საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის ინფლაციის (სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდის) მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დეკემბერში ინფლაციამ 0.4% შეადგინა, ხოლო ჯამში, 2018 წლის წლიური ინფლაციის დონე 7%-ია.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ყველაზე მეტად – 15.6%-ით თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები გაძვირდა. შემდეგ მოდის სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 12.3%-ით. 7.9%-ით გაძვირდა სასტუმროების, კაფეების და რესტორნების მომსახურება.
თუ ცალკე აღებულ პროდუქციას ვნახავთ, ყველაზე მეტად – 128%-ით ნიორი გაძვირდა, შემდეგ მოდის წიწიბურა 74%-ით. ვაშლი 50%-ით გაძვირდა, მარილი 33%-ით. ფილტრიანი სიგარეტი 31%-ით გაძვირდა, უფილტრო 30%-ით. ყველი და ხორცი 21%-ით გაძვირდა.
ცხრილი: საქონელი და მომსახურება, რომელიც 2019 წელს ყველაზე მეტად გაძვირდა
|
საქონელი და მომსახურება |
ფასების ზრდა |
|
ნიორი |
128% |
|
წიწიბურა |
74% |
|
საზამთრო |
60% |
|
ვაშლი |
50% |
|
ატამი |
36% |
|
მარილი |
33% |
|
მანდარინი |
32% |
|
ჭარხალი |
32% |
|
ფილტრიანი სიგარეტი |
31% |
|
ლიმონი |
30% |
|
ქათმის ბარკლები |
30% |
|
უფილტრო სიგარეტი |
30% |
|
ქორწინების ოქროს ბეჭედი |
30% |
|
მსხალი |
29% |
|
ქლიავი |
28% |
|
ყურძენი |
24% |
|
ფორთოხალი |
22% |
|
იმერული ყველი |
21% |
|
ძროხის ხორცის ფარში |
21% |
|
ხახვი |
21% |











