2019 წლის პირველ კვარტალში, იანვარ-მარტში, საქართველოში 2 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა იმპორტით, რაც 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე 4.7%-ით ნაკლებია. თანხაში გამოხატული კლება დაახლოებით 100 მლნ დოლარია. ყველაზე მაღალი შემცირება მარტში იყო – 105 მლნ დოლარი.
იმპორტის შემცირება შემდეგი ძირითადი საიმპორტო პროდუქციის შემოტანის კლებამ განაპირობა: ნავთობპროდუქტები (ძირითადად საავტომობილო საწვავი) შემცირდა 37 მლნ დოლარით, კომპიუტერების და მისი ნაწილების იმპორტი 26 მლნ დოლარით, მანგანუმის მადნები და კონცეტრატები 13 მლნ დოლარით, შაქარი 8 მლნ დოლარით, სიგარეტი 7 მლნ დოლარით, ტელეფონები 6 მლნ დოლარით და ხორბალი 5 მლნ დოლარით.
ცხრილი: ტოპ-10 საიმპორტო პროდუქცია პირველ კვარტალში, მლნ დოლარებში
|
|
2018 |
2019 |
ცვლილება |
|
ნავთობპროდუქტები |
187 |
150 |
-37 |
|
ნავთობის აირები (გაზი) |
119 |
131 |
12 |
|
სპილენძის მადნები |
80 |
120 |
40 |
|
მსუბუქი ავტომობილები |
120 |
119 |
-1 |
|
მედიკამენტები |
72 |
89 |
17 |
|
ტელეფონები |
45 |
39 |
-6 |
|
ელექტროენერგია |
27 |
23 |
-4 |
|
ხორბალი |
28 |
23 |
-5 |
|
რეზინის სალტეები და საბურავები |
18 |
22 |
4 |
|
სიგარეტი |
24 |
17 |
-7 |
წყარო: საქსტატი












