტერესო იყო საპროექტო ადგილების გამოვლენა, რაც ადგილობრივების უშუალო ჩართულობით ხდებოდა. საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში ძალიან საინტერესო არქიტექტურული შენობებია, რომლებიც აქამდე გამოკვეთილი და ნაჩვენები არ იყო საზოგადოებისთვის. არქიტექტორთა ჩართულობა განსაკუთრებით იქ იზრდება, სადაც საპროექტო ქუჩაზე არსებულ კერძო საცხოვრებელ კორპუსებში მოსახლეობას საკუთარი გემოვნებით აქვთ ფასადები შეცვლილი: მიშენებით, ამოშენებით ან გადაკეთებით. აქ უწევთ მცხოვრებთა ინდივიდუალური არქიტექტურული გადაწყვეტების ერთ სტილთან მისადაგება.

პროექტის ინიცირება 2021 წლის აპრილში მოხდა და უკვე 2-3 თვეში სამუშაოები დაწყებული იყო. დღეის მდგომარეობით, ძირითადი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია გადასული და უკვე ნათლად იკვეთება პროექტების საბოლოო სახე, ანუ როგორი იქნება დასრულების შემდეგ.

ყველა მიმდინარე პროექტი მაის-ივნისის პერიოდში დასრულდება. ახალი ტენდერების შესრულების ვადებად 2022 წლის ბოლო, ან 2023 წლის დასაწყისია განსაზღვრული. ამით დაიხურება განახლებული რეგიონების პირველი ეტაპი, რომლის დაახლოებითი ბიუჯეტიც ნახევარი მილიარდი ლარია.

ფონდის წლევანდელი ბიუჯეტი 595 მილიონი ლარია. აქედან განახლებული რეგიონებისთვის 160 მილიონია გამოყოფილი, რომელიც, წინასწარი მოლოდინით, სულ მცირე, 250 მილიონამდე გაიზრდება.

ბიზნესშესაძლებლობები

საპროექტო მონაკვეთებში კონკრეტული ბიზნესობიექტები, როგორიცაა, მაგალითად, კაფე, მაღაზია ან სხვა, საწყის ეტაპზევე არის გათვალისწინებული. არქიტექტორები ამზადებენ კონკრეტულ რენდერებს, რომლებიც არსებულ დიზაინში ჯდება და შემდეგ გადასცემენ მუნიციპალიტეტებს, რომ პროექტის დასრულების შემდეგ კონკურსისა ან სხვა ტიპის შერჩევის გზით, ობიექტები ბიზნესებს გადასცენ. ფონდის მთავარი მოთხოვნა – კომპლექსურობის შენარჩუნებაა და ბიზნესებს სთხოვენ, ვიზუალი შეუთანხმონ, რათა თავიდან იქნას აცილებული იერსახის დამახინჯება. ანალოგიურად განისაზღვრება გარერეკლამის ადგილებიც.

ფონდის სხვა პროექტები

ბევრისთვის მგფ-ი ახალ სკოლებთან ასოცირდება. ფონდმა 2019 წელს 67 ერთეული ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო. მათგან 60 უკვე დასრულებულია.

2019-2021 წლებში 25 ერთეული საბავშვო ბაღი აშენდა, 20-ის მშენებლობა მიმდინარეობს. ჯამური ბიუჯეტი 110 მილიონი ლარია.

მსოფლიო ბანკთან ერთად ფონდი რეგიონული განვითარების პროგრამას ახორციელებს. პროექტის პირველი პროგრამა, რომელიც წარმატებით დასრულდა, კახეთს მოიცავდა. პროექტი ითვალისწინებდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ან ატრაქციების იდენტიფიცირებას და მასზე თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებას, ანუ ყველა პირობის შექმნას, რომ ადამიანი რაც შეიძლება დიდხანს გაჩერდეს ერთ ადგილზე. ყოველივე ეს კი ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. თითქმის დასრულებულია მეორე პროგრამა იმერეთში. პროგრამის სავიზიტო ბარათად იქცა ვანის მუზეუმი. „ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ ახალი, თანამედროვე მუზეუმის შექმნით როგორი მიზიდულობის ცენტრი შეიძლება შეიქმნას. ვანში დღეს შიდა ტურიზმი გაცილებით განვითარებულია, ვიდრე საერთაშორისო ტურიზმი“. მესამე პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბანკთან ერთად არის დაწყებული, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთს მოიცავს. ყაზბეგში მიმდინარეობს ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. ბორჯომში ახალ ობიექტად აქამდე ნაკლებად ცნობილი ე.წ. კავალერიის შენობა იქცა, რომელიც მუზეუმად ადაპტირდება. წესრიგდება ბორჯომის პარკიც. მცხეთაში უკვე დასრულდა პირველი სამხარეო-არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა.

მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო სოფელ ველისციხის ურბანული განახლების პროექტი და მისი დასრულება 2023 წლის ზაფხულში იგეგმება. პროექტი აზიის განვითარების ბანკის 30 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტი ითვალისწინებს სოფელ ველისციხეში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. კერძოდ, ველისციხის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე 60-მდე საცხოვრებელი სახლის, თეატრის, ცენტრალური ქუჩებისა და მიმდებარე პარკის კეთილმოწყობას.

დღეის მდგომარეობით, ფონდში 239 მიმდინარე პროექტია.

შიდა მიგრაცია

საქართველოს სხვა ქალაქებიდან თბილისში მასობრივი მიგრაცია ძირითადად 90-იანებიდან იწყება. პროცესის შეჩერებას წლები დასჭირდება, ამბობს ტაბიძე, რომელიც ასევე ასახელებს ბათუმსა და თელავს, როგორც მაგალითებს, საიდანაც არათუ შიდა მიგრაცია ხდება, არამედ უკუგადინებაა. „თითოეული ბაღი, სკოლა, სპორტული კომპლექსი, რომელსაც დღეს ვაშენებთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, დამატებით ხელს უწყობს შიდა მიგრაციის პრობლემის მოგვარებას. ყველაფერი დამოკიდებულია სამუშაო ადგილებზე და ჩვენც მათ შექმნაზე ვმუშაობთ. გამართული ინფრასტრუქტურიდან ბიზნესშესაძლებლობამდე ხომ ერთი ნაბიჯია. ამის ისტორიული მაგალითებიც გვაქვს“.

ქვეყნის მასშტაბით არსებული ძირითადი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება 10-წლიან გეგმაში ისახება.

დონორები

ფონდი თანაბრად თანამშრომლობს საქართველოში წარმოდგენილ ყველა დონორ ორგანიზაციასთან. ბოლო წლებში მათი წილი კლების ტენდენციით ხასიათდება. მაგალითისთვის, თუკი 2014 წელს დონორებს ფონდის ბიუჯეტის 90-95% ეკავათ, წლევანდელ და შარშანდელ ბიუჯეტში მათ სახელმწიფო დაფინანსებამ გადაუსწრო. 595 მილიონიდან წელს 300 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის გაღებული. „ეს ნიშნავს, რომ ფონდს ფილტრაციის ფაქტორი ძალიან მაღალ დონეზე აქვს. სესხს რომ ვიღებთ, ზედმიწევნით ვიცით, რისთვის ვიღებთ და დროულად ვითვისებთ, რომ ზედმეტი სახდელი არ ჰქონდეს თითოეულ ჩვენგანს“.

სახელმწიფო vs კერძო სტრუქტურა

საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ტაბიძემ სწავლა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში განაგრძო. იგი 1999 წლიდან სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ორგანიზაციებში. „გაათმაგებული პასუხისმგებლობა“ – ასე პასუხობს შეკითხვას, თუ რა ძირითადი სხვაობაა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურას შორის. „თანხა, რომელსაც ვხარჯავთ, არის თითოეული ჩვენგანის და, შესაბამისად, მაქსიმალურად რაციონალურად და ეფექტიანად უნდა იყოს გახარჯული. კერძო სექტორში ასეთი მაღალი დონის გამჭვირვალობა შესაძლოა, სავალდებულო არ იყოს. სამუშაოს მასშტაბი და პასუხისმგებლობა გაცილებით უფრო დიდია საჯარო სექტორში“.

იაპონური მენეჯმენტი

პანდემიამ ბევრ უარყოფითთან ერთად, კარგიც გამოავლინა – მაგალითად, რომ გარკვეული საქმის გასაკეთებლად სულაც არ არის აუცილებელი ოფისში ჯდომა. ბევრი თანამედროვე კომპანია ჰიბრიდულ მოდელზე გადავიდა. სახლი თუ ოფისი? – ამ უპირატესობების შესასწავლად ფონდმა თანამშრომლები გამოკითხა – შესაბამისი გადაწყვეტილებები სწორედ მათ პასუხებზე დაყრდნობით დამუშავდება. სხვა საკითხებთან ერთად, იკვლევდნენ, თუ რა განაპირობებს მათ მოტივაციას. თავად დირექტორის თქმით, დაკვირვებამ არაერთხელ უჩვენა, რომ თანამშრომლისთვის „ჩართულობა და განცდა, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანია ის საქმე, რასაც აკეთებს, ისეთივე ძლიერი მოტივატორია, როგორიც ხელფასის ზრდა. ფონდის ძირითადი საყრდენი – სპეციალისტები არიან, შესაბამისად, მუდამ უნდა ვუსმენდეთ მათ. თითოეულ მათგანს ჩემთან პირდაპირი კავშირი აქვს“.

