Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ყველაზე მნიშვნელოვანი თანამშრომლები, რომლებმაც 2021 წელს Facebook მიატოვეს

by Davit Tsiramua
January 10, 2022
in ბიზნესი, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
ყველაზე მნიშვნელოვანი თანამშრომლები, რომლებმაც 2021 წელს Facebook მიატოვეს
0
SHARES
0
VIEWS

2021 წელი Facebook-ისთვის ცვლილებების მხრივ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. კომპანია, ახლა უკვე როგორც Meta, ხელახლა დაიბადა და სახელი, 2005 წელს, პრეფიქს “The”-ის ჩამოშორების შემდგომ, პირველად შეიცვალა. ასევე დაიწყო ახალი მიმართულებით განვითარებაც და ყურადღება მეტავერსის, ციფრული სამყაროს შექმნაზე გადაიტანა. ამ ყველაფერთან ერთად კი რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება კომპანიის ხელმძღვანელობაშიც განხორციელდა.

გასულ წელს ტალანტების გადინებამ თითქმის მთელი კომპანია მოიცვა – Novi კრიპტოვალუტის განყოფილებით დაწყებული, Facebook-ის პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებით დამთავრებული. საბოლოო ჯამში, ორგანიზაცია რამდენიმე მნიშვნელოვანმა კადრმა დატოვა, მათ შორის დებორა ლიუმ, Facebook Marketplace-ის ხელმძღვანელმა, რომელიც Ancestry.com-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა.

მარტში თანამდებობის დატოვების შესახებ Facebook-ის შემოსავლების მთავარმა ოფიცერმა, დევიდ ფიშერმაც განაცხადა. ფიშერი კომპანიის სარეკლამო ბიზნესის ხელმძღვანელი და გლობალური გაყიდვების ორგანიზაციის მმართველი იყო. ფიშერმა ორგანიზაცია მას შემდეგ დატოვა, რაც Apple-ის iOs-ში კონფიდენციალურობის ცვლილებებმა, Facebook-ისთვის პერსონალიზებული რეკლამის მიწოდება უფრო მეტად გაართულა. როგორც ივნისში გახდა ცნობილი, ფიშერის ჩამნაცვლებლად გლობალური პარტნიორობის ვიცე-პრეზიდენტი და Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორის, შერილ სენდბერგის ახლო მეგობარი, მარნ ლევინი დაინიშნა. ლევინის დაწინაურებიდან მცირე ხანში კი კომპანიას კიდევ ერთი კადრი, გლობალური ბიზნესჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი კაროლინ ევერსონი გამოაკლდა, რომელმაც Facebook-ში ათი წელი გაატარა და სენდბერგის შემდგომ, ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აღმასრულებელი ქალი იყო.

Facebook-ის Novi კრიპტოვალუტის განყოფილების ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კევინ ვეილმა, კომპანია მარტში დატოვა – – ის სატელიტური გამოსახულების კომპანია Planet-ს შეუერთდა. ვეილი, Facebook-ის მცდელობაში, შეექმნა კრიპტოვალუტა და საფულე, წამყვანი ფიგურა იყო. საფულე, სახელწოდებით Novi, Coinbase-ტექნოლოგიით, გასული წლის დასაწყისში გამოვიდა, ხოლო ვალუტა Diem-ი, რომელსაც ამჟამად დამოუკიდებელი ასოციაცია მართავს, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ჯერაც არ გამხდარა. ვეილის წვლილი Instagram-ში მუშაობისას, Stories-პროდუქტის განვითარებაშიც გადამწყვეტია.

კომპანია დატოვა ვირტუალური რეალობის ვიცე-პრეზიდენტმა უგო ბარამ. ბარამ, რომელიც მანამდე Xiaomi-სა და Google-ში Android-ის პროდუქტის ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა, დეკემბრის დასაწყისში კოვიდ-19-ის ტესტირების სტარტაპ Detect-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დაიკავა. ათწლიანი მუშაობის შემდგომ Facebook-დან Instacart-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე გადაინაცვლა ფიჯი სიმომ, რომელმაც ყოფილი კომპანიის მარკეტინგიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აღმასრულებელი ქალი დირექტორის სტატუსი მოიპოვა. სიმოს როლი Facebook-ის ვიდეოკონტენტის, მათ შორის ავტომატური დაკვრის და პირდაპირი ტრანსლაციის პროდუქტების განვითარებაში უმნიშვნელოვანესია. მაიკ ვერდუ კი Facebook-ში გაფართოებული და ვირტუალური რეალობის ვიცე-პრეზიდენტი, ივლისში  Netflix-ის თამაშების განვითარების ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

კომპანიის დატოვებისა და Felix Capital-ში გადასვლის შესახებ Facebook-ის Workplace ბიზნესკომუნიკაციების პროგრამული უზრუნველყოფის ხელმძღვანელმა, ჟულიენ კოდორნიუმ დეკემბერში განაცხადა. Facebook-იდან წამსვლელებს შორისაა ბრენდონ სილვერმენიც, CrowdTangle-ის დამფუძნებელი, რომელიც ორგანიზაციას 2016 წელს, ანალიტიკური ინსტრუმენტ CrowdTangle-ის შეძენასთან ერთად შეუერთდა. CrowdTangle-ი Facebook-ის პოპულარულ პოსტებზე დაკვირვებისთვის გამოიყენება.

ჯერჯერობით თანამდებობაზე რჩება, თუმცა 2022 წელს სამსახურის დატოვებას აპირებს ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი მაიკ შროპფერი. თუმცა ის ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო გრაფიკით კვლავ ითანამშრომლებს Facebook-თან და კომპანიას ტექნიკური ტალანტების დაქირავებაში დაეხმარება, ასევე ხელს შეუწყობს კომპანიის ხელოვნური ინტელექტის პროექტების განვითარებას. ნოემბერში სამსახურის დატოვებაზე განაცხადა კრიპტოვალუტის პროექტების  ხელმძღვანელმა დევიდ მარკუსმა, რომლის ამბიციებიც, 2020 წლისთვის, ბლოკჩეინის ვალუტა Libra-სა და ციფრული საფულე Calibra-ს გამოშვებასთან დაკავშირებით, მარეგულირებლებისა და კანონმდებლების მკაცრი რეაქციის გამო ვერ განხორციელდა. მარკუსის განცხადების შემდგომ კი, ძალიან მალე, კომპანიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება Messenger-ის განყოფილების ხელმძღვანელმაც მიიღო. სტენ ჩუდნოვსკი Facebook-ს 2022 წლის მეორე კვარტალში, ორგანიზაციაში 7-წლიანი მუშაობის შემდგომ დატოვებს.

Previous Post

ევროპულმა ბანკმა შობას მომხმარებლების ანგარიშებზე შემთხვევით 176 მლნ დოლარი განათავსა

Next Post

2021 წელს უცხოური ვალუტის რეზერვები 84 მილიონი დოლარით გაიზარდა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
2021 წელს უცხოური ვალუტის რეზერვები 84 მილიონი დოლარით გაიზარდა

2021 წელს უცხოური ვალუტის რეზერვები 84 მილიონი დოლარით გაიზარდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result