Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home მოსაზრება ედიტორიალი

რატომ ცდება ფედერალური რეზერვი?

by Davit Tsiramua
August 5, 2024
in ედიტორიალი, ეკონომიკა, მოსაზრება, მსოფლიო, ფინანსები, ფორბს-მოსაზრება, ყველა სიახლე
0
რატომ ცდება ფედერალური რეზერვი?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჩვენი პრობლემური პერიოდის ერთ-ერთი დიდი საიდუმლო არის ის, თუ როგორ გაურბის ფედერალური სარეზერვო სისტემა, ზოგადად, ისეთ მწვავე მოკვლევას, რომელიც ასეთმა ძლიერმა ინსტიტუტმა უნდა გაიაროს.

Fed-ის ეკონომიკური მოდელი ღრმად ხარვეზიანია. იგი ვარაუდობს, რომ ინფლაციასთან ბრძოლის გზა ეკონომიკური აქტივობის შენელება ან თუნდაც დათრგუნვაა.

მონეტარული ინფლაციის რეალური მიზეზი არის დოლარის ღირებულების შესუსტება, როგორც წესი, ძალიან ბევრი ფულის შექმნის გზით. მიუხედავად ამისა, ფედერალური რეზერვი არასოდეს საუბრობს დოლარის მთლიანობის დაცვაზე.

ფედერალური რეზერვი არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი არამონეტარული ინფლაციისთვის – უფრო მაღალი ფასებისთვის, რაც გამოწვეულია რეგულირებით, უფრო მაღალი გადასახადებითა და, როგორც კოვიდის დროს მოხდა, მიწოდების ჯაჭვების არნახული შეფერხებით. თანაც, ფედერალური ბანკის ვარაუდები ამასთან დაკავშირებით ეჭვქვეშ სერიოზულად არასდროს დაუყენებიათ.

ფედერალური სარეზერვო სისტემის კიდევ ერთი შეცდომაა მისი რწმენა, რომ საპროცენტო განაკვეთებით მანიპულირება ეკონომიკური საქმიანობის წარმართვის საუკეთესო გზაა. მას ავიწყდება, რომ 1970-იან წლებში საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად გაიზარდა, ისევე როგორც  ინფლაციაც.

ინფლაციის საუკეთესო წამალია ოქროს სტანდარტზე დაბრუნება, რაც შესაძლოა იმაზე ადრე მოხდეს, ვიდრე ბევრი ფიქრობს.

ოქროს სტანდარტი დაბრუნდება

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მსოფლიო იწყებს ოქროზე დაფუძნებული მონეტარული სისტემისკენ სწრაფვას. ეს მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული ოქროს სტანდარტი თითქმის საყოველთაო ზიზღით სარგებლობს ეკონომისტებსა და ფინანსურ ჩინოვნიკებს შორის.

უვიცობაზე დაფუძნებული მრავალი მითის მიუხედავად, სისტემა მუშაობდა. აშშ 180 წლის განმავლობაში 1970-იანი წლების დასაწყისამდე ოქროზე დაფუძნებულ სისტემაზე იყო. ჩვენ არასდროს გვქონია ინფლაცია, როდესაც დოლარის ღირებულება ყვითელ მეტალთან იყო მიბმული და შეერთებულმა შტატებმა განიცადა უდიდესი გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა კაცობრიობის ისტორიაში.

მას შემდეგ, რაც მწვანეების ოქროსთან კავშირი გაწყდა, ჩვენი საშუალო ისტორიული ზრდის ტემპები დაახლოებით მესამედით დაეცა. რომ შენარჩუნებულიყო ამ 180 წლის განმავლობაში ჩვენი არსებული ზრდის ტრადიციული მოდელი, შიდამეურნეობების საშუალო შემოსავალი დღეს მინიმუმ $40,000-ით მეტი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ოქროზე დაფუძნებული ფულადი სისტემის მიმართ ზიზღი და შეურაცხყოფა საყოველთაოა.

თუმცა მოვლენებს შეუძლიათ, კვლავ დღის წესრიგში დააყენონ ოდესღაც წარმოუდგენელი თემები, ჯერ მათზე მსჯელობის, შემდეგ კი რეალობაში გადმოსვლის გზით.

