Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე COVID-19

რა უჯდება მთავრობას კოვიდთან ბრძოლა?

by Davit Tsiramua
December 23, 2021
in COVID-19, გამოძიება, საქართველო, ყველა სიახლე
0
რა უჯდება მთავრობას კოვიდთან ბრძოლა?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ორი წე­ლი გა­დის, რაც კოვიდ-19-ით გამოწვე­­ული პანდემია მსოფლიოში დღეში ათასობით ადა­­­მიანს კლავს. გასული წლის დასაწყისში, პანდემიის პირველი ტალღის დროს, ქვეყნებს ჰქონდათ ამბიცია, რომ პანდემია შეეკავებინათ. ამ მიზნის მისაღწევად მთავრობებმა მოსახლეობის მობილობაზე და საქმია­­­ნობაზე სხვადასხვა სიმკაცრის შეზღუდვები დააწე­­­სეს. ეს შეზღუდვები როგორც მსოფლიო ეკონომიკას, ისე ქვეყნების ეროვნულ ეკონომიკებს ძალიან ძვირი დაუჯდათ. 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3.1%-ით შემცირდა, რაც 2.5 ტრილიონი აშშ დოლარის დანა­­­კარგია.

გასული წლის ბოლოს მთავრობები მიხვდნენ, რომ პანდემიის შეკავება შეუძლებელია და მთავარი მიზანი მისგან მოყენებული ზიანის, პირველ რიგში სიკვდილიანობის შემცირება გახდა. სიკვდილიანო­­­ბის შემცირება უპირველესად კოვიდის საწინააღმ­­­­­­დეგო ვაქცინაციაზეა დამოკიდებული. ქვეყნებმა ე.წ. კოვიდრეგულაციები გააუქმეს ან მნიშვნელოვნად შეარბილეს, რამაც ეროვნული ეკონომიკების ზრდის დაწყებას შეუწყო ხელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წელს მსოფლიო ეკონომი­­­კა 5.9%-ით გაიზრდება.

ეკონომიკური კრიზისის პარალელურად მთავ­­­­­­რობებს ხარჯები გაეზარდათ, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ეკონომიკური სტაბილურობა. მთავრობებს ხარჯები სამი მიმართულებით გაეზარდათ: 1. კოვიდ­­­პაციენტების მკურნალობა და პანდემიის მართვა, 2. სოციალური ხარჯები და 3. ბიზნესის სუბსიდირება. მსოფლიო პანდემია საქართველოს განსაკუთრე­­­ბით ტრაგიკულად შეეხო. ნოემბრის ბოლოს, მილიონ ადამიანზე ინფიცირებულთა რაოდენობით საქართ­­­­­­ველო მსოფლიოში მე-4 ადგილზე იყო, ხოლო მილიონ ადამიანზე გარდაცვლილთა რაოდენობით მე-10 ად­­­­­­გილზე. 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა, რაც რეალურ ლარებში (ინფლაციის ეფექ­­­­­­ტის გარეშე) 2.7 მილიარდი ლარის ზარალია. თუ გა­­­ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ პანდემია რომ არა, ეკონომიკა მინიმუმ 4%-ით გაიზრდებოდა, ზარალი 4.3 მილიარდ ლარამდე ადის.

პანდემიამ თავისი როლი შეიტანა მსოფლიოში საქონლისა და მომსახურების ფასების ამაღლებაში. ერთი მხრივ, საქონლისა და მომსახურების წარმოე­­­ბაში შექმნილმა პრობლემებმა და, მეორე მხრივ, გაზ­­­­­­რდილი სამთავრობო ხარჯებით სუბსიდირებულმა მოხმარებამ მსოფლიოში ინფლაციის დონე 5%-მდე გაზარდა, რაც ბოლო 14 წლის მაქსიმუმია. საქართვე­­­ლოში ინფლაციური პროცესები კიდევ უფრო მეტად განვითარდა იმპორტზე მაღალი დამოკიდებულე­­­ბის, ლარის გაუფასურებისა და მთავრობის ხარჯე­­­ბის (მათ შორის, ბიუჯეტის დეფიციტის) ზრდის გამო. მიმდინარე წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 12.8%-ს მიაღწია.

შეიძლება ითქვას, რომ კოვიდის მიერ მოყენებუ­­­ლი ეკონომიკური ზარალი განუზომელია და ის ყოველ­­­­­­დღიურად გრძელდება. თუმცა ამ სტატიის მთავარი მიზანი იმის ჩვენებაა, უშუალოდ საქართველოს მთავ­­­­­­რობას რამდენი უჯდება კოვიდის წინააღმდეგ ბრძო­­­ლა. მთავრობის ხარჯები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტშია ასახული. შესაბამისად, 2020 და 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იმ ხარჯებს მიმოვიხილავთ, რომლებიც უშუალოდ კოვიდით გამოწვეულ პანდემი­­ას უკავშირდება.

2020 წელი

საქართველოში კოვიდით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა და მას შემდეგ ვირუსი თანდათან გავრცელდა. მთავ­­­­­­რობას პანდემიამ ხარჯები თებერვლიდანვე გაუზარ­­­­­­და, ივნისში კი ბიუჯეტის ცვლილება გახდა საჭირო. 2020 წლის პირველ გეგმასთან შედარებით ბიუჯეტის ხარჯები 1.5 მილიარდი ლარით გაიზარდა. ეს იმ ფონ­­­­­­ზე, როდესაც ეკონომიკური კრიზისის გამო ბიუჯეტის შემოსავლები შემცირდა. საბოლოოდ, მთავრობას 7 მილიარდის ვალის აღება მოუწია.

2020 წელს ბიუჯეტს კოვიდთან ბრძოლა საბოლოოდ 2 მილიარდ ლარამდე დაუჯდა. ყველაზე მეტი თანხა – 918 მლნ ლარი სოციალური დახ­­­­­­მარებების მიმართულებით დაიხარჯა. მათ შორის, 383 მლნ ლარი კომუნალური გადასახადების სუბსიდი­­­რებაზე დაიხარჯა, 257 მლნ – უმუშევრად დარჩენილთა კომპენსაციაზე, 188 მლნ ლარი – 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერად დახმარებაზე და 91 მლნ ლარი – სოციალურად დაუცველი ოჯა­­­ხებისათვის და შშმ პირებისთვის დამატე­­­ბით გაცემულ ფულად დახმარებაზე.

636 მლნ ლარი მთავრობამ ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით დახარჯა, რაც 316 მლნ ლარის საშემოსავლო გადასა­­­ხადის შეღავათს, 162 მლნ ლარის სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამებს, 100 მლნ ლარით ტურიზმის სექტორის დახ­­­­­­მარებას და 59 მლნ ლარის სხვა პროგრა­­­მებს მოიცავს.

418 მლნ ლარი დაიხარჯა ჯანმრთე­­­ლობის დაცვის მიმართულებით: 173 მლნ ლარი დაიხარჯა პრევენციაზე, 147 მლნ – მკურნალობაზე და 98 მლნ – საკარანტინე სივრცეებზე.

2020 და 2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში კოვიდ-19-ით გამოწვეული ხარჯები – *მლნ ლარი

კოვიდხარჯების მიმართულება

2020

2021

ჯანმრთელობის დაცვის მიმართულება

418

831

ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო საშუალებების შესყიდვა (ტესტები, ვაქცინა და სხვა) და მკურნალობა

320

21

საკარანტინე მომსახურების ანაზღაურება

98

21

მოსახლეობის სოციალური დაცვის მიმართულება

918

297

კომუნალური გადასახადების სუბსიდირება

383

60

კომპენსაცია უმუშევრად დარჩენილებისთვის, ინდმეწარმეებისთვის და სხვა

257

150

18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარება

188

0

18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალურისოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის და შშმ პირებისთვის ფულადი დახმარება

91

87

ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულება

636

403

საშემოსავლო გადასახადის და სხვა საგადასახადო შეღავათები

415

226

სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა

162

12

საკრედიტო-საგარანტიო სქემა, მცირე გრანტები და სხვა

59

165

სულ

1,972

1,531

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

2021 წელი

2021 წელს კოვიდპანდემიისგან მოყენებული ზიანის წინააღმდეგ სახელმწიფო ბიუჯეტში 1.5 მილიარდი ლარია გამოყოფილი.

ყველაზე მეტი თანხა – 831 მლნ ლარი ჯან­­­­­­მრთელობის დაცვის მიმართულებითაა გამოყოფილი, საიდანაც 810 მლნ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო საშუალე­­­ბების შესყიდვასა და კოვიდპაციენტების მკურნალობაზე მოდის. ეს თანხა მოიცავს ვაქცინის შესყიდვასაც, რაც წელს დაახ­­­­­­ლოებით 150 მლნ ლარი იქნება. 21 მლნ ლა­­­რია გამოყოფილი საკარანტინე სივრცეე­­­ბის მოწყობაზე. თუმცა კოვიდპაციენტების მკურნალობასა და ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო საშუალებების შესყიდ­­­­­­ვებზე უკვე არის დახარჯული 810 მლნ ლარზე მეტი და ხარჯი წლის ბოლომდე 1 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. კოვიდის გამო მოსახლეობის სოციალუ­­­რი დაცვის მიმართულებით წელს 297 მლნ ლარია გამოყოფილი, საიდანაც 150 მლნ უმუშევრად დარჩენილებისთვის კომპენ­­­­­­საციებზე დაიხარჯა, ხოლო 60 მლნ ლარი – კომუნალური გადასახადების სუბსიდი­­­რებაზე. 87 მლნ ლარია გამოყოფილი სო­ციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და შშმ პირებისთვის 6 თვის განმავლობაში 100-ლარიანი დახმარების მისაცემად. ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით 403 მლნ ლარია გამოყოფილი. აქედან 226 მლნ ლარი საშემოსავლო გადასახადის და სხვა საგადასახადო შეღავათებია. 165 მლნ ლარია გამოყოფილი სხვადასხვა პროგრამისთვის. მათ შორის, საკრედიტო-­საგარანტიო სქემისთვის – 50 მლნ ლარი, სამშენებლო სექტორის ხელშეწყობისთ­­ვის კი 25 მლნ ლარი.

ჯამში, 2020-2021 წლებში კოვიდთან ბრძოლა საქართველოს მთავრობას მინიმუმ 3.6 მილიარდი ლარი დაუჯდება.

უკვე ცნობილია 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომლის მიხედვით კოვიდთან დაკავშირებული ხარჯები მხო­ლოდ ჯანდაცვის მიმართულებით რჩება – 500 მლნ ლარი. სავარაუდოდ, მთავრობას მეტის დახარჯვა მოუწევს, მაგრამ არსებუ­­­ლი გათვლითაც კი კოვიდთან ბრძოლის 3 წლის ხარჯი 4 მილიარდ დოლარს გადაა­­­ჭარბებს.

კოვიდთან ბრძოლის ხარჯების მნიშ­­­­­­ვნელოვნად შემცირების ერთადერთი გზა – ვაქცინაციაა. თუ ამჟამად აცრილთა რაოდენობა გაორმაგდება, მთავრობას მომავალში ფული ფაქტობრივად მხოლოდ ვაქცინის შეძენაზე დაეხარჯება. მაღალი პროცენტით ვაქცინირებული მოსახლეო­­­ბის პირობებში მთავრობას აღარ მოუწევს კოვიდრეგულაციების დაწესება და, შესა­­­ბამისად, არ გვექნება კოვიდით დამძი­­­მებული სოციალური ფონი და ბიზნესის ზარალი, რასაც მთავრობა სოციალური ხარჯების ზრდით და ბიზნესის სუბსიდი­­­რებით პასუხობდა.

Previous Post

რამდენი მილიონის შემოსავლები აქვთ ქართულ სუპერმარკეტებს – რეიტინგი

Next Post

Forbes Infrastructure | Forbes Georgia-ს 2021 დეკემბრის ნომერი

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post

Forbes Infrastructure | Forbes Georgia-ს 2021 დეკემბრის ნომერი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result