Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ბიზნესი ვაჭრობა

რას ვყიდით ევროკავშირსა და დსთ-ში – TOP 10 სასაქონლო ჯგუფი

by იზა გვარამაძე
April 2, 2025
in ვაჭრობა, რეიტინგი, საქართველო, ყველა სიახლე
0
რას ვყიდით ევროკავშირსა და დსთ-ში – TOP 10 სასაქონლო ჯგუფი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

2024 წელს საქართველოს ადგილობრივმა ექსპორტმა 3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 5%-ით მეტია. ადგილობრივი ექსპორტი ნიშნავს საქართველოში წარმოებული საქონლის ექსპორტს, ანუ მასში არ შედის რეექსპორტი.

3 მილიარდი დოლარის ექსპორტიდან 1.3 მილიარდ დოლარამდე დამოუკიდებელ ქვეყანათა თანამეგობრობაზე (დსთ) მოდის, ხოლო 477 მლნ დოლარი – ევროკავშირის ქვეყნებზე. დსთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს მოიცავს საქართველოს, უკრაინის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის გამოკლებით. დსთ-ში შემავალ ქვეყნებს შორის საქართველოს ექსპორტში ყველაზე დიდი წილი რუსეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს უჭირავს. მათზე მოდის დსთ-ში ექსპორტის 80%.

ექსპორტის ანალიზი ცალსახად მოწმობს, რომ დსთ-ის ქვეყნები ევროკავშირის ქვეყნებს მნიშვნელოვნად უსწრებენ ქართული სოფლის მეურნეობის ნაწარმის და სასმელების იმპორტით, ხოლო ევროკავშირში მეტი ღირებულების ბუნებრივი რესურსები და მრეწველობის ნაწარმი შედის. გაგაცნობთ ევროკავშირსა და დსთ-ში ექსპორტის უმსხვილეს 10 სასაქონლო ჯგუფს. ინფორმაციის წყარო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურია (საქსტატი).

  1. სასუქები – 32.1 მლნ დოლარი

2024 წელს საქართველომ ექსპორტზე 119 მლნ დოლარის სასუქები გაიტანა. აქედან, ევროკავშირსა და დსთ-ში 32.1 მლნ დოლარის სასუქები შევიდა. კერძოდ, ევროკავშირში 28.6 მლნ დოლარის, ხოლო დსთ-ში 3.5 მლნ დოლარის. ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ღირებულების სასუქები რუმინეთსა (18 მლნ) და ესპანეთში (7 მლნ) შევიდა, დსთ-ის ქვეყნებიდან სომხეთში – 2.7 მლნ დოლარის. 

2023 წელთან შედარებით სასუქების ექსპორტი 25%-ით შემცირდა. ქართული სასუქის უმსხვილესი იმპორტიორები პერუ (39 მლნ) და ინდოეთი (22 მლნ) არიან. სასუქი ექსპორტზე სულ 21 ქვეყანაში გავიდა.

  1. ფარმაცევტული პროდუქცია – 32.5 მლნ დოლარი

2024 წელს საქართველომ ექსპორტზე 34 მლნ დოლარის ფარმაცევტული პროდუქცია გაიტანა. აქედან ევროკავშირსა და დსთ-ში 32.5 მლნ დოლარის შევიდა. კერძოდ, ევროკავშირში – 1.5 მლნ დოლარის, ხოლო დსთ-ში – 31 მლნ დოლარის. ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ღირებულების მედიკამენტები ლატვიაში (1.2 მლნ) შევიდა, დსთ-ის ქვეყნებიდან უზბეკეთში (14 მლნ), სომხეთში (4.1 მლნ) და აზერბაიჯანში (3.5 მლნ).

2023 წელთან შედარებით ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტი 6%-ით გაიზარდა. აღნიშნული საქონელი ექსპორტზე სულ 33 ქვეყანაში გავიდა.