ცვლილებების ნიშნები აშკარაა. პირველ რიგში, ცენტრალური ბანკები ბოლო წლებში ოქროს რეკორდული რაოდენობით ყიდულობდნენ. მყიდველებს შორისაა ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და ასევე სხვა მრავალი ქვეყანა, მაგალითად, პოლონეთი. ეს ქვეყნები რეაგირებენ მზარდ ეჭვებზე დოლარის გრძელვადიანი ღირებულების შესახებ, რაც, თავის მხრივ, ასახავს შეერთებული შტატების შესაძლო დაღმასვლის შიშს.

კიდევ ერთი ნიშანია – კრიპტოვალუტების პოპულარობა, თავდაპირველად მაღალტექნოლოგიური ძახილი დახმარებისთვის მზარდად მერყევი ქაღალდის ვალუტების გამო. აქ პრობლემა ისაა, რომ კრიპტოების შემქმნელთა უმეტესობას, განსაკუთრებით, Bitcoin-ისას, არ ესმით, რომ ვალუტა უნდა იყოს სტაბილური ღირებულებით, თუ ის გამოიყენება კომერციული ტრანზაქციების განსახორციელებლად, განსაკუთრებით კი გრძელვადიანი კონტრაქტების განსახორციელებლად. არსებობს ოქროზე მიბმული რამდენიმე კრიპტო, მაგრამ მათ ჯერ ვერ მიაღწიეს სანდოობას ან ვერ შექმნეს ფართო გამოყენების მექანიზმები. მიუხედავად ამისა, მთავრობების მიერ შემოღებული მონეტარული პოლიტიკის ბორძიკის პარალელურად, ესეც შეიცვლება.

როგორც საჯარო, ისე კერძო ვალის შექმნა აუცილებლად გამოიწვევს კრიზისებს, რომელთა ჩაქრობაც შეუძლებელია. დღეს მსოფლიოში მთლიანი ვალი $300 ტრილიონზე მეტია, რაც დაუჯერებელია, მაგრამ, გლობალურ მშპ-ს სამჯერ აღემატება.

და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული BRICS-ის საქმიანობა: თავდაპირველად ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი და ერთი წლის შემდეგ სამხრეთი აფრიკა, რომელიც ახლა რამდენიმე სხვა ქვეყანასაც მოიცავს.  გაწევრიანებას ასევე განიხილავს ნავთობის გიგანტი საუდის არაბეთიც. მათი ფულადი მაქინაციები ჯერჯერობით მცირეა, მაგრამ ეს მოცემულობა ნელ-ნელა იცვლება.

გასულ წელს ინდოეთმა დაიწყო ექსპერიმენტები ოქროზე დაფუძნებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. მონეტარული ექსპერტი ნათან ლუისი, რომელიც თანაავტორი იყო ჩვენი წიგნისა „ინფლაცია: რა არის, რატომაა ცუდი, და როგორ გამოვასწოროთ“, შენიშნავს: „ეს ალბათ ძალიან პოპულარული იქნებოდა ინვესტორებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მცურავი [ვალუტის] ეპოქის დაწყებიდან, 1971 წლიდან დღემდე, ოქროს ობლიგაციები, 4%-იანი შემოსავლიანობით, აჯობებდა მსოფლიოს ყველა აქციებისა და ობლიგაციების ბაზარს“. 

ზიმბაბვემ, რომელიც სავარაუდოდ ჰიპერინფლაციის რეკორდს ხსნის, ახლახან გამოაცხადა ოქროზე მიმაგრებული ახალი ვალუტის გაშვების შესახებ. არსებობს საფუძვლიანი სკეპტიციზმი, რომ ამ მთავრობას შეიძლება არ ჰქონდეს დისციპლინა ასეთი მოწყობის ასამუშავებლად. მაგრამ ეს ნაბიჯი მომავალი მოვლენების მანიშნებელია.

Previous Post

სწავლობ და ქმნი თიბისის ტექსკოლაში

Next Post

საქართველოს ბანკისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში 25-მდე ბიზნესი გაციფრულდა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
საქართველოს ბანკისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში 25-მდე ბიზნესი გაციფრულდა

საქართველოს ბანკისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში 25-მდე ბიზნესი გაციფრულდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result