Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

რატომ უნდა განახორციელო ინვესტირება ლარში დენომინირებულ ობლიგაციებში?

by იზა გვარამაძე
December 14, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
რატომ უნდა განახორციელო ინვესტირება ლარში დენომინირებულ ობლიგაციებში?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თიბისი კაპიტალის დახმარებით, „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში პირველად, ლარში დენომინირებული, ფიქსირებული, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი, 2-წლიანი, 30 მილიონ ლარამდე ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს, ორი ან რამდენიმე ემისიით. პირველი ემისიის საორიენტაციო მოცულობა 20 მილიონი ლარია.

ფიქსირებული შემოსავლის მიღების უნიკალური შესაძლებლობით სარგებლობას და ლარში დენომინირებული ობლიგაციების შეძენას ნებისმიერი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი მსურველი შეძლებს.

ობლიგაციების საორიენტაციო წლიური სარგებელი ფიქსირებული 14.00%-15.00%-ის ფარგლებში განისაზღვრება და რაც მთავარია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, მთლიანი დარიცხული სარგებელი გათავისუფლებულია გადასახადებისგან.

მიმდინარე ეკონომიკური კლიმატის ფონზე, ლარში ინვესტირება რამდენიმე მიზეზის გამოა მომგებიანი გადაწყვეტილება.

დაზოგვის ალტერნატიული შესაძლებლობა

ლარის ობლიგაციებით, დაბანდების ალტერნატიული შესაძლებლობა იქმნება. საშუალება გაქვს ხარჯები და შემოსავლები ერთ ვალუტაში გქონდეს და გონივრულად დაზოგო ფინანსური სახსრები.

შემცირებული ინფლაცია და ფიქსირებული შემოსავალი

მიმდინარე პერიოდში, ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი საქართველოში, დაახლოებით, 7.7%-ს შეადგენს. მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 11.8%-ს, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე კი 2.1%-ს.

ლარის დეპოზიტებში განხორციელებული ინვესტიცია, ინვესტორს, საშუალოდ, 11.8%-იან შემოსავლიანობას ჰპირდება. „თეგეტა ჰოლდინგის“ ობლიგაციების 14.5%-იანი სარგებლის გათვალისწინებით კი, ობლიგაციებში ინვესტირება 2.7 პროცენტული პუნქტით მეტი სარგებლის მომტანია. (გასათვალისწინებელია, რომ ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინვესტიცია რისკის შემცველია).

ამას ემატება შემცირებული ინფლაციაც. ამ მომენტისთვის, ინფლაცია წლიურად, სულ რაღაც 0.1%-ია. შედეგად, შემცირებულია მოსალოდნელი ინფლაციაც, რაც მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გამოიწვევს.

ლარის სტაბილურობა

ლარის კურსი, ისტორიულად, არასტაბილურობით გამოირჩევა, რაც ლარში ინვესტირებას, მაგალითად, დოლარისა და ევროსგან განსხვავებით, სარისკოს ხდის. თუმცა, ამ მომენტისთვის სიტუაცია სრულიად განსხვავებულია.

შეერთებულ შტატებში საპროცენტო განაკვეთების შემცირებაა მოსალოდნელი, რაც აშშ დოლარს, სხვა ვალუტებთან მიმართებით, ძალას აკარგვინებს. ანალოგიური მდგომარეობაა ევროზონაშიც, სადაც ეკონომიკური სტაგნაციის ფონზე, ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთების ზრდას აღარ განიხილავს, რაც ევროს სიმყარეზე მოქმედი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. საბოლოოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მომდევნო წელს შედარებით სუსტი დოლარის, და საუკეთესო შემთხვევაში, სტაბილური ევროს მოლოდინია, ლარის კურსი, დიდი ალბათობით, სტაბილური იქნება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „თეგეტა ჰოლდინგის“ ობლიგაციების შემოსავლიანობა ერთი მხრივ, აღემატება ლარის დეპოზიტების როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო შემოსავლიანობას და მეორე მხრივ, სავალუტო რისკებისგან თავის დაზღვევის გზაა.

თუ დაინტერესდი ამ შესაძლებლობით, „თეგეტა ჰოლდინგის“ ობლიგაციის შესაძენად, 15 დეკემბრამდე დაუკავშირდი თიბისი კაპიტალს ელ-ფოსტაზე – Sales&Trading@tbccapital.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე სტატია სარეკლამო შინაარსისაა და მისი არც ერთი დებულება არ განიმარტება როგორც ოფერტი ან მოწვევა ოფერტზე ნებისმიერი აქტივის ან/და ფასიანი ქაღალდის ყიდვასთან ან გაყიდვასთან ან/და სასესხო პროდუქტების დამტკიცების/გაცემის შეთავაზებასთან დაკავშირებით და არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც რაიმე სახის ფინანსური რჩევა მსგავსი ან სხვა ქმედებების განხორციელებისთვის.

ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინვესტიცია არის რისკის შემცველი, ობლიგაციების რისკიანობა უფრო მაღალია ვიდრე საბანკო დეპოზიტის რისკიანობა, რაც გამოიხატება ობლიგაციების უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთში.

გთხოვთ, დამატებით გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი კომპანიის ან/და ფინანსური ინსტრუმენტის წარსული შედეგები, ეფექტურობა ან მიღწევები შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს სამომავლო შედეგებისგან, ეფექტურობისგან ან მიღწევებისაგან.

შესაბამისად, ინვესტიციის განხორციელებამდე ნებისმიერ პოტენციურ ინვესტორს მოეთხოვება ჩაატაროს დამოუკიდებელი კვლევა და დეტალურად შეაფასოს ემისიის პროსპექტი ან/და მასთან დაკავშირებული მასალები. ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას პოტენციური ინვესტორის პირადი შეხედულებითა და დისკრეციით, მისი საინვესტიციო მიზნებიდან და ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ობლიგაციების ემისიის წინასწარი პროსპექტი დამტკიცებული იქნა 2023 წლის 4 დეკემბერს და ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

S

Previous Post

მსოფლიოს 2023 წლის ყველაზე მიმზიდველი მიმართულებები

Next Post

Pew: მოზარდებში Snapchat-ი წელს Instagram-ზე პოპულარული იყო

იზა გვარამაძე

Next Post
Pew: მოზარდებში Snapchat-ი წელს Instagram-ზე პოპულარული იყო

Pew: მოზარდებში Snapchat-ი წელს Instagram-ზე პოპულარული იყო

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result