Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

ყველაფერი, რაც საქართველოს ბანკის ახალი პროექტის Creator-ის შესახებ უნდა იცოდე

by იზა გვარამაძე
October 16, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ყველაფერი, რაც საქართველოს ბანკის ახალი პროექტის Creator-ის შესახებ უნდა იცოდე
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს ბანკი ქართველი კრეატორების მხარდასაჭერად პირველ, მასშტაბურ YouTube რეალითი შოუს “კრეატორს” ახორციელებს.

ინიციატივის მიზანი, საქართველოში YouTube სივრცის განვითარების ხელშეწყობა, ეკოსისტემის გაძლიერება და კონტენტ კრეატორების მხარდაჭერაა.

პროექტზე განაცხადების მიღება დასრულდა, მასში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა  500-ზე მეტია. სულ მალე, ჟიურის წევრები 25-მდე კონკურსანტს შეარჩევენ, რომელთაგან პირველ ეტაპზე 8 მონაწილე გადავა.

“საქართველოს ბანკისთვის YouTube სივრცე ძალიან საინტერესოა და გვჯერა, რომ მას ქვეყანაში განვითარების გრძელი გზა აქვს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჩვენი წვლილი შეგვეტანა YouTube ეკოსისტემის განვითარების პროცესში, ამიტომ შევქმენით პროექტი “კრეატორი”, – აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი. 

პროექტის მიზანი დამწყები და გამოცდილი კრეატორების ხელშეწყობაა, რათა მათ კიდევ უფრო მეტი საინტერესო კონტენტი შექმნან  და  პლატფორმის პოტენციალი სრულად აითვისონ.

“ბოლო წლებში განსაკუთრებით სწრაფი ტემპით გაიზარდა იუთუბის პლატფორმა და შესაბამისად, დაინტერესება როგორც მაყურებლებისგან, ასევე სპონსორებისგან. გამორჩეულად მიმზიდველი გახდა ციფრული კრეატორის პროფესია. უკვე წარმატებულ კრეატორებს შორის (განსაკუთრებით იუთუბზე) არის სუპერ მეგობრული და კოლეგიალური გარემო”, – აღნიშნავს აჩი ცენტერაძე – პროექტის თანაავტორი.

“კრეატორის” რეალითი შოუს ფარგლებში, მონაწილეები 7 ტურის განმავლობაში შეასრულებენ მენტორებისგან მიღებულ საკონკურსო დავალებებს. ყოველი ეტაპის შემდეგ, ჟიურის შეფასებების საფუძველზე, პროექტს ერთი მონაწილე დატოვებს. ასევე, ნახევარფინალიდან  მონაწილეები  შეფასებისას მიიღებენ ხალხის/ მაყურებლის ხმას და ყურადღება მიექცევა მონაწილეების ვიდეოების ნახვებსა და ლაიქებს.

ჟიურის წევრები და პროექტის ავტორები მონაწილეებს გამბედაობისკენ მოუწოდებენ.

“პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანია, მონაწილეს ჰქონდეს ორიგინალური იდეები, შრომისუნარიანობა და ენერგია, რაც ვიდეოში კარგად გამოჩნდება. თავდაჯერებული უნდა იყოს კეთების პროცესში, თუმცა, ასევე  შეეძლოს რეფლექსია. ყოველი ვიდეოს დადების შემდეგ უნდა უყუროს მას თავიდან, ჩახედოს ანალიტიკას, დააკვირდეს უკუკავშირს და ანალიზი გააკეთოს, თუ როგორ შეუძლია გახადოს მომდევნო ვიდეო უკეთესი. უშუალოდ ⁠ჩემთვის კი მთავარი კრიტერიუმია,  ადამიანს ჰქონდეს პასუხი მთავარ კითხვაზე: „რატომ?!“ თუ შენ იუთუბს იწყებ მარტო იმიტომ, რომ ფული იშოვო ან პოპულარული გახდე — მალევე დანებდები. თუ იცი, რატომ აკეთებ ამ ყველაფერს, მაშინ მე შენს მხარეს ვარ”, – აღნიშნავს “კრეატორის” ჟიურის ერთ–ერთი წევრი ნიკა კაკოიშვილი (კაკო).

პროექტის ფარგლებში, შეფასების კრიტერიუმებზე საუბრისას ჟიურის წევრები ყურადღებას ამახვილებენ არა გადაღებული ვიდეოს ტექნიკურ ხარისხზე, არამედ უშუალოდ იდეის კრეატიულობასა და ღირებულებაზე.

“ამ პროექტის ერთ–ერთ მთავარ ღირებულებად გამოცდილების გაზიარებას ვხედავ, საწყისი ნაბიჯების საჯაროობას უკუკავშირთან ერთად. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, როგორ უნდა გახდე იუთუბერი, ეგ თავისთავად საინტერესო მოგზაურობაა.  ჩემთვის მთავარია თანმიმდევრულობა, საკუთარ, უკვე გამოქვეყნებულ ვიდეოებზე სწორი რეფლექსია – ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი, ამის საფუძველზე შემდეგი ვიდეოს დახვეწა, და, რაც მთავარია, სწორი ფასეულობები. ამასთან, უნდა გახსოვდეთ, რომ ხარისხი არ არის აპარატურა ან ტექნიკა. ხარისხი ხარ შენ”, – აღნიშნავს “კრეატორის” ჟიურის ერთ–ერთი წევრი დათო ალავიძე (ჰიტა). 

პროექტის ღირებულებაზე საუბრისას  ჟიურის წევრები და ავტორები იმ მოტივაციისა და სტიმულის გაზიარებაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც “კრეატორმა” მაყურებელს  უნდა შესთავაზოს.

“მარტივად რომ ავხსნათ, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურდათ YouTube სივრცეში შემოსვლა, მაგრამ შიში ქონდათ და ამ მიზეზით არ იწყებდნენ, ვერ დგამდნენ ამ ნაბიჯს, რადგან არ იცოდნენ, რა ხდება ყოველი ვიდეოს უკან , ამ პროექტის მეშვეობით ნახავენ შიდა სამზარეულოს,  ისწავლიან როგორ უნდა განვითარდნენ და რომ ეს არც თუ ისე რთულია. ვერ ვიტყვი, რომ მარტივია, მაგრამ  მთავარია, დაიწყო. ეს 8 ადამიანი, რომელიც პროექტის პირველ ეტაპებზე შეირჩევა, იქნება ნათელი მაგალითი და ინსპირაცია ამ ხალხისთვის და შეხსენება, რომ ტელეფონით გადაღებული ვიდეობითაც რომ დაიწყო, გაქვს შესაძლებლობა, მიაღწიო  წარმატებას.  ჩემთვის, ეს არის შიშის მომხსნელი პროექტი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ძალიან უნდათ შემოვიდნენ YouTube-ის სივრცეში, უბრალოდ შიში აქვთ აუდიტორიასთან გასვლის და არ იციან, რითი დაიწყონ – ამ კითხვებზე პასუხს ისინი სწორედ Creator-იდან მიიღებენ”, – გვიზიარებს Creator-ის ჟიურის ერთ–ერთი წევრი, მახარა (საეჭვო კაცი).

YouTube-ის სივრცეში პირველი ნაბიჯების გადადგმის მსურველებს ჟიურის წევრები და პროექტის შემქმნელები ურჩევენ, აუცილებლად სცადონ.

“დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის ამ სტატიის მკითხველებსაც უფიქრიათ საკუთარი  არხის შექმნაზე. როგორც სხვა ყველაფერში, ყველაზე რთული, დაწყებაა. ორშაბათიდან ვარჯიშის დაწყებას გავს ძალიან. პროექტი “კრეატორი” სწორედ ასეთი ადამიანებისთვის დამატებითი მოტივაციის წყარო უნდა გახდეს. აღნიშნული პროექტის მიზანია მუხტი მისცეს დამწყებ კრეატორებს და მაყურებელს გააცნოს ახალი სახეები. ნებისმიერი ვიდეო კონტენტის შექმნისას გაითვალისწინე, რომ პირველი 5 წამი ყველაზე მნიშვნელოვანია! ამიტომ, უბრალოდ დაიწყე, განვითარდი ყოველდღე და არ გაჩერდე!” – ამბობს აჩი. 

შეგახსენებთ, რომ “კრეატორის” გამარჯვებული საქართველოს ბანკისგან მიიღებს ფულად პრიზს, 20 000 ლარის ოდენობით.

თვალი ადევნეთ Creator-ს საქართველოს ბანკის ახალ YouTube არხზე.

S

Previous Post

სექტემბერში ფულადი გზავნილები 12.1%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

Next Post

ტრამპის თქმით, მოდიმ დაარწმუნა, რომ ინდოეთი რუსული ნავთობის შესყიდვას შეწყვეტს

იზა გვარამაძე

Next Post
ტრამპის თქმით, მოდიმ დაარწმუნა, რომ ინდოეთი რუსული ნავთობის შესყიდვას შეწყვეტს

ტრამპის თქმით, მოდიმ დაარწმუნა, რომ ინდოეთი რუსული ნავთობის შესყიდვას შეწყვეტს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result