  1. ტანსაცმელი – 44.4 მლნ დოლარი

გასულ წელს საქართველომ ექსპორტზე 169 მლნ დოლარის ტანსაცმელი გაიტანა. აქედან ევროკავშირსა და დსთ-ში 44.4 მლნ დოლარის შევიდა. კერძოდ, ევროკავშირში – 35.5 მლნ დოლარის, ხოლო დსთ-ში – 8.9 მლნ დოლარის. ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ღირებულების ტანსაცმელი პოლონეთსა (12 მლნ) და ჩეხეთში (7 მლნ) შევიდა, დსთ-ის ქვეყნებიდან აზერბაიჯანსა (5 მლნ) და რუსეთში (3 მლნ).

2023 წელთან შედარებით ტანსაცმლის ექსპორტი 1.4%-ით გაიზარდა. ქართული ტანსაცმლის უმსხვილესი იმპორტიორი თურქეთია (118 მლნ). ტანსაცმელი ექსპორტზე სულ 76 ქვეყანაში გავიდა.

  1. ბოსტნეულისა და ხილის ნაწარმი – 48 მლნ დოლარი

2024 წელს საქართველომ ექსპორტზე 66 მლნ დოლარის ბოსტნეული და ხილის ნაწარმი (მურაბა, ჯემი, კონსერვი და ა.შ) გაიტანა. აქედან, ევროკავშირსა და დსთ-ში 48 მლნ დოლარის შევიდა. კერძოდ, ევროკავშირში – 16.4 მლნ დოლარის, ხოლო დსთ-ში – 31.6 მლნ დოლარის. დსთ-ის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ღირებულების რუსეთში (28 მლნ) შევიდა, ევროკავშირის ქვეყნებიდან გერმანიასა (9 მლნ) და საფრანგეთში (2 მლნ).

2023 წელთან შედარებით ბოსტნეულისა და ხილის ნაწარმის ექსპორტი 161%-ით გაიზარდა. აღნიშნული საქონელი ექსპორტზე სულ 53 ქვეყანაში გავიდა.

  1. თხილი – 79 მლნ დოლარი

2024 წელს საქართველომ ექსპორტზე 104 მლნ დოლარის თხილი გაიტანა. აქედან ევროკავშირსა და დსთ-ში 79 მლნ დოლარის შევიდა. კერძოდ, ევროკავშირში – 65 მლნ დოლარის, ხოლო დსთ-ში – 14 მლნ დოლარის. ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ღირებულების თხილი იტალიაში (18 მლნ), ესპანეთში (15 მლნ) და გერმანიაში (9 მლნ) შევიდა, დსთ-ის ქვეყნებიდან სომხეთსა (5 მლნ) და რუსეთში (4.7 მლნ).

2023 წელთან შედარებით თხილის ექსპორტი 21%-ით გაიზარდა. ქართული თხილი ექსპორტზე სულ 47 ქვეყანაში გავიდა.

  1. შავი ლითონები – 86 მლნ დოლარი

გასულ წელს საქართველომ ექსპორტზე 370 მლნ დოლარის შავი ლითონები გაიტანა. აქედან ევროკავშირსა და დსთ-ში 86 მლნ დოლარის შევიდა. კერძოდ, ევროკავშირში – 47 მლნ დოლარის, ხოლო დსთ-ში – 39 მლნ დოლარის. ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ღირებულების შავი ლითონები იტალიაში (23 მლნ), ესპანეთში (7 მლნ) და ნიდერლანდებში (6 მლნ) შევიდა, დსთ-ის ქვეყნებიდან სომხეთსა (12 მლნ) და აზერბაიჯანში (10 მლნ).

2023 წელთან შედარებით შავი ლითონების ექსპორტი 79%-ით გაიზარდა. ქართული შავი ლითონების უმსხვილესი იმპორტიორები თურქეთი (147 მლნ) და აშშ (99 მლნ) არიან. აღნიშნული საქონელი ექსპორტზე სულ 64 ქვეყანაში გავიდა.

