Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე ბიზნესი

რა ქონებას ფლობს დონალდ ტრამპის ოჯახი?

by იზა გვარამაძე
September 23, 2025
in ბიზნესი, მილიარდერები, მსოფლიო, პოლიტიკა, ყველა სიახლე
0
რა ქონებას ფლობს დონალდ ტრამპის ოჯახი?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ამერიკულმა Forbes-მა დონალდ ტრამპის ოჯახის წევრების ქონების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ტრამპის ოჯახის სიმდიდრის ისტორია კი ფრედერიკ (ფრედ) ტრამპიდან იწყება, რომელმაც, როგორც გამოცემა წერს, ნიუ-იორკში 20,000 ბინის აშენებით მნიშვნელოვანი ქონება დააგროვა.

1968 წელს მას კომპანიაში თავად დონალდიც შეუერთდა და ამბიციურობა და სიმკაცრე ახალგაზრდობიდანვე გამოიჩინა. 1982 წელს, როცა დონალდ და ფრედ ტრამპები Forbes 400-ის სიაში პირველად მოხვდნენ, მათი ქონება ჯამურად 200 მილიონ დოლარად იყო შეფასებული (დღევანდელი ფასებით დაახლოებით $660 მილიონი). „ადამიანი ყველა ცხოველს შორის ყველაზე სასტიკია და ცხოვრება ბრძოლების სერიაა, რომლებიც გამარჯვებით ან დამარცხებით სრულდება,“ – განაცხადა მაშინ დონალდ ტრამპმა.

Forbes-ის შეფასებით, დონალდ ტრამპის ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე მოსვლის შემდეგ, ტრამპების ოჯახის სიმდიდრის ზრდა უპრეცედენტოა. წარსულში პოლიტიკური კავშირების მონეტიზაციას სხვა პრეზიდენტების ახლობლებიც ცდილობდნენ, თუმცა როგორც გამოცემა წერს, ვერცერთმა ოჯახმა ვერ გამოიმუშავა გაპრეზიდენტების შემდეგ იმდენი, რამდენიც ტრამპებმა.

ტრამპების მთავარი შემოსავლის წყარო კრიპტოვალუტაა, თუმცა მათი სიმდიდრე ასევე მოდის ამერიკაში მემარჯვენე კომპანიების კონსულტაციებიდან და საზღვარგარეთ, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში, კაპიტალით მდიდარ ფირმებთან პარტნიორობიდან. ოჯახის წევრებმა, რომლებიც თავად არასდროს ფლობდნენ მნიშვნელოვან ქონებას – ერიკმა, დონალდ უმცროსმა, ბარონმა და მელანიამ – ათობით, შემდეგ კი ასობით მილიონი დოლარი დააგროვეს. საერთო ჯამში, ოჯახის (პრეზიდენტის სიძის, ჯარედ კუშნერის ჩათვლით) ქონება ამჟამად დაახლოებით 10 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის არჩევნების შემდეგ თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია.

დონალდ და მელანია ტრამპები

ქონება: $7.3 მილიარდი; $20 მილიონი+

ფოტო: Sarah Silbiger/Getty Images

დონალდ ტრამპმა გასული ერთი წლის განმავლობაში ქონებას 3 მილიარდი დოლარი შემატა, რაც მას Forbes 400-ის რეიტინგში 118 პოზიციით დაწინაურებაში დაეხმარა. აშშ-ის პრეზიდენტი სიაში 201-ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ მის კრიპტოაქტივებზე, World Liberty Financial-სა და მემკოინზე, 2 მილიარდი დოლარი მოდის. ტრამპმა დამატებითი შემოსავალი ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიიღო, რომელმაც მას 500 მილიონი დოლარის ჯარიმა გააუქმა. საერთაშორისო ლიცენზირების ბუმით პრეზიდენტმა კიდევ 400 მილიონი გამოიმუშავა. მელანიას შემოსავალი კი წიგნების, გამოსვლებისა და დოკუმენტური ფილმების ჰონორარებს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ მან დონალდის მსგავსად საკუთარი მემკოინიც გამოუშვა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 200 მილიონ დოლარზე ნაკლებია.

ჯარედ კუშნერი და ივანკა ტრამპი

ქონება: $1 მილიარდი; $100 მილიონი

ფოტო: ABC News

2021 წლის იანვარში კუშნერმა კერძო საინვესტიციო ფირმა Affinity Partners-ი ჩამოაყალიბა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (კატარი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები) 4.6 მილიარდი დოლარი მოიზიდა. დღეს ამ კომპანიის ღირებულება 215 მილიონ დოლარადაა შეფასებული. აღსანიშნავია, რომ კუშნერს ასევე აქვს 20%-იანი წილი ოჯახის უძრავი ქონების ფირმა Kushner Companies-ში, რაც დამატებით 560 მილიონ დოლარს უტოლდება. გარდა ამისა, წყვილი მაიამის პრესტიჟულ სამეზობლოში მდიდრულ სახლსაც ფლობს, რომლის ღირებულება 2020 წლიდან სამჯერ გაიზარდა და ახლა დაახლოებით 105 მილიონი დოლარი ღირს.

ერიკ ტრამპი

ქონება: $750 მილიონი

ფოტო: Mandel Ngan/AFP/Getty Images

პრეზიდენტის მეორე ვაჟმა, რომლის ქონებაც გასულ წელს დაახლოებით $40 მილიონს შეადგენდა, კრიპტოვალუტით თავის და-ძმებზე მეტი ფული გამოიმუშავა. ერიკის შემოსავლის ძირითადი წყარო კრიპტო მაინინგის კომპანია American Bitcoin-ია, რომელიც 2024 წლის მარტში დააარსა. სექტემბერში ის საჯარო გახდა, რამაც კომპანიის დამფუძნებელი მცირე ხნით მილიარდერადაც აქცია. ამჟამად American Bitcoin-ში ერიკის 7.5%-იანი წილი დაახლოებით 500 მილიონ დოლარადაა შეფასებული. აღსანიშნავია, რომ მან ასევე მიიღო World Liberty Financial-ის ტოკენების გაყიდვებიდან დაახლოებით 10%-იანი წილი. გარდა ამისა, ძმასთან, დონალდ უმცროსთან ერთად, ახლო აღმოსავლეთში ახალი ლიცენზირების შესახებ გარიგებები გააფორმა.

დონალდ ტრამპი უმცროსი

ქონება: $500 მილიონი

ფოტო: Scott Olson/Getty Images

დონალდ უმცროსს American Bitcoin-ში მცირე წილი აქვს და ასევე World Liberty-ის თანადამფუძნებელია. აგვისტოში ერიკთან ერთად სპეციალური დანიშნულების საინვესტიციო კომპანია შექმნა, რომელიც ტექნოლოგიების, ჯანდაცვისა და ლოგისტიკის სფეროში შესყიდვის ობიექტებს ეძებს. ის ასევე აქტიურობს „ანტი-ვოუკ“ ბიზნესებში, თანამშრომლობს 1789 Capital-თან და საბჭოს წევრია ისეთი კომპანიების, როგორიცაა Public Square-ი, GrabAGun-ი და Truth Social-ის მშობელი კომპანია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მისი ქონება დაახლოებით 50 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ბარონ ტრამპი

ქონება: $150 მილიონი

ფოტო: Chip Somodevilla/Getty

19 წლის ბარონი კრიპტოში ოჯახის დანარჩენ წევრებზე ადრე ჩაერთო და World Liberty Financial-ის შექმნაშიც დიდი როლი ითამაშა. მან ტოკენების გაყიდვიდან დაახლოებით 80 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და დღემდე ფლობს დაახლოებით 2.3 მილიარდ დაბლოკილ ტოკენს – მათით ვაჭრობა ჯერ დაშვებული არ არის. თუცა, Forbes-ის შეფასებით, თუ ამჟამინდელი ფასი საკმარისად დიდხანს შენარჩუნდება, შესაძლოა, მან განბლოკვის შემდეგ ტოკენების 525 მილიონ დოლარად გაყიდვა შეძლოს.

Previous Post

Groundbreaking Record by Archi – 644 Apartments Sold in Just 5 Hours at Grand Avenue

Next Post

საქართველოს ბანკი 2025 წლის საუკეთესო ბანკია ტრანსფორმაცის მიმართულებით – Global Finance

იზა გვარამაძე

Next Post
საქართველოს ბანკი 2025 წლის საუკეთესო ბანკია ტრანსფორმაცის მიმართულებით – Global Finance

საქართველოს ბანკი 2025 წლის საუკეთესო ბანკია ტრანსფორმაცის მიმართულებით - Global Finance

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result