Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ეკონომიკა

რამდენს ხარჯავენ NATO-ს ქვეყნები სამხედრო, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში?

by იზა გვარამაძე
July 17, 2025
in ეკონომიკა, თავდაცვა, მსოფლიო, პოლიტიკა, ფინანსები, ყველა სიახლე
0
რამდენს ხარჯავენ NATO-ს ქვეყნები სამხედრო, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 32 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნების მიღწევა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად, NATO-ს ყველა წევრი უფრო ნაკლებს ხარჯავს თავის სამხედრო სფეროზე, ვიდრე ჯანდაცვასა და განათლებაზე. თუმცა ეს მოცემულობა შეიძლება მალე შეიცვალოს, რადგან ქვეყნები 2035 წლისთვის თავდაცვის სფეროს ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-მდე გაზრდაზე შეთანხმდნენ.

Visual Capitalist-მა NATO-ს საჯარო განცხადებებიდან და მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით შემოგვთავაზა შედარება, თუ მშპ-ის რამდენ პროცენტს ხარჯავენ ალიანსის წევრი ქვეყნები სამხედრო სფეროზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე.

როგორც აღმოჩნდა, სამხედრო ხარჯებით პოლონეთი ლიდერობს, რომელიც ამისთვის მშპ-ის 4.1%-ს ხარჯავს. ეს ძირითადად უკრაინაში ომის გამო შექმნილი შეშფოთებით არის განპირობებული. მოგეხსენებათ, პოლონეთი უკრაინის მეზობელი ქვეყანაა, რომელიც მას ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება. პოლონელები შიშობენ, რომ თუ რუსეთი უკრაინის დაკავებას შეძლებს, ეს საფრთხეს მათაც შეუქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტი 1 ტრილიონ დოლარს უტოლდება, ის ქვეყნის მშპ-ის დაახლოებით 3%-ია. ეს ძალიან ცოტაა იმასთან შედარებით, რასაც აშშ ჯანდაცვაზე ხარჯავს — მშპ-ის 16.5%. ცნობისთვის, 2023 წელს ქვეყანამ ჯანდაცვის სფეროში 3 ტრილიონი დოლარი დახარჯა.

NATO-ს თავდაცვის ხარჯების ახალი, 5%-იანი მიზანი ბევრი ევროპული ქვეყნისთვის პრიორიტეტების მკვეთრ ცვლილებას გულისხმობს, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, სადაც თავდაცვა დიდი ხანია, მეორე პლანზეა გადაწეული და ძირითადი ყურადღება საჯარო სერვისებს ეთმობა.

თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარა აშშ-ის მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ ახლა მათ კონტინენტის მასშტაბით რემილიტარიზაციას აიძულებს, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყნების ნაწილმა გარკვეულწილად უკვე დაიწყო.

NATO-ს ქვეყნების თავდაცვის, ჯანდაცვისა და განათლების ხარჯები (% მშპ-დან):
ქვეყანა თავდაცვა (% – 2024) ჯანდაცვა (% – 2022/23) განათლება (% – 2021/22)
პოლონეთი 4.1% 7.0% 4.7%
ესტონეთი 3.4% 7.0% 5.3%
აშშ 3.4% 16.5% 5.4%
ლატვია 3.2% 7.6% 4.6%
საბერძნეთი 3.1% 8.5% 4.1%
ლიეტუვა 2.9% 7.3% 4.3%
ფინეთი 2.4% 9.7% 6.5%
დანია 2.4% 9.4% 5.3%
დიდი ბრიტანეთი 2.3% 10.9% 5.0%
რუმინეთი 2.3% 5.8% 3.3%
ჩრდ. მაკედონია 2.2% 7.6% 3.3%
ნორვეგია 2.2% 8.0% 4.0%
ბულგარეთი 2.2% 7.7% 4.7%
შვედეთი 2.1% 10.9% 7.6%
გერმანია 2.1% 11.8% 4.5%
უნგრეთი 2.1% 6.4% 4.7%
ჩეხეთი 2.1% 8.5% 4.8%
თურქეთი 2.1% 3.7% 2.6%
საფრანგეთი 2.1% 11.9% 5.4%
ნიდერლანდი 2.1% 10.1% 5.1%
ალბანეთი 2.0% 6.2% 2.7%
მონტენეგრო 2.0% 10.9% 4.4%
სლოვაკეთი 2.0% 7.7% 4.8%
ხორვატია 1.8% 7.2% 4.1%
პორტუგალია 1.6% 10.0% 4.8%
იტალია 1.5% 8.5% 4.2%
კანადა 1.4% 11.2% 4.1%
ბელგია 1.3% 10.8% 6.4%
ლუქსემბურგი 1.3% 5.8% 4.7%
სლოვენია 1.3% 9.4% 5.4%
ესპანეთი 1.3% 9.7% 4.3%
ისლანდია 0.0% 9.0% 7.1%
Previous Post

Trusted Partner in a Changing Environment

Next Post

ტრამპის თქმით, აშშ-ში Coca-Cola-ს შემადგენლობა შეიცვლება | რას აცხადებს კომპანია?

იზა გვარამაძე

Next Post
ტრამპის თქმით, აშშ-ში Coca-Cola-ს შემადგენლობა შეიცვლება | რას აცხადებს კომპანია?

ტრამპის თქმით, აშშ-ში Coca-Cola-ს შემადგენლობა შეიცვლება | რას აცხადებს კომპანია?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result