  1. ლითონის მადნები- 114 მლნ დოლარი

2024 წელს საქართველომ ექსპორტზე 335 მლნ დოლარის მადნები და წიდა გაიტანა. აქედან ევროკავშირსა და დსთ-ში 114 მლნ დოლარის შევიდა. კერძოდ, ევროკავშირში – 111 მლნ დოლარის, ხოლო დსთ-ში – 3 მლნ დოლარის. ევროკავშირის ქვეყნებიდან მადნები მხოლოდ ბულგარეთში შევიდა, დსთ-ის ქვეყნებიდან კი ყაზახეთსა (2.5 მლნ) და რუსეთში (0.6 მლნ).

2023 წელთან შედარებით მადნების ექსპორტი 38%-ით შემცირდა. ქართული ლითონის მადნების უმსხვილესი იმპორტიორი ჩინეთია (220 მლნ). მადნები ექსპორტზე სულ 9 ქვეყანაში გავიდა.

  1. სპირტი და სპირტიანი სასმელები – 247 მლნ დოლარი

გასულ წელს საქართველომ ექსპორტზე 250 მლნ დოლარის სპირტი და სპირტიანი სასმელები გაიტანა. აქედან ევროკავშირსა და დსთ-ში 247 მლნ დოლარის შევიდა. კერძოდ, ევროკავშირში – 16 მლნ დოლარის, ხოლო დსთ-ში – 231 მლნ დოლარის. დსთ-ის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი სპირტიანი სასმელები რუსეთში (154 მლნ), სომხეთსა (40 მლნ) და ბელარუსში (12 მლნ) შევიდა, ევროკავშირის ქვეყნებიდან საფრანგეთსა (10 მლნ) და ლატვიაში (2 მლნ).

2023 წელთან შედარებით სპირტისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტი 55%-ით გაიზარდა. აღნიშნული საქონელი ექსპორტზე სულ 49 ქვეყანაში გავიდა.

  1. ღვინო – 249 მლნ დოლარი

გასულ წელს საქართველომ ექსპორტზე 275 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა. აქედან ევროკავშირსა და დსთ-ში 249 მლნ დოლარის შევიდა. კერძოდ, ევროკავშირში – 34 მლნ დოლარის, ხოლო დსთ-ში – 215 მლნ დოლარის. დსთ-ის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ღვინო რუსეთში (183 მლნ), ყაზახეთსა (10 მლნ) და ბელარუსში (7 მლნ) შევიდა, ევროკავშირის ქვეყნებიდან პოლონეთსა (17 მლნ) და გერმანიაში (6 მლნ).

2023 წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი 7%-ით გაიზარდა. ქართული ღვინო ექსპორტზე სულ 49 ქვეყანაში გავიდა.

  1. უალკოჰოლო სასმელები – 293 მლნ დოლარი

გასულ წელს საქართველომ ექსპორტზე 302 მლნ დოლარის უალკოჰოლო სასმელები გაიტანა. აქედან ევროკავშირსა და დსთ-ში 293 მლნ დოლარის შევიდა. კერძოდ, ევროკავშირში – 18 მლნ დოლარის, ხოლო დსთ-ში – 275 მლნ დოლარის. დსთ-ის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი უალკოჰოლო სასმელები რუსეთში (139 მლნ), ყაზახეთსა (47 მლნ) და უზბეკეთში (18 მლნ) შევიდა, ევროკავშირის ქვეყნებიდან ლიეტუვასა (10 მლნ) და გერმანიაში (3 მლნ).

2023 წელთან შედარებით უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი 26%-ით გაიზარდა. აღნიშნული ქართული ნაწარმი ექსპორტზე სულ 64 ქვეყანაში გავიდა. უალკოჰოლო სასმელები მტკნარ წყალს, მინერალურ წყალსა და შაქრიან სასმელებს მოიცავს.

Previous Post

ბრიტანეთმა ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე დაასანქცირა

Next Post

მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები | Forbes-ის 2025 წლის რეიტინგი

იზა გვარამაძე

Next Post
მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები | Forbes-ის 2025 წლის რეიტინგი

მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები | Forbes-ის 2025 წლის რეიტინგი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result