Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რამდენს ხარჯავს ინგლისის სამეფო ოჯახი?

by Salo Papalashvili
July 3, 2023
in მსოფლიო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
რამდენს ხარჯავს ინგლისის სამეფო ოჯახი?
0
SHARES
0
VIEWS

უელსის პრინცმა უილიამმა, მხოლოდ კორნუოლის საჰერცოგოდან წელს თითქმის £6 მილიონის პირადი შემოსავალი მიიღო, თუმცა ტახტის მემკვიდრის ყოველწლიური ანგარიშის გამოუქვეყნებლობის გამო, კრიტიკა დაიმსახურა. პარალელურად, საჰერცოგოს მოგება, 2022-2023 წლებში გასულ წელთან შედარებით, 4.5%-ით გაიზარდა და რეკორდულ, £24.048 მილიონს მიაღწია.

როგორც წესი, უილიამს, მისი კუთვნილი პირადი შემოსავლის სახით, £24 მილიონი ეკუთვნოდა, თუმცა პრინცის ფინანსების აღრიცხვა შედარებით გართულდა მას შემდეგ, რაც ფინანსური წლის შუა პერიოდში ის ტახტის მემკვიდრე გახდა. მეფეს, როგორც ყოფილ უელსის პრინცს, მის კურთხევამდე დანამატად £11.275 მილიონი უნდა მიეღო, ხოლო უილიამს, რომელმაც ფინანსური წლის პირველი ნახევარი კორნუოლის ჰერცოგის, ხოლო მეორე ნახევარი უელსის პრინცის რანგში გაატარა, კენსინგტონის სასახლის თანახმად, £12.773 მილიონი ერგებოდა.

მიუხედავად ამისა, სასახლის ინფორმაციით, კორნუოლის ჰერცოგების ცვლილებასთან დაკავშირებით, საჰერცოგოს გუნდმა, „საბრუნავი კაპიტალისთვის“ ნამატი თანხის ერთჯერადად შენარჩუნება მოითხოვა. შედეგად, საჰერცოგომ £6.873 მილიონი დაიტოვა და უილიამის შემოსავალმა მხოლოდ £5.9 მილიონი შეადგინა.

ინგლისის სამეფო ოჯახის 2022-2023 წლის ხარჯები გასულ კვირას გამოქვეყნდა:

£86.3 მილიონი – გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული სუვერენული გრანტი, რომელიც შედგება ძირითადი დაფინანსებისთვის გამოყოფილი £51.8 მილიონისა და ბუკინგემის სასახლის რეზერვისთვის დამატებითი £34.5 მილიონისგან.

£107.5 მილიონი – მონარქიის ოფიციალური წმინდა ხარჯები: 2021/2022 წელთან შედარებით 5%-ით (£5.1 მილიონით) გაიზარდა.

£1.6 მილიონი – დედოფლის დაკრძალვისთვის სუვერენული გრანტიდან დახარჯული თანხა.

£700,000 – დედოფლის პლატინის იუბილესთვის სუვერენული გრანტიდან დახარჯული თანხა.

£27.1 მილიონი – პერსონალის სახელფასო გადასახადი: წინა წელთან შედარებით გაზრდილია £3.4 მილიონით, შესაბამისად 14%-ით.

£2.4 მილიონი – სამეფო სახლის მოვლის და სტუმართა დახვედრის ხარჯები: გასულ წელთან შედარებით გაზრდილია £1.1 მილიონით.

£3.9 მილიონი: სამეფო მივლინებების ხარჯები: გასულ წელთან შედარებით შემცირებულია £0.6 მილიონით, შესაბამისად 13%-ით.

£1.02 მილიონი: სამეფო ოჯახის წევრების მიერ ვერტმფრენით მგზავრობის ხარჯები.

£186,571 – რუანდაში, თანამეგობრობის მთავრობის მეთაურთა შეხვედრაზე დასასწრებად, მეფისა და დედოფლის ჩარტერული ფრენების ხარჯი.

£146,219 – 2023 წლის მარტში, გერმანიაში, მეფისა და დედოფლის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფრენის ხარჯები.

£25,687 – 2022 წლის ოქტომბერში, აბერდინიდან ნორთოლტში, მეფის ჩარტერული ფრენის ხარჯი.

£1.29 – გაერთიანებულ სამეფოში თითო ადამიანზე სუვერენული გრანტის დაფინანსების ხარჯი.

£5.9 მილიონი – კორნუოლის საჰერცოგოდან უელსის პრინცის პირადი შემოსავალი.

£6.9 მილიონი – „საბრუნავი კაპიტალისთვის“ საჰერცოგოს მიერ შენარჩუნებული თანხა, რომელიც პრინც უილიამს უნდა მიეღო.

£12.8 მილიონი – უელსის პრინცის რანგში, მეფის მიერ საჰერცოგოსგან მიღებული ანაზღაურება.

£24 მილიონი – კორნუოლის საჰერცოგოს წლიური მოგება, 2022-2023 წლებში  – ჩვეულებრივ უილიამის სრული ხელფასი.

კენსინგტონის სასახლის ინფორმაციით, გასული წელი, დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, გარდამავალი წელი იყო, რის გამოც მიმდინარე წელს მოხსენების გამოქვეყნება არ იგეგმება. მომავალ წელს, უილიამი სავარაუდოდ საჰერცოგოდან სრულ, £24-მილიონიან მოგებას მიიღებს.

გარდა ამისა, 2023 ფინანსური წლის პირველ ნახევარში კემბრიჯის ჰერცოგის რანგში სამსახურებრივი მოვალეობებისა და პირადი ცხოვრების დაფინანსებისთვის, უილიამი მამისგან დამატებით თანხასაც მიიღებს. ჩარლზის მიერ გადახდილი თანხა, უილიამის, ქეითისა და მათი ოჯახის ხარჯებს დაფარავს – მათ შორის კაპიტალურ ხარჯებსა და რეზერვის თანხას, რომელმაც 2021-22 წლებში £4.38 მილიონი შეადგინა. თუმცა არც ზემოთ წარმოდგენილი დანახარჯები და არც საჰერცოგოსთან დაკავშირებული ჩარლზის კანონპროექტი მიმდინარე წელს არ გავრცელდება. უილიამს საჰერცოგოს შემოსავალზე საგადასახადოს გადასახადის დაფარვა 2024 წლის იანვარში მოუწევს.

საჰერცოგოს შემოსავალი ფარავს უილიამის საჯარო და პირადი ცხოვრების ხარჯებს. საჰერცოგო ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და უძველესი მიწის ნაკვეთია და 1337 წელს ედუარდ მესამის მიერ მისი მემკვიდრე, პრინც ედუარდისთვის შეიქმნა. საჰერცოგო ინგლისისა და უელსის 23 საგრაფოზე ვრცელდება და £1 მილიარდადაა შეფასებული.

Previous Post

Google-ი კანადური საინფორმაციო საშუალებების დაბლოკვას გეგმავს

Next Post

„ალიანს ჯგუფი“ ქობულეთში $112-მილიონიან პროექტს აანონსებს

Salo Papalashvili

Next Post
„ალიანს ჯგუფი“ ქობულეთში $112-მილიონიან პროექტს აანონსებს

„ალიანს ჯგუფი“ ქობულეთში $112-მილიონიან პროექტს აანონსებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result