Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე თავდაცვა

რა არის რუსეთის ბირთვული დოქტრინა და როგორ შეცვალა ის პუტინმა?

by Salo Papalashvili
November 20, 2024
in თავდაცვა, მსოფლიო, პოლიტიკა, რეგიონი, ყველა სიახლე
0
რა არის რუსეთის ბირთვული დოქტრინა და როგორ შეცვალა ის პუტინმა?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

რუსეთის სამხედრო ტაქტიკა, ამ დრომდე, კონვენციურ (სტანდარტულ) ომში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვას აწესებდა. თუმცა ახლა, პრეზიდენტმა პუტინმა ბირთვული დოქტრინის გადახედვა და ბირთვული იარაღის გამოყენებაზე პირობების გაფართოება გადაწყვიტა. მოსკოვის ქმედებას წინ ბაიდენის ნებართვა უძღოდა – თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული რაკეტების გამოყენების უფლება მისცა.

მიუხედავად იმისა, არის თუ არა პუტინი ნამდვილად მზად ბირთვული ომის დასაწყებად, Bloomberg-ის შეფასებით მოსკოვის ქმედება ერთ მიზანს ემსახურება: მსოფლიოს თავისი ძალა დაანახოს და აიძულოს დასავლეთი შეზღუდოს უკრაინის მხარდაჭერა. გამოცემა პუტინთან შესაძლო დაპირისპირების მიზეზით ხსნის კიევის მოკავშირეების მხრიდან უკრაინაში საბრძოლველად საკუთარი ჯარის არგაგზავნის საკითხსაც.

რა შეიცვალა პუტინის გადაწყვეტილებით რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში?

განახლების თანახმად, კრემლს ბირთვული იარაღის გამოყენება თავის მიწაზე, კიევის მხრიდან კონვენციური იარაღით თავდასხმის საპასუხოდ შეეძლება. ამ ცვლილებებამდე, მაისში, რუსეთის პრეზიდენტმა ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლების ჩატარების ბრძანებაც გასცა. ამ დრომდე, მოსკოვი ბირთვული იარაღით საპასუხო ქმედების უფლებას იტოვებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასთან დაპირისპირებული მხარე „ქვეყნის არსებობას საფრთხეს შეუქმნიდა“.

ამჟამად, ნოემბრის განახლება ეხება თავდასხმებს, რომლებიც „ქმნის კრიტიკულ საფრთხეს, როგორც რუსეთის სუვერენიტეტისა და (ან) ტერიტორიული მთლიანობისთვის“, ასევე მისი მეზობელი და მოკავშირე ბელორუსისთვის.

დოქტრინაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი შეტევა რუსეთზე განიხილება თავდასხმად იმ კოალიციის, ბლოკის ან ალიანსის ყველა წევრის მიერ, რომლის წევრიც თავდამსხმელი ქვეყანაა. ამაში შესაძლოა შევიდეს არაბირთვული სახელმწიფოს თავდასხმაც, რომელსაც მხარს ბირთვული სახელმწიფო უჭერს. შემთხვევა შესაძლოა ერთობლივ თავდასხმად კლასიფიცირდეს, რაც პოტენციურად რუსეთის უფრო ძლიერ სამხედრო პასუხსაც – მათ შორის ბირთვულ შურისძიებას – გაამართლებს.

რა თქვა პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე?

უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, პუტინი ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც „კონფლიქტში“ ჩაერევა ისეთი შედეგებით ემუქრება, „რომელიც მათი ისტორიის განმავლობაში არასდროს გამოუცდიათ“. პუტინის მუქარა ფართოდ განიხილებოდა, როგორც ბირთვული თავდასხმის საფრთხე.

2023 წლის ივნისში პუტინმა ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ განაცხადა. რუსეთი რეგულარულად ატარებს წვრთნებს სტრატეგიული იარაღის მიწოდების სისტემების შესამოწმებლადაც, მათ შორის ICBM-ების და მოკლე დისტანციის საკრუიზო რაკეტების პრაქტიკული გაშვების სახით.

რუსეთის ბირთვულ შესაძლებლობებს პუტინი მიმდინარე წლის განმავლობაშიც რამდენჯერმე შეეხო. ერთ-ერთი განცხადებისას რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ქვეყნის ბირთვული ძალები მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაშია. პუტინის მტკიცებით, რუსეთის ბირთვული ტრიადა – სტრატეგიული სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო შესაძლებლობები – ბევრად უფრო თანამედროვეა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნისა.

რამდენიმე შემთხვევაში პუტინმა შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს შეახსენა, რომ მათ მსგავსად, რუსეთსაც აქვს „იარაღი, რომლის საშუალებითაც მათ ტერიტორიაზე შეტევის განხორციელება შეუძლია“. რუსეთის პრეზიდენტმა არაერთგზის ახსენა ბირთვული ომის საფრთხეც.

ჯერჯერობით პუტინს რუსეთის სამხედროებისთვის ბირთვული ქობინის გამოცდის უფლება არ მიუცია და თქვა, რომ ის ამას მხოლოდ აშშ-ის მიერ ატომური იარაღის გამოცდის საპასუხოდ გააკეთებს.

რა რაოდენობის ბირთვულ იარაღს ფლობს რუსეთი?

რუსეთს ბირთვული იარაღის მსოფლიოში უდიდესი არსენალი აქვს. ბირთვული იარაღის უმეტესობა მან საბჭოთა კავშირისაგან მემკვიდრეობით მიიღო. ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის (FAS) მონაცემებით, რუსეთი ამჟამად 5,580 ერთეულ ბირთვულ ქობინს აკონტროლებს.

იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის არაა, აშშ-სა და მის მოკავშირეებს ქვეყნის დაცვის ვალდებულება ნატოს წესდებით აღებული არ აქვთ. შესაბამისად, რთულია იმის განსაზღვრა, თუ როგორ უპასუხებს დასავლეთი რუსეთის ბირთვულ თავდასხმას.

ამ საკითხთან დაკავშირებით, 2022 წელს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა: „არ მგონია, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებისა და სამყაროს არმაგედონით დასრულების შესაძლებლობა ასეთი მარტივი იყოს“.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თავად ბაიდენს პუტინი „ტრადიციული პოლიტიკური სკოლის“ წარმომადგენლად მოიხსენიებს, რომელიც მისი ადმინისტრაციის წევრებთან ერთად „სტრატეგიული თავშეკავების“ მომხრეებს შორისაა. თუმცა ახლა, აშშ-ში იცვლება როგორც პრეზიდენტი, ასევე ადმინისტრაციაც და ამ ეტაპზე, მომავალთან დაკავშირებით ზუსტი შეფასებების გაკეთება ჯერ ადრეა.

Previous Post

რა არის დარიცხული ხელფასი?

Next Post

23-27 ნოემბერს თიბისის ყველა განვადება მომგებიანია – მთავარი პრიზი 1000 ლარი

Salo Papalashvili

Next Post
23-27 ნოემბერს თიბისის ყველა განვადება მომგებიანია – მთავარი პრიზი 1000 ლარი

23-27 ნოემბერს თიბისის ყველა განვადება მომგებიანია - მთავარი პრიზი 1000 ლარი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result