მოტივაციას აძლევს

რამდენიმე თვის წინ ადიგენში ერთ დღეში ოთხი ახალი სკოლა გახსნეს. „ის ემოცია, რაც მე ბავშვებისგან მივიღე ახალ სკოლაში მისვლის დღეს, შეუდარებელია“.

Previous Post

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

Next Post

Range Rover Batumi Gold – ლეგენდარული მოდელის განახლებული ვერსია „ჯი-თი მოტორსის“ შოურუმში

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
Range Rover Batumi Gold – ლეგენდარული მოდელის განახლებული ვერსია „ჯი-თი მოტორსის“ შოურუმში

Range Rover Batumi Gold - ლეგენდარული მოდელის განახლებული ვერსია „ჯი-თი მოტორსის“ შოურუმში

Stay Connected test

  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025

Washington prepares for Donald Trump’s big moment

November 3, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

December 30, 2025

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

Forbes Georgia

We bring you the best Premium WordPress Themes that perfect for news, magazine, personal blog, etc. Check our landing page for details.

Follow Us

Browse by Category

  • 30 Under 30
  • 30 Under 30
  • All News
  • Apps
  • Archive
  • Billionaires
  • Business
  • Business
  • Business
  • Caspian Energy
  • COVID-19
  • COVID-19
  • Culture
  • Culture
  • Economic Calendar
  • Economics
  • Editorial
  • English
  • English
  • Entertainment
  • Entrepreneurs
  • Executives
  • Fashion
  • Finances
  • Finances
  • Food
  • Forbes
  • Forbes
  • Forbes Auto
  • Forbes Banker
  • Forbes Banker
  • Forbes Crypto
  • Forbes Culture
  • Forbes EDU
  • Forbes EDU
  • Forbes Georgia in English
  • Forbes Georgia in English
  • Forbes GREEN
  • Forbes Guide
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Life
  • Forbes Life
  • Forbes People
  • Forbes Property
  • Forbes Property
  • Forbes Science
  • Forbes Sport
  • FORBES TECH
  • Forbes TECH
  • Forbes Woman
  • Forbes Woman
  • Gadget
  • Gaming
  • Georgia
  • HEALTH
  • HEALTH
  • Health
  • History
  • Industry
  • İngilizce Haberler
  • Internet
  • Interviews
  • Investments
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Management
  • Mobile
  • Movie
  • Music
  • News
  • News
  • Op-Ed
  • Opinions
  • Partner Content
  • Partner Content
  • Politics
  • Politics
  • Press Release
  • Rankings and Lists
  • Region
  • Review
  • Science
  • Science
  • Sport
  • Sports
  • Startup
  • Strategies
  • Style
  • Tech
  • Tech
  • Travel
  • Travel
  • World
  • World
  • Русском
  • ანტრეპრენიორები
  • არქივი
  • ბიზნესი
  • ბიზნესი
  • გამოძიება
  • გურმანი
  • ედიტორიალი
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკური კალენდარი
  • ვაჭრობა
  • ვაჭრობა
  • თავდაცვა
  • თავდაცვა
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • ინდუსტრია
  • ინვესტიციები
  • ინტერვიუ
  • ინტერნეტი
  • ისტორია
  • კომპანიები
  • კომპანიები
  • კომუნიკაციები
  • კულტურა
  • კულტურა
  • მენეჯერები
  • მენეჯმენტი
  • მეცნიერება
  • მილიარდერები
  • მოგზაურობა
  • მოდა
  • მოსაზრება
  • მსოფლიო
  • ოპედი
  • პარტნიორის კონტენტი
  • პოლიტიკა
  • პორტრეტები
  • პრესრელიზი
  • პროფილი
  • რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
  • რეგიონი
  • რედაქტორი
  • რეიტინგი
  • რჩევები
  • საქართველო
  • სიახლეები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სტილი
  • სტრატეგიები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ფინანსები
  • ფორბს-მოსაზრება
  • ფორბს-მოსაზრება
  • ქართულად
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
  • ხელოვნება
  • ხელოვნება

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.