Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე ეკონომიკა

რა გავლენა აქვს ირან-ისრაელის ომს საქართველოს ეკონომიკაზე?

by იზა გვარამაძე
July 28, 2025
in ეკონომიკა, მოსაზრება, ყველა სიახლე
0
რა გავლენა აქვს ირან-ისრაელის ომს საქართველოს ეკონომიკაზე?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ირანის მოკავშირეებსა და ისრაელს შორის შეიარაღებული დაპირისპირება დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ 13 ივნისს მან ომის მასშტაბი მიიღო. ისრაელმა ირანის სამხედრო და ატომური ობიექტები დაბომბა, რასაც გენერლები და მეცნიერებიც შეეწირნენ. ირანმა რაკეტების გაშვებით უპასუხა. საომარმა დაპირისპირებამ კულმინაციას 22 ივნისს მიაღწია, როდესაც აშშ-მა ირანის მიწისქვეშა ატომური ობიექტები დაბომბა. 24 ივნისს მხარეებმა ომის დასრულების სურვილი გამოთქვეს, მაგრამ იმავე დღეს განახლებულ საბრძოლო მოქმედებაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. 

შესაძლოა, აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების დროს ირან-ისრაელის ომი შეწყვეტილი იყოს, მაგრამ ეს საკითხი მაინც არ კარგავს აქტუალობას. ისრაელი ორი წელია, უწყვეტ ომშია ირანთან ან ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებთან.

ირანი საქართველოს სამხრეთ საზღვრიდან 400 კილომეტრშია, თბილისსა და თეირანს შორის მანძილი კი 1,150 კმ-ია. ომი ჩვენს რეგიონშია. აქედან გამომდინარე, გარდა პირდაპირ ეკონომიკურ ურთიერთობებზე გავლენისა, ირან-ისრაელის ომი რეგიონის სტაბილურობას და აქედან გამომდინარე საინვესტიციო მიმზიდველობას ამცირებს.

პირველი სწრაფი ეფექტი, რაც ირან-ისრაელის ომს აქვს, ეს არის ნავთობის ფასის ზრდა მსოფლიო ბაზარზე. ნედლი ნავთობის ფასი 20%-ით გაიზარდა. ნავთობის ფასის ზრდა ანელებს მსოფლიო ეკონომიკის ზრდას. გარდა ამისა, ზრდის ინფლაციურ მოლოდინს, რასაც შესაძლოა ცენტრალური ბანკებისგან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოჰყვეს, რაც ისევ ქვეყნების ეკონომიკის ზრდას შეანელებს. ეს მდგომარეობა გარდაუვლად მოახდენს გავლენას საქართველოზეც, მით უმეტეს, რომ სრულად იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებზე ვართ დამოკიდებული. ზაფხულის თვეებში ეს შეიძლება ნაკლებად იყოს პრობლემა, რადგან ლარის კურსის გამყარების ტენდენციაა, რაც ნავთობზე ფასის მატებას გარკვეულწილად აკომპენსირებს. ომის ხანგრძლივი პერიოდით გაგრძელების შემთხვევაში, ფასებზე ზეწოლა უფრო შესამჩნევი სექტემბრიდან იქნება. თუმცა ნავთობის ფასის ზრდა გარდაუვალი არ არის. თუ ომი ხანგრძლივი არ იქნება, ფასები უკან დაიხევს.

რაც შეეხება საქართველოს უშუალო ეკონომიკურ კავშირებს ირანთან და ისრაელთან, აქ რამდენიმე მიმართულებაა საინტერესო. ირანის შემთხვევაში ეს არის საგარეო ვაჭრობა და ტურიზმი, ხოლო ისრაელის შემთხვევაში – ფულადი გზავნილები და ტურიზმი.

საგარეო ვაჭრობა

2024 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ირანთან 322 მლნ დოლარი იყო. აქედან ექსპორტი იყო 37 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტი – 285 მლნ დოლარი. 2025 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 14%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3%-ით შემცირდა.

საქართველოდან ირანში ყველაზე მეტი – 8 მლნ დოლარის ხე-ტყის მასალა გადის. ირანის ბაზრის სრულ დაკარგვასაც კი საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება. 

ირანიდან შემოტანილ 285 მლნ დოლარის იმპორტში ყველაზე დიდი წილი სამშენებლო მასალებს უჭირავს – 222 მლნ დოლარი, რაც სამშენებლო მასალების მთლიანი იმპორტის 10%-მდეა. შესაბამისად, თუ ირანიდან იმპორტი შეწყდება ან მნიშვნელოვნად შემცირდება, ეს სამშენებლო მასალების გაძვირებას გამიწვევს.

ისრაელთან საქართველო აქტიურად არ ვაჭრობს. 2024 წელს სავაჭრო ბრუნვა სულ 59 მლნ დოლარი იყო. აქედან ექსპორტი იყო 37 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტი – 22 მლნ დოლარი. გარდა იმისა, რომ საქართველოს ვაჭრობა ისრაელთან დიდ რიცხვებში არ არის, ამასთან ერთად, არ არის მოსალოდნელი, რომ ისრაელში ეკონომიკური პრობლემები დაიწყება და ვაჭრობა შეფერხდება. 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოს ექსპორტი ისრაელში თითქმის გაორმაგდა და 22 მლნ დოლარი შეადგინა, იმპორტი კი 30%-ით გაიზარდა.

ტურიზმი და ფულადი გზავნილები

ირანსა და ისრაელზე ყველაზე მეტად საქართველოს ტურიზმის სექტორია დამოკიდებული. 2024 წელს საქართველოში ისრაელიდან 310,982 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო ირანიდან – 145,670. ისრაელი ვიზიტორების რიცხვით საქართველოში მე-4 ადგილზეა, ირანი კი მე-7-ზე. ორივე ქვეყანას ერთად ვიზიტორებში 6.2% წილი უჭირავს. რაც შეეხება დანახარჯებს, ისრაელის მოქალაქეებმა 2024 წელს საქართველოში 437 მლნ დოლარი დახარჯეს, ხოლო ირანელებმა – 151 მლნ დოლარი. ორივეს ჯამური წილი ტურიზმის მთლიან შემოსავალში 13%-ია.

2025 წლის პირველ კვარტალში ისრაელელმა ტურისტებმა საქართველოში 114 მლნ დოლარი დახარჯეს, ხოლო ირანელებმა 27 მლნ დოლარი. ისრაელის შემთხვევაში 74%-იანი ზრდაა, ხოლო ირანიდან 8%-იანი კლებაა.

2023 წლის ოქტომბრიდან ისრაელი ომშია „ჰამასთან“ და „ჰეზბოლასთან“, თუმცა 2024 წელს საქართველოში ისრაელელი ტურისტების რაოდენობა 43%-ით გაიზარდა. ბოლო ერთ წელიწადში ირანიდან ტურისტების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა. ირან-ისრაელის ომის ხანგრძლივად გაგრძელების შემთხვევაში ამ ორი ქვეყნიდან ტურისტების რაოდენობა მოიკლებს, მაგრამ შესაძლოა ეს დააბალანსოს ომით გამოწვეულმა მიგრაციამ, თუ საქართველოს მიგრანტების მიმართ მიმღები პოლიტიკა ექნება.

საქართველოსთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა ისრაელში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილი თანხები. აღრიცხული არ არის, ფულადი გზავნილების გარდა რა თანხა შემოაქვთ ემიგრანტებს პირადად (ნაღდი ფული) ან საბანკო გადმორიცხვებით. 2024 წელს ისრაელიდან 249 მლნ დოლარი ფულადი გზავნილი განხორციელდა, რაც 2023 წლის მონაცემზე 16%-ით მეტია, ხოლო 2017 წლის შემდეგ გაორმაგებულია. „ჰამასთან“ და „ჰეზბოლასთან“ ომში ჩართვის გამო ისრაელიდან არც ფულადი გზავნილები შემცირებულა.

2025 წლის იანვარ-მაისში ისრაელიდან ფულადი გზავნილები 9.3%-ით გაიზარდა და 111 მლნ დოლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ინვესტიციებს, ბოლო წლებში ირანიდან უმნიშვნელო მოცულობით შემოდიოდა, ისრაელიდან კი 2024 წელს 37 მლნ დოლარის შემოვიდა.

საბოლოო ჯამში, საქართველო ეკონომიკურად ისრაელზე უფრო არის დამოკიდებული, ვიდრე ირანზე. ომის ხანგრძლივად გაგრძელების შემთხვევაშიც კი რთული დასაშვებია, რომ ისრაელის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს. თუმცა, მაგალითად, ტურიზმი ისეთი სექტორია, სადაც ნებისმიერი შიდა პრობლემა სწრაფად აისახება და პირველ რიგში, ხანგრძლივი ომის შემთხვევაში, საქართველო ისრაელიდან და ირანიდანაც ტურისტების რაოდენობის კლებას უნდა ელოდეს.

საქართველოს ირანთან და ისრაელთან შემცირებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე მეტად ნავთობის მსოფლიო ფასის ზრდა და რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობის კლება დააზარალებს.

Previous Post

რა არის უნივერსალური საბაზისო შემოსავალი?

Next Post

ტრამპმა რუსეთისთვის მიცემული 50-დღიანი ვადა 10-12 დღემდე შეამცირა

იზა გვარამაძე

Next Post
ტრამპმა რუსეთისთვის მიცემული 50-დღიანი ვადა 10-12 დღემდე შეამცირა

ტრამპმა რუსეთისთვის მიცემული 50-დღიანი ვადა 10-12 დღემდე შეამცირა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result