Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რაჭაში საერთაშორისო სტანდარტის სასტუმრო „უწერა რეზორტი“ რადისონ ინდივიდუალის ბრენდით გაიხსნება

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
რაჭაში საერთაშორისო სტანდარტის სასტუმრო „უწერა რეზორტი“ რადისონ ინდივიდუალის ბრენდით გაიხსნება
0
SHARES
0
VIEWS

რაჭაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო „უწერა რეზორტი“ რადისონ ინდივიდუალის ბრენდით გაიხსნება. სილქ ჰოსფითალითისა და რადისონ ჯგუფის თანამშრომლობა კიდევ ერთი პროექტით გრძელდება. 25 აგვისტოს ხელი მოეწერა მესამე მხარის მართვის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც სილქ ჰოსფითალითი განახორციელებს უწერაში 85-ნომრიანი მულტისეზონური სასტუმრო კომპლექსის „უწერა რეზორტი“ მართვას. აღსანიშნავია, რომ „უწერა რეზორტი“ საქართველოში რადისონ ინდივიდუალის ბრენდის პირველი სასტუმრო იქნება.

საშუალო და მაღალ სეგმენტზე გათვლილი „უწერა რეზორტი“ გამაჯანსაღებელი და სპა მომსახურების ფართო სპექტრს დამსვენებლებს წელიწადის ყველა დროს შესთავაზებს.

უწერა რაჭაში, ონის რაიონში, მდინარე რიონის პირას მდებარეობს. ის ცნობილია 28-ზე მეტი უნიკალური მინერალური წყაროთი, რომელთა სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებები მრავალწლიანი გამოცდილებით დასტურდება. სასტუმრო უნიკალურ პარკში მდებარეობს, რომელშიც წითელ წიგნში შეტანილი 900-წლოვანი ცაცხვებია.

„უწერა რეზორტის“ სამსართულიან გამაჯანსაღებელ სპა ცენტრში  განთავსდება 25-მეტრიანი დახურული და ასევე, ღია აუზები, ჯაკუზი, ორთქლისა და მშრალი საუნა, ორთქლის ოთახი და 500 კვ.მ ფართობის სპორტულ დარბაზი. იქვე არსებული სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრი სტუმრებს სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევას, სამკურნალო აბაზანებს, მასაჟის თერაპიას, დეტოქს და გამაჯანსაღებელ პროგრამებს შესთავაზებს.

სრული სპა მომსახურების გარდა, „უწერა რეზორტის“ ერთ-ერთი უპირატესობა ჯანსაღი საკვები და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან დამზადებული გამორჩეულად გემრიელი სამზარეულო იქნება. ამას გარდა, კომპლექსი სტუმრებს შესთავაზებს რაჭის ბუნებრივი სილამაზით ცნობილი ადგილების მონახულებას, კულტურულ, სათავგადასავლო, გასტრონომიულ და ღვინის ტურებს, რაფტინგს, ცხენებით ჯირითსა და სხვა.

პროექტი თიბისი ბანკისა და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“-ის მხარდაჭერით ხორციელდება. მისი საინვესტიციო მოცულობა 20 მლნ ლარზე მეტია და რეგიონში 100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაა.

შპს „უწერას“ დამფუძნებელი გია საგანელიძე: „მოხარული ვარ, რომ რაჭაში, უწერას უმშვენიერეს კურორტზე, რომელიც სახელგანთქმულია უნიკალური მინერალური წყლებით, ასწლოვანი ხეებითა და მრავალფეროვანი ფლორით, გაიხსნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალი კლასის სასტუმრო. გარდა ტურიზმის სექტორის განვითარებისა, პროექტი ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, ინვესტორების მხრიდან რეგიონის მიმართ ინტერესის ზრდასა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ხედვის განხორციელება და რეალობად ქცევა ისეთ გამოცდილ პარტნიორებთან ერთად შემიძლია, როგორიცაა რადისონ ჯგუფი და სილქ ჰოსფითალითი. სასტუმრო კომპლექსი სრული დატვირთვით 2024 წლიდან ამოქმედდება“.

„უწერა რეზორტი“ სილქ ჰოსფითალითისა და რადისონ ჯგუფის განსაკუთრებული პარტნიორობის კიდევ ერთი მაგალითია. შეგახსენებთ, მათი თანამშრომლობის შედეგად საქართველოში უკვე 3 წარმატებული პროექტია განხორციელებული  — „რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული“, „რადისონ ბლუ ბათუმი“ და „რადისონ ბლუ ივერია თბილისი“.

„სილქ როუდ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი: „ეს პროექტი საქართველოს, როგორც მაღალი ხარისხის ტურისტული მიმართულების, უზარმაზარი პოტენციალის რეალიზებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. პარტნიორებთან ერთად სილქ ჰოსფითალითი ხელს უწყობს ქვეყანაში სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრიიდან და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას, რითაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარებაში“.

რადისონ ჰოტელ ჯგუფის ბიზნესის განვითარების უფროსი ვიცე–პრეზიდენტი დევიდ ჯენკინსი: „სილქ ჰოსფითალითისთან კიდევ ერთ გამორჩეულ პროექტზე მუშაობა განსაკუთრებით სასიამოვნოა. ეს კურორტი ჩვენი ახალი ბრენდის, რადისონ ინდივიდუალის, საუკეთესო მაგალითია. იგი დამოუკიდებელ სასტუმროებს აძლევს საშუალებას შეინარჩუნონ და წარმოაჩინონ საკუთარი უნიკალურობა და, ამავდროულად, ისარგებლონ რადისონ ჰოტელ ჯგუფის ოჯახის წევრობის უპირატესობებით“.

სილქ ჰოსფითალითის აღმასრულებელი დირექტორი იორდი ქუითი: „ეს სიახლე სილქ ჰოსფითალითის უკვე არსებული სასტუმროების და კურორტების წარმატების დამსახურებაა. ის ფაქტი, რომ სწორედ ჩვენ ვართ ამ პროექტის პარტნიორები, ხაზს უსვამს რადისონ ჰოტელ ჯგუფის ნდობის მაღალ ხარისხს სილქ ჰოსფითალითის, როგორც არამხოლოდ სალიცენზიო შეთანხმების ბროკერის, არამედ იმ კომპანიის მიმართ, რომელიც სამომავლოდ კომპლექსის მართვასაც გაუძღვება. მოუთმენლად ველით პროექტის რეალიზებას და ბატონ საგანელიძესთან და რადისონ ინდივიდუალთან თანამშრომლობას. როგორც ჩვენი დანარჩენი პროექტების შემთხვევაში, ახლაც დარწმუნებულები ვართ, რომ კურორტი მაღალი ხარისხის იქნება და ვიზიტორებს საუკეთესო დასვენების გამოცდილებას შესთავაზებს“. 

—

სილქ ჰოსფითალითი სილქ როუდ ჯგუფში შემავალი კომპანიაა და საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია. იგი მართავს სხვადასხვა დაწესებულებებს, რომელთა შორის არის მაღალი კლასის სასტუმროები და საცხოვრებელი პროექტები, რესტორნები, სამორინეები და დასასვენებელი ობიექტები. თითოეული მათგანი სტუმრებს კონკრეტულ სურვილებზე მორგებულ საცხოვრებელ თუ გასართობ სერვისებს სთავაზობს და ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან გრძელვადიან ღირებულებას ქმნის. სილქ ჰოსფითალითი სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობს და საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით ვიზიტორებს მსოფლიო დონის შესაბამის გამოცდილებას სთავაზობს.

სილქ ჰისფითალითის 2000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. მათ მართვას ახორციელებს  კომპანიის პროფესიონალთა გუნდი, რომელიც სტუმარ-მასპინძლობის, მარკეტინგის, ფინანსების, ადამიანური რესურსებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოცდილ სპეციალისტებს აერთიანებს. სილქ ჰოსფითალითის პროექტები საქართველოს ყველაზე პოპულარულ და ისტორიულ ადგილებში — თბილისში, ბათუმსა და წინანდალში მდებარეობს.

რადისონ ჰოტელ ჯგუფი სასტუმროების ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფია მსოფლიოში. იგი აერთიანებს 120 ქვეყანაში 1500-ზე მეტ სასტუმროსა და 9 გამორჩეულ ბრენდს— Radisson Collection, Radisson Blu, Radisson, Radisson RED, Radisson Individuals, Park Plaza, Park Inn by Radisson, Country Inn & Suites by Radisson და prizeotel.

რადისონ ჰოტელ ჯგუფის ერთ-ერთი ახალი ბრენდი რადისონ ინდივიდუალი თითოეული სასტუმროს ინდივიდუალობას უსვამს ხაზს. ამ ბრენდით ოპერირებენ სასტუმროები, რომლებსაც უნიკალური პერსონალური მახასიათებლები აქვთ. რადისონ ინდივიდუალი მათ რადისონ ჰოტელ ჯგუფის უპირატესობებით სარგებლობისა და საკუთარი ბრენდის  შენარჩუნების საშუალებას აძლევს.

Previous Post

გუდაურში სასტუმრო Radisson Blue Gudauri-ს მშენებლობას კომპანია “ბლოქსი” გააგრძელებს

Next Post

მსოფლიოში მზის უდიდესი ელექტროსადგური 2030 წლისთვის 5 გიგავატ ენერგიას გამოიმუშავებს

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
მსოფლიოში მზის უდიდესი ელექტროსადგური 2030 წლისთვის 5 გიგავატ ენერგიას გამოიმუშავებს

მსოფლიოში მზის უდიდესი ელექტროსადგური 2030 წლისთვის 5 გიგავატ ენერგიას გამოიმუშავებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result