Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ბიზნესი ინდუსტრია

ქვეყნის ენერგომომავალი: განახლებადი ენერგიები

by Davit Tsiramua
November 1, 2021
in ინდუსტრია, მოსაზრება, საქართველო, ყველა სიახლე
0
ქვეყნის ენერგომომავალი: განახლებადი ენერგიები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

რაც დრო გადის, მით მეტად ხდება საჭირო ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოების ზრდა. ჩვენი ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება სულ უფრო იზრდება და მომდევნო წლებისთვისაც არ გვაქვს სახარბიელო პროგნოზები. ევროპაში ენერგეტიკუ­ლი კრიზისი მწვავდება, ფასები ბუნებრივ გაზსა და ელექტროენერგიაზე განუხრელად მატულობს და მოსალოდნელი რეალობაა, რომ ამ პროცესს მწვავე ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ბუნებრივი გაზის მოპოვება იმ დონეზე გავზარდოთ, რომ ამით ქვეყნის შიდა მოხმარების მნიშვნელოვანი ნაწილი დავაკმაყოფილოთ. თუმცა, ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს, ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოების ზრდის ხარჯზე მინიმუმამ­­დე შევამციროთ ელექტროენერგიის იმპორტი და გავ­­ხდეთ ნეტო-ექსპორტიორი ქვეყანა. ამიტომაც, აუცი­ლებლად გაორმაგებული თუ გაასმაგებული ძალებით უნდა დავიწყოთ ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაციის განვითარება.

2009 წლიდან დღემდე ელექტროენერგიის ექს­­პორტ-იმპორტის დინამიკას თუ გადავხედავთ, შეიძ­­ლება ითქვას, რომ მძიმე შედეგები გვაქვს. რეკორ­­დულად იზრდება ელექტროენერგიის იმპორტი. 2021 წლის 8 თვის ფაქტობრივი და 4 თვის საპროგნოზო მონაცემებით, მიმდინარე წელს ელექტროენერგიის იმპორტი წინა წლების ყველა რეკორდს მოხსნის – 2 მლრდ 523 მლნ კვტ.სთ მაჩვენებლით.

ექსპორტის მიმართულებით საქართველოს ყვე­ლაზე კარგი მაჩვენებელი 2010 წელს ჰქონდა. ამ წელს ექსპორტის მოცულობამ 1მლრდ 524 მლნ კვტ.სთ შეად­­გინა, თუმცა მომდევნო წლებში მოხმარების ზრდის პარალელურად, მინიმუმ იმავე ტემპით არ გაზრდილა წარმოების დინამიკა, რამაც საკმაოდ მძიმე შედეგები მოგვიტანა. ელექტროენერგიის მოხმარება განსაკუთ­­რებით გაიზარდა ბოლო წლებში. თუნდაც მიმდინარე წლის მონაცემები რომ ავიღოთ, (13 მლრდ 517 მლნ კვტ. სთ – 8 თვე ფაქტობრივი, 4 თვე საპროგნოზო) 2019 წლის მოხმარების წლიურ მაჩვენებელს (12 მლრდ 767 მლნ კვტ.სთ) 5.9%-ით აღემატება. თავის მხრივ, 2019 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 1.5%-ით მეტი იყო 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ამ სიტუაციიდან გამოსავალი ერთია: რაც შეიძ­­ლება მალე გაგრძელდეს გაჩერებული ობიექტების მშენებლობა და ვიფიქროთ ელექტროენერგიის წარმოების ახალ ობიექტებზე. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ენერგოობიექტი გარემოზე მინიმალურ ზიანს ახდენდეს. ამ ფაქტორს განსაკუთრებულ ყურადღე­ბას უთმობს როგორც სახელმწიფო, ასევე კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია კონკრეტული ობიექტის მშენებლობისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა­ზე. ზოგიერთი გარემოსდამცველი ორგანიზაცია ენერ­­გოობიექტების მშენებლობის მომხრეებს ახასიათებს ისე, თითქოს ამ უკანასკნელთ არც შესაბამისი განათ­­ლება ჰქონდეთ და არც ქვეყნის ინტერესებზე ზრუნავ­­დნენ. ხუთი წელია, რაც სემეკში ვსაქმიანობ და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დასაქმებული არიან პროფესიონალი კად­­რები, ენერგეტიკოსები თუ სხვა პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც ღირსეულ კონკურენციას უწევენ ევროპის ნებისმიერი ქვეყნის ენერგოსექტორის წარმომადგენ­­ლებს. არსებობს საკითხები ენერგეტიკაში, სადაც ჩვენ სხვა ქვეყნებთან შედარებით მოწინავე პოზიციები გვიკავია. მხოლოდ სემეკის მაგალითი რომ ავიღოთ, კომისიის წევრი გიორგი ფანგანი ორი წლის განმავ­­ლობაში ხელმძღვანელობდა ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელ საბჭოს, ხოლო კომისიის წევრი მაია მელიქიძე ამ­­ჟამად ხელმძღვანელობს ენერგეტიკის მა­რეგულირებელთა რეგიონულ ასოციაციას. ეს არის ორი უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც გარკვეულწილად „ამინდს ქმნიან“ ენერგეტიკაში, საერთაშო­რისო მასშტაბით.

რა თქმა უნდა, ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკა მხოლოდ ჰიდროელექტროსად­­გურების მშენებლობას არ გულისხმობს და გვაქვს ელექტროენერგეტიკის სექტორში გენერაციის სხვადასხვა ტიპის ელექტრო­სადგურები. სემეკში განსაკუთრებულად ვუწყობთ ხელს განახლებადი ენერგიების ათვისებას, მათ შორის – საყოფაცხოვ­­რებო პირობებშიც. მოგეხსენებათ ნეტო აღრიცხვის პროექტი, რომელიც დროთა განმავლობაში, საზოგადოების მხრიდან შესაბამისი დაკვეთის პარალელურად გა­ნიცდის პროგრესს და სულ უფრო მეტად ვითარდება. საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია, ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების – მზის, ქარის, წყლის, გამოყენებით. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავ­­რე ამჟამად არ აღემატება 500 კილოვატს. მომხმარებელს შეუძლია, მიკროსიმძლავ­­რის ელექტროსადგური დაამონტაჟოს A წერტილში – მაგალითად, მცხეთაში, ხოლო მოხმარება განახორციელოს B წერტილში, იმავე ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიის ნებისმიერ არეალში – მაგალი­თად, კახეთში. დღეისათვის ნეტო აღრიცხ­­ვის სისტემაში სულ ჩართულია 313 ობიექ­­ტი, ჯამურად 11 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრით.

თუ გვინდა, რომ გვქონდეს ენერ­­გოდამოუკიდებლობა, შევამციროთ იმპორტი, დაჩქარებული ტემპით უნდა განვავითაროთ ჰიდროელექტროსადგუ­რებისა და საჭიროების შემთხვევაში სხვა ტიპის ელექტროსადგურების მშენებლო­ბა. ამის განსაკუთრებულ აუცილებლობას ვიგრძნობთ ენერგეტიკული ბირჟის ამოქ­­მედებისას. ბირჟაზე მოხდება ელექტრო­ენერგიის ფასის განსაზღვრა ბაზრის მო­ნაწილეების განაცხადების შესაბამისად შედგენილი მიწოდებისა და მოთხოვნის აგრეგირებული მრუდების გადაკვეთის წერტილის მიხედვით, რომელიც წარმო­ადგენს წონასწორობის წერტილს და გან­­საზღვრავს დღით ადრე ბაზარზე კონკრე­ტულ საათში ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობასა და საბაზრო ფასს.

ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტრო­ენერგიით ვაჭრობა ევროპის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებას წარმოადგენს, რაც გულისხმობს კონკურენციის, გამჭ­­ვირვალობისა და ბაზრის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდას. მეორე მხრივ, ბირჟა უზრუნველყოფს ადგილობრივი ენერგორესურსების ეფექტიან გამოყენე­ბას, გამჭვირვალე და სამართლიან ფას­­წარმოქმნასა და ლიკვიდურობას მაღალ დონეზე. ამასთან, ბირჟის ამოქმედება უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს ენერგეტიკული სექტორის საინვესტიციო გარემოს, რაც ხელს შეუწყობს უფრო მეტი ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორის დაინტერესებას საქართველოს ენერგორე­სურსების გამოყენებითა და ადგილობრი­ვი წარმოების ობიექტების მშენებლობით. ამ და სხვა ბევრი ფაქტორის გათვალისწი­ნებით, აუცილებელია, დროულად გაეცეს პასუხები გაჩერებულ ენერგოობიექტებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს, მივ­­ცეთ საშუალება ინვესტორებს, განახორცი­ელონ ინვესტიციები ენერგეტიკაში, მივცეთ ქვეყანას იმის საშუალება, რომ შემცირდეს ელექტროენერგიის იმპორტი და დროთა განმავლობაში საქართველო კვლავ გახ­­დეს ნეტო-ექპორტიორი ქვეყანა.

Tags: topblog
Previous Post

Forbes Science: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

Next Post

საქსტატი: სექტემბერში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 6.9%–ით გაიზარდა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
საქსტატი: სექტემბერში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 6.9%–ით გაიზარდა

საქსტატი: სექტემბერში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 6.9%–ით გაიზარდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result