Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home მოსაზრება ეკონომიკა

რამ განაპირობა საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2022 წელს?

by Davit Tsiramua
April 12, 2024
in ეკონომიკა, ეკონომიკა, მოსაზრება, ოპედი, საქართველო, ყველა სიახლე
0
რამ განაპირობა საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2022 წელს?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-11 იყო, ანუ 10.1%-ზე მაღალი ზრდა მხოლოდ 10 ქვეყანაში დაფიქსირდა. მაღალი ეკონომიკური ზრდა ძირითადად პატარა, ტურიზმზე დამოკიდებულ ქვეყნებს ჰქონდათ, მათ შორის არის საქართველოც. რადგან 2020-2021 წლებში პანდემიამ ტურიზმის სექტორი და მასზე დამოკიდებული ქვეყნები საგრძნობლად დააზარალა, პოსტპანდემიურ 2022 წელს პირიქით, ამ ქვეყნებმა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა დაიწყეს. თუმცა საქართველოს 2021 წელსაც მაღალი – 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა და, შესაბამისად, 2022 წლის მაღალი ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 2022 წელს პანდემიის დასრულებით ვერ აიხსნება. პანდემიის დასრულებასთან ერთად მნიშვნელოვანი იყო მეორე ფაქტორი – რუსეთ- -უკრაინის ომი. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ამ ომისგან, დანაკარგზე მეტად, სარგებელი მიიღო. ამ ქვეყნების რიცხვშია სომხეთიც, რომლის ეკონომიკა 2022 წელს 12.6%-ით გაიზარდა და მისი ზრდის ტემპით მსოფლიოში მე-4 ადგილზე აღმოჩნდა.

როდესაც ეკონომიკის ზრდაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ამაში ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა იგულისხმება. რეალური მშპ-ის ზრდა უჩვენებს, ერთი წლის განმავლობაში რამდენი პროცენტით გაიზარდა საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობა. რეალური მშპ-ის ზრდა არ მოიცავს ფასების ზრდის, ანუ ინფლაციის ეფექტით გაზრ­დილ ბრუნვას.

საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი
მონაცემების წყარო: საქსტატი

უკვე ცნობილია საქართველოს 2022 წლის ეკონომიკის, იმავე მშპ-ის სხვადასხვა მეთოდით ჩაშლილი მაჩვენებლები, რაც გვეხმარება, ეკონომიკის ზრდის მიზეზებს ჩავწვდეთ. დავიწყოთ იმის გარკვევით, ეკონომიკის რომელი სექტორები გაიზარდა ყველაზე მეტად 2022 წელს.

2022 წელს ყველაზე მეტად შემდეგი სექტორები გაიზარდა: ინფორმაცია (IT) და კომუნიკაცია – 50%, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება – 39%, ტრანსპორტი და დასაწყობება – 28%, სამთომოპოვებითი მრეწველობა – 23%, გართობა და დასვენება -17%, სასტუმროები და რესტორნები – 17%.

ეკონომიკური საქმიანობის სახეები

მლნ ლარი

ზრდის ტემპი

წილი ეკონომიკურ ზრდაში

ტრანსპორტი და დასაწყობება

4,079

28%

1.8%

ინფორმაცია და კომუნიკაცია

2,943 50%

1.7%

ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდება

2,099

39%

1.2%

მშენებლობა

5,016

15%

1.1%

ვაჭრობა, ავტომობილების რემონტი

9,548

6%

0.9%

დამმუშავებელი მრეწველობა

6,945

8%

0.9%

გართობა და დასვენება

2,804

17%

0.7%

სასტუმროები და რესტორნები

2,374

17%

0.6%

სამთომოპოვებითი მრეწველობა

877

23%

0.4%

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები

3,060

5%

0.3%

სოფლის მეურნეობა

4,368

3%

0.2%

სახელმწიფო მმართველობა

4,029

3%

0.2%

განათლება

2,771

4%

0.2%

წყალმომარაგება და კანალიზაცია

523

9%

0.1%

სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები

1,308

-2%

-0.1%

ჯანდაცვა

2,491 -6% -0.3%
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები

6,246

-5%

-0.5%

სხვა სახის მომსახურება

1,326 35%

0.6%

მონაცემების წყარო: საქსტატი

ზრდის ტემპთან ერთად მნიშვნელოვანია, რამდენად დიდია სექტორი, რადგან რაც უფრო დიდ სექტორშია მაღალი ზრდა, მით უფრო სწრაფად იზრდება ქვეყნის ეკონომიკა. აქედან გამომდინარე, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის 10.1%-იან ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორმა შეიტანა – 1.8% პუნქტი. 2020 წელს პანდემიის გამო ტრანსპორტის სექტორი 26%-ით შემცირდა, თუმცა 2021 წელს 29%-ით გაიზარდა. 2022 წელს დაფიქსირებული 28%-იანი ზრდა პანდემიის საბოლოოდ დასრულებისა (რამაც მსოფლიოში ტვირთბრუნვა და მოგზაურების რაოდენობა გაზარდა) და რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი იყო. ომის გამო რუსეთიდან და შუა აზიიდან მომავალი ტვირთების ნაწილმა საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადმოინაცვლა. 2022 წელს საქართველოს დერეფანში 450 ათასამდე სატვირთო ავტომობილმა გაიარა, რაც 35%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურებიდან საქართველოს შემოსავალი 380 მლნ დოლარით (46%-ით) გაიზარდა.

ეკონომიკის ზრდაში შეტანილი წვლილით მეორე ადგილზე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორია 1.7% პუნქტით. ეს სექტორი 2020 წელსაც არ შემცირებულა და 2.6%-ით გაიზარდა. 2021 წელს 30%-ით გაიზარდა, 2022 წელს კი რეკორდულად – 50%-ით გაიზარდა. სექტორის ზრდის ტემპის დაჩქარება საქართველოში ჩამოსულმა რუსმა, ბელარუსმა და უკრაინელმა ემიგრანტებმა განაპირობეს. საქსტატის ბიზნესრეგისტრის მონაცემებით, საქართველოში 1,200-მდე კომპანია საქმიანობს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მომსახურების სფეროში, საიდანაც 600-ზე მეტი კერძო უცხოური კომპანიაა. აქედან, 470 კომპანია 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არის რეგისტრირებული საქართველოში და მათი 90% რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნის. საბოლოოდ გამოდის, რომ საქართველოში, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიების 40% რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაა და ეს კომპანიები ძირითადად 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დარეგისტრირდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მიერ სხვა ქვეყნის რეზიდენტებისთვის კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების გაწევის ჯამურმა ღირებულებამ 2022 წელს 512 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 235%-ით მეტია. ძირითადად, ამან განაპირობა 2022 წელს ამ სექტორის 50%-იანი ზრდა.

რომ შევაჯამოთ, 10.1%-იანი ზრდიდან 3.5% პუნქტი ტრანსპორტსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე მოდის. რომ არა რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა, ეს სექტორები მაინც გაიზრდებოდა, მაგრამ დაფიქსირებული ბუმი აშკარად ომიდან გამომდინარე გარემოებებმა განაპირობა.

ზრდაში შეტანილი წვლილით მეორე ადგილზე ელექტროენერგიის გამომუშავებაა 1.2% პუნქტით. სექტორში 39%-იანი ზრდა დაფიქსირდა. თუ გამომუშავებული ელექტროენერგიის ზრდას კილოვატ-საათებში ვნახავთ, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 12.7%-ით გაიზარდა და 14,247 მლნ კვტ-სთ შეადგინა.

მშენებლობა 15%-ით გაიზარდა და ეკონომიკის ზრდაში 1.1% პუნქტის წვლილი შეიტანა. 2020 წელს მშენებლობა 8%-ით შემცირდა, ხოლო 2021 წელს – 24%-ით. შესაბამისად, მშენებლობის ზრდაში პოსტპანდემიური ფაქტორის როლი დიდი იყო. ასევე, სამშენებლო სექტორში ინვესტირება მიმზიდველი გახადა რუსეთიდან ათიათასობით ემიგრანტის შემოსვლამ, რადგან უძრავი ქონების ყიდვასა და ქირაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა.

ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ასევე ვაჭრობის, ავტომობილების რემონტის, დამმუშავებელი მრეწველობის, გართობა-დასვენების, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორებმა. მათი ჯამური წილი 3.1% პუნქტია.

მთლიან შიდა პროდუქტს თუ დანახარჯების მიხედვით ჩაშლილს ვნახავთ, ჩანს, რომ ეკონომიკის ზრდა საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდამ და მთლიანი კაპიტალის ფორმირებამ (ინვესტიციებმა) განაპირობა. საქონლის ექსპორტი 23%-ით გაიზარდა, მომსახურების კი 98%-ით. მომსახურების ზრდა ძირითადად მოდის ტურიზმზე, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ტრანსპორტზე. კაპიტალის ფორმირება 31%-ით გაიზარდა. ეკონომიკა არ გაზრდილა შიდა მოხმარების ზრდის ხარჯზე, რადგან შიდა მოხმარების ზრდას (10%) საქონლისა და მომსახურების იმპორტის ზრდამ (26%) გადააჭარბა.

საინტერესოა, რა იყო ის ფაქტორები, რომლებიც უშუალოდ მშპ-ის სტრუქტურაში არ ჩანს, მაგრამ რომელთაც მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა როგორც საქართველოში წარმოების ზრდაზე (მიწოდების მხარე), ასევე წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოხმარების ზრდაზე (მოთხოვნის მხარე). ამ მიმართულებით 2022 წელს ოთხი მნიშვნელოვანი გარემოება გამოიკვეთა:

  1. საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 61%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ინვესტიციები მშპ-ის ზრდის პოტენციალს ამაღლებს;
  2. ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა თითქმის 3-ჯერ გაიზარდა 2021 წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა კი 2.3-ჯერ გაიზარდა. ვიზიტორების მიერ საქართველოში დახარჯული თანხა 2.8ჯერ გაიზარდა და 3.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ტურიზმის ზრდა პანდემიის დასრულებამ და რუსი მიგრანტების შემოსვლამ განაპირობა. მიგრანტებმა განსაკუთრებული წვლილი დანახარჯების ზრდაში შეიტანეს.
  3. საზღვარგარეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობა (ფულადი გზავნილები) 2021 წელთან შედარებით 2-ჯერ გაიზარდა და 4.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. მათ შორის, რუსეთიდან ფულადი გზავნილები 5-ჯერ გაიზარდა და 2.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილების ზრდა ქვეყნის შიგნით საქონელსა და მომსახურებაზე ზრდის მოთხოვნას, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას აჩქარებს. გარდა ამისა, ამ თანხის გარკვეული ნაწილი შესაძლოა, საქონლისა და მომსახურების წარმოებისთვისაც იყო გამოყენებული.
  4. საქართველოდან საქონლის ექსპორტი (დოლარში გამოხატული) 2021 წელთან შედარებით 32%-ით გაიზარდა. რეექსპორტის გამოკლებით, ქართული საქონლის ექსპორტი 18%-ით გაიზარდა. ექსპორტის მაღალი ტემპით ზრდა პანდემიის დასრულებამ და მსოფლიოში ფასების ზრდამ განაპირობა.

რუსეთ-უკრაინის ომს საქართველოს ეკონომიკისთვის მხოლოდ სარგებელი არ მოუტანია. მნიშვნელოვნად შემცირდა ექსპორტი უკრაინაში, შემცირდა უკრაინიდან ტურისტების შემოსვლა და ფულადი გზავნილების მიღება. ჯამში საქართველოს ეკონომიკამ უკრაინიდან, სულ მცირე, ნახევარი მილიარდი დოლარი დაკარგა. ასევე, უკრაინის ომის გარეშე მსოფლიოსა და საქართველოს ზოგიერთ სავაჭრო-პარტნიორ ქვეყანაში უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად იმოქმედებდა. თუმცა ზემოთ აღწერილი გარემოებები ადასტურებს, რომ, საბოლოო ჯამში, ომით გამოწვეულმა ცვლილებებმა საქართველოს ეკონომიკური ზრდა დააჩქარა. ამას ისიც მოწმობს, რომ 2021 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობა 2022 წელს ეკონომიკის 6%-ით ზრდას პროგნოზირებდა. ოპტიმისტური სცენარით კი ეკონომიკის ზრდის 6.3%-ით ზრდას მოელოდა, რაც 3.8% პუნქტით ჩამორჩება რეალურად დაფიქსირებულ 10.1%-იან ეკონომიკურ ზრდას.

მოსახლეობას ეკონომიკის ზრდის მიზეზებზე არანაკლებ აინტერესებს, თუ როგორ აისახება მათზე გაზრდილი ეკონომიკა. საქსტატის ინფორმაციით, 10.1%-იანი ეკონომიკური ზრდით მოტანილი დამატებითი შემოსავალი შემდეგნაირად გადანაწილდა: 2022 წელს ქვეყანაში გაცემული ხელფასების ჯამური თანხა 23%-ით გაიზარდა, 17%-ით გაიზარდა მთავრობის მიერ აკრეფილი გადასახადები, კომპანიების წმინდა მოგება კი 14%-ით გაიზარდა.

Tags: top
Previous Post

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი საპროცენტო განაკვეთის მატებაზე მიანიშნებს

Next Post

მასკის სტარტაპ Neuralink-ის ღირებულება $5 მილიარდს გაუტოლდა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
მასკის სტარტაპ Neuralink-ის ღირებულება $5 მილიარდს გაუტოლდა

მასკის სტარტაპ Neuralink-ის ღირებულება $5 მილიარდს გაუტოლდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result