Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ბიზნესი რა სჭირდებათ დამსაქმებლებს

რა სჭირდებათ დამსაქმებლებს – უნარები, რომლებიც იურიდიული პრაქტიკის შრომის ბაზარზე დაგვაწინაურებს

by თინათინ ინაური
April 23, 2021
in რა სჭირდებათ დამსაქმებლებს, რჩევები, ქართულად, ყველა სიახლე
0
რა სჭირდებათ დამსაქმებლებს – უნარები, რომლებიც იურიდიული პრაქტიკის შრომის ბაზარზე დაგვაწინაურებს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

უნარებზე მოთხოვნები შრომის ბაზარზე გამუდმებით იცვლება და დღეს წარმატებული ადამიანისთვის აუცილებელია, ამ ცვლად მოთხოვნებს სწრაფად ერგებოდეს. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა LinkedIn-ის ( ბიზნესსა და დასაქმებაზე ორიენტირებული უდიდესი პროფესიონალური ქსელი მსოფლიოში) მომხმარებელთა მონაცემები. მსოფლიო ბანკმა ამ მონაცემების გაანალიზების შედეგად შეიმუშავა Industry Skills Needs-ი (ინდუსტრიის უნარების საჭიროებები) საზომი, რომელიც გვიჩვენებს, ყველაზე ხშირად რომელ უნარებსა და კვალიფიკაციებს აღმოაჩენთ ერთ კონკრეტულ ინდუსტრიაში მომუშავე Linkedin-ის წევრის პროფილზე. შედეგად, ეს საზომი გვაძლევს საშუალებას, წარმოვიდგინოთ, კონკრეტულად რის გამო ასაქმებენ ამ სფეროში და რაზე არსებობს მოთხოვნა ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი მონაცემები ეყრდნობა 100-ზე მეტი ქვეყნის 70 ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს და არ აჩვენებს მხოლოდ საქართველოს შრომით ბაზარზე არსებულ სურათს. გარდა ამისა, ეს კვლევა 2019 წელს, COVID-19-ის პანდემიის დაწყებამდე ჩატარდა და, შესაბამისად, არ ასახავს ამ პერიოდში მომხდარ ცვლილებებს, განსაკუთრებით კი ციფრულ უნარებზე გაზრდილ მოთხოვნას.

სტატიაში განვიხილავთ იურიდიული პრაქტიკის სფეროში არსებულ მოთხოვნებს. ამ ინდუსტრიაში დასაქმებულებს შორის ყველაზე გავრცელებული უნარებისა და კვალიფიკაციების სია ასე გამოიყურება:

სახელშეკრულებო სამართალი – როდესაც იურისტებზე ვფიქრობთ, ჩვეულებრივ პირველ რიგში სისხლის სამართალი და პროკურატურა გვახსენდება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, იურიდიულ კომპანიებში ყველაზე ხშირად სახელშეკრულებო სამართლის სპეციალისტები საქმდებიან.  ეს გასაკვირი არც უნდა იყოს, რადგან დღეს კონტრაქტები ნებისმიერი ეკონომიკური თუ ბიზნესსაქმიანობის აუცილებელი ნაწილია. შესაბამისად, სახელშეკრულებო იურისტი ძალიან მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი პროფესიაა და სამართლის ამ ნაწილში კვალიფიცირება ზოგადად სამართალში კარგი კარიერის აშენების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

შრომისა და დასაქმების სამართალი – სამართლის ეს განხრა დამსაქმებლებსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობებზე მუშაობს და მოიცავს დღევანდელობისთვის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ანაზღაურება, საკადრო ცვლილებები, ზეგანაკვეთური სამუშაო, შვებულება, დეკრეტი. აღსანიშნავია, რომ გარკვეული მონაცემების თანახმად, შრომისა და დასაქმების სამართალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა პანდემიის დროს, როდესაც ეკონომიკური კრიზისის პირობებში ხარჯების შესამცირებლად ბევრ კომპანიას თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება ან ხელფასების შემცირება მოუწია.

საოჯახო სამართალი – ეს საკმაოდ კომპლექსური და გამოწვევებით სავსე სფერო მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა განქორწინება, ქონების გაყოფა, ბავშვის შვილად აყვანა, ოჯახური ძალადობა, ანდერძი და ა.შ. ბოლო წლებში საოჯახო სამართლის სპეციალისტებზე მოთხოვნა კიდევ უფრო იზრდება, რადგან, სამწუხაროდ, სწრაფად იმატებს განქორწინების შემთხვევები. იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის პირობებში განქორწინებები კიდევ უფრო ხშირი გახდა, სავარაუდოა, რომ ამ სფეროზე მოთხოვნა უფრო მეტად იქნება გაზრდილი.

ინტელექტუალური საკუთრება – ეს სამართლის შედარებით ახალი, მაგრამ სწრაფად მზარდი სფეროა, რომელიც ადამიანის ინტელექტის არამატერიალური  ქმნილებების (პატენტების, საავტორო უფლებების, სასაქონლო ნიშნების და ა.შ.) დაცვას ემსახურება. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ინტელექტუალური საკუთრება ბევრი კომპანიის ქონების ყველაზე ძვირფას ნაწილად იქცა. განვითარებასა და ინოვაციებთან ერთად, ასეთი კომპანიების რიცხვი სულ უფრო და უფრო იმატებს, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში კვალიფიცირებულ პროფესიონალებზეც.

კვლევა – პრაქტიკოს იურისტებს საქმისთვის საჭირო სამართლებრივი საკითხის გამოკვლევა უხდებათ, ამიტომ ამ საქმის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იურისტს შეეძლოს, ეს კვლევა რაც შეიძლება მცირე დროში მაქსიმალურად ზუსტად და ეფექტიანად  ჩაატაროს. იურისტისთვის აუცილებელია, იცოდეს, სად ეძებოს, როგორ ამოიცნოს და რაში გამოიყენოს სწორი ინფორმაცია. ამიტომ გასაკვირვი არაა, რომ დამსაქმებლები ხშირად ინტერესდებიან კვლევითი უნარების მქონე იურისტებით.

ციფრული წიგნიერება – ამ უნარს დღეს დამსაქმებლები თითქმის ყველა სფეროში ითხოვენ და არც სამართალი აღმოჩნდა გამონაკლისი. ციფრული წიგნიერება ანუ ტექნოლოგიების გაგებისა და გამოყენების უნარი დასაქმებულ პრაქტიკოს იურისტთა ტოპ-10 უნარს შორის ჯერ კიდევ პანდემიამდე ჩატარებულ კვლევაში აღმოჩნდა.

იურიდიული პრაქტიკის სფეროში დასაქმებულთა შორის ყველაზე გავრცელებული უნარებია ასევე კრიმინალური სამართალი, მოლაპარაკებების უნარი და საერთაშორისო სამართალი.

აღსანიშნავია, რომ 2015-2017 წლებში ციფრული წიგნიერებისა და კვლევის უნარების ადგილს 10-ეულში საგადასახადო სამართალი და ზრდის სტრატეგიები იკავებდა.  ერთი პერიოდი მოწინავე პოზიციას ასევე იკავებდა კომუნიკაციის უნარიც.

იხილეთ ამავე სერიიდან: რა სჭირდებათ დამსაქმებლებს – უნარები, რომლებიც შრომის ბაზარზე დაგვაწინაურებს

სერიის მომდევნო სტატიებში სხვა აქტუალურ სპეციალობებში არსებულ მოთხოვნებსაც განვიხილავთ.

Previous Post

5 „დიდი რიცხვი“, რომლებიც საფრანგეთმა ტურიზმის აღდგენამდე უნდა გაითვალისწინოს

Next Post

Chanel-მა Huawei-სთან ლოგოს მსგავსებასთან დაკავშირებული დავა ევროკავშირის სასამართლოში წააგო

თინათინ ინაური

Next Post
Chanel-მა Huawei-სთან ლოგოს მსგავსებასთან დაკავშირებული დავა ევროკავშირის სასამართლოში წააგო

Chanel-მა Huawei-სთან ლოგოს მსგავსებასთან დაკავშირებული დავა ევროკავშირის სასამართლოში წააგო